ბრძანება N 20374
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20374
17 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2020 წლის 27 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 იანვრის და 3 აგვისტოს სხდომებზე (ოქმები №4 და №81) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 6 მაისის №15359/2/2021 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2020 წლის 27 ივლისის №52211/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 3 ივლისის №005-115 „საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი განმარტავს, რომ აუქციონის წესით რეალიზებული ქონება წარმოადგენს საცხოვრებელ ბინებს და შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე მითითებით არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №47199, 2020 წლის 21 იანვრის №1074 და 2020 წლის 14 თებერვლის №3618 ბრძანებების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 26 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 2 ივლისის №18060 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2020 წლის 3 ივლისის №005-115 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 100 013 ლარი, მათ შორის გადასახადი 62 675 ლარი, ჯარიმა 31 338 ლარი და საურავი 6 000 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის 27 ივლისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 2 ნოემბრის №32582 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2021 წლის 29 ივლისის №11699/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 2 ნოემბრის №32582 ბრძანება და საჩივარი სადავო საკითხში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის №11699/2/2020 გადაწყვეტილებაში მითითებულია:
საბჭო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ამ მუხლის შესაბამისად ქონების (საცხოვრებელი ბინა/სახლი) რეალიზაციის დღგ-ით არ დაბეგვრის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია არა ამ ქონების მესაკუთრეზე/სუბიექტზე, არამედ განმსაზღვრელია რეალიზებული ქონების დანიშნულება. მოცემული ნორმის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრას არ ექვემდებარება საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაცია (მიწოდება), მიუხედავად მისი მესაკუთრისა. აღნიშნული ნორმის მიზნებისათვის, საცხოვრებელ ბინაში/სახლში შესაძლოა მოვიაზროთ ქონება, რომელიც საყოფაცხოვრებო (და არა კომერციული) მიზნით - განკუთვნილია და მზადაა საცხოვრებლად ან უკვე გამოიყნება საცხოვრებლად.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, ამავე ნაწილში მითითებული ყველა პირობების შესრულების შემთხვევაში დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა.
საბჭო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით რეალიზებული ქონება არ იქნება მიჩნეული საცხოვრებელ ბინად/სახლად, მოცემული ქონების აღნიშნული მუხლით დადგენილი წესით რეალიზაციის შემთხვევაში არ გავრცელდება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დადგენილი შეღავათი, რამდენადაც, საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლი ადგენს ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით საქონლის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესს (რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად) და ამავე მუხლით არის განსაზღვრული კონკრეტული შემთხვევების ამომწურავი ჩამონათვალი, რომლებიც არ იბეგრება აღნიშნული წესით.
ამდენად, სადავო საკითხში უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის გადაწყვვეტილება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სამსახურს.“
შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის №11699/2/2020 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებულ შპს „-------“ (ს/ნ -------) 2020 წლის 27 ივლისის №52211/1/2020 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 3 ივლისის №005-115 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით და შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 დეკემბრის №38367 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 6 მაისის №15359/2/2021 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 დეკემბრის №38367 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 6 მაისის №15359/2/2021 გადაწყვეტილებაში მითითებულია:
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 29.07.2021 წლის №11699/2/2020 გადაწყვეტილების ნაწილობრივ გასაჩივრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელე აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურისთვის საჩივრის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ნაწილში გადაწყვეტილება სასამართლოში არ გაუსაჩივრებია, შემოსავლების სამსახურს უნდა ემსჯელა სადავო საკითხზე დაბრუნებულ ნაწილში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება არამართლზომიერია და საჩივარი უნდა დაუბრუნდეს განსახილველად ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-------“ (სნ -------) საქმიანობას წარმოადგენს მრავალბინიანი კოტეჯების მშენებლობა და ბინების რეალიზაცია, ასევე ბინების გაქირავება. აღნიშნული შენობები შეტანილია 2007 და 2008 წელს გაცემული 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვის ნუსხაში, შესაბამისად კომპანია სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით. მშენებლობა დაწყებულია 2008 წლის 27 თებერვლის ------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის №84 ბრძანებით, მშენებლობის ნებართვის საფუძველზე. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია რაც იყო საჭირო შესამოწმებელ პერიოდში (01.01.2019 - 01.01.2020) დღგ-ის დეკლარაციების გასაშიფრად და შემოწმების სრულყოფილად ჩასატარებლად. მათ შორის: საბუღალტრო პროგრამა, საბანკო ამონაწერები, დღგ-ის შეღავათთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ნასყიდობის ხელშეკრულებები. შპს ,,-------“ (ს/ნ -------) შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (3 ბინის) რეალიზაცია აუქციონზე აღსრულების წესით. აღნიშნული ქონება შპს ,,-------“-ის მიერ (ს/ნ -------) იქნა შეტანილი შპს ,,-------“ (სნ -------) კაპიტალში. შპს ,,-------“-ის (ს/ნ -------) მიერ შპს ,,-------“ (ს/ნ -------) კაპიტალში სულ 3 913 901 ლარის ქონება იქნა შეტანილი 2015 წლის მანძილზე, რომელიც დატვირთული იყო იპოთეკით შპს ,,-------“-ის (ს/ნ -------) და შპს ,,-------“ (ს/ნ -------) შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის შპს „-------“ (-------) სასარგებლოდ. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ აშენებულ კოტეჯებში ბინები - საკადასტრო კოდების მიხედვით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის საფუძვლები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამ მუხლის მიზნებისათვის შპს ,,-------“ (სნ -------) საქონლის (ქონების) აუქციონის ან სხვა წესით რეალიზაციისას ვერ იქნება გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დადგენილი ნორმა. შესაბამისად, შემოწმებამ აღსრულების წესით გაყიდული ბინები დაბეგრა დღგ-ით, შესაბამისი განკარგულების გამოცემის თვის მიხედვით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, ამ შემთხვევაში დღგ-ით არ იბეგრება საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაცია.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრისა და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს მრავალბინიანი კოტეჯების მშენებლობა და ბინების რეალიზაცია, ასევე ბინების გაქირავება. აღნიშნული შენობები შეტანილია 2007 და 2008 წელს გაცემული 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვის ნუსხაში. შპს ,,-------“ (ს/ნ -------) შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (3 ბინის) რეალიზაცია აუქციონზე აღსრულების წესით. აღნიშნული ქონება შპს „-------“-ის მიერ (ს/ნ -------) იქნა შეტანილი შპს ,,-------“ (ს/ნ -------) კაპიტალში. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) მიერ შპს ,,-------“ (ს/ნ -------) კაპიტალში სულ 3 913 901 ლარის ქონება იქნა შეტანილი 2015 წლის მანძილზე, რომელიც დატვირთული იყო იპოთეკით შპს „-------“-ის (ს/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------) შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის შპს „-------“ (-------) სასარგებლოდ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, 2019 წელს კომპანიის საკუთრებაში არსებული 3 საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია განხორციელდა იძულებით აუქციონის წესით, კერძოდ, აღნიშნული საცხოვრებელი ბინები დაუმთავრებელი მშენებლობის სახით 2015 წელს კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მისი დამფუძნებლის შპს „-------“- ის (ს/ნ -------) მიერ კომპანიის კაპიტალში შენატანის სახით. მშენებარე საცხოვრებელი ბინები კომპანიისთვის გადაცემამდე დატვირთული იყო იპოთეკის უფლებით შპს „-------“-ის კრედიტორის, შპს „-------“ სასარგებლოდ და შესაბამისად, შპს „-------“-ის მიერ ქონების კომპანიის კაპიტალში შეტანის შედეგად ქონებას გადაყვა იპოთეკის უფლება. შპს „-------“- მა ვერ შეძლო შპს „-------“ გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება, რის გამოც შპს „-------“ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა სესხის უზრუნველყოფის საგნის, შპს „-------“ საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონების, რეალიზაცია საჯარო აუქციონის გზით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელდა საჯარო აუქციონზე შპს „-------“ საკუთრებაში არსებული 3 ბინის რეალიზაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით აუქციონის წესით რეალიზებული ქონება წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას/სახლს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინებით, აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა არამართლზომიერია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით, საცხოვრებელი ბინების აუქციონის წესით რეალიზაცია არ განიხილოს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით, საცხოვრებელი ბინების აუქციონის წესით რეალიზაცია არ განიხილოს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი განმარტავს, რომ აუქციონის წესით რეალიზებული ქონება წარმოადგენს საცხოვრებელ ბინებს და შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლის პირველ და მე-3
ნაწილებზე მითითებით არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
ორგანიზაციის საქმიანობას წარმოადგენს მრავალბინიანი კოტეჯების მშენებლობა და ბინების რეალიზაცია, ასევე ბინების გაქირავება. აღნიშნული შენობები შეტანილია 2007 და 2008 წელს გაცემული 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვის ნუსხაში, შესაბამისად კომპანია სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით. ორგანიზაციას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (3 ბინის) რეალიზაცია აუქციონზე აღსრულების წესით. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ აშენებულ კოტეჯებში ბინები - საკადასტრო კოდების მიხედვით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის საფუძვლები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის (ქონების) აუქციონის ან სხვა წესით რეალიზაციისას ვერ იქნება გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დადგენილი ნორმა.
შესაბამისად, შემოწმებამ აღსრულების წესით გაყიდული ბინები დაბეგრა დღგ-ით, შესაბამისი განკარგულების გამოცემის თვის მიხედვით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით აუქციონის წესით რეალიზებული ქონება წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას/სახლს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინებით, აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა არამართლზომიერია.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით, საცხოვრებელი ბინების აუქციონის წესით რეალიზაცია არ განიხილოს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 309(79); 275; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 1761;