N 463 - 04/08/2014 - „სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №463
2014 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
„სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/07/2012, 210070000.10.003.016922) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
„სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები
სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებია:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით, 101 და 102 პუნქტებით და ამ დანართის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა – 5 000 000 ლარი;
ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის ტერიტორიაზე - 250 000 ლარი.“.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე