საშემოსავლო გადასახადი N 2319

2319 საშემოსავლო გადასახადი - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 2319
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საშემოსავლო გადასახადი N 2319

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმოს მიერ საგადასახადო ორგანოში არ არის წარდგენილი 2004 წლის ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება

•2004 წლის სოციალური გადასახადის პირადი ბარათის მიხედვით გაირკვა, რომ საწარმოს დეკლარირებული აქვს სოციალური გადასახადი, რითაც დგინდება საშემოსავლო გადასახადის ბაზა და ხელფასების გაცემის ფაქტი

•საგადასახადო შემოწმებისას, შემმოწმებელთა მხრიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოთხოვნის მიუხედავად, საწარმომ არ წარადგინა შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებები

შეფასება

•საწარმო ვალდებული იყო დაეკავებინა საშემოსავლო გადასახადი, განეხორციელებინა ანგარიშგება და გადაერიცხა ბიუჯეტში შესაბამისი თვეების მიხედვით

ღონისძიებები

•უნდა განხორციელდეს საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება სოციალური გადასახადის დეკალრაციაში ასახული მონაცემებიდან გამომდინარე შესაბამისი პერიოდების მიხედვით

•უნდა მოხდეს გამოანგარიშებული საშემოსავლო გადასახადის ძირითადი გადასახადის სახით დარიცხვა შესაბამისი პერიოდების მიხედვით

•საწარმო შესაბამის გაანგარიშების ფორმის წარუდგენლობისათვის დაჯარიმდება სსკ-ის 137-ე მუხლის საფუძველზე

•საწარმო დაჯარიმდება გადასახადის თანხის დაუკავებლობის გამო სსკ-ის 134-ე მუხლის საფუძველზე