ბრძანება N 1464
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1464
30 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ "-------" (ს/ნ "-------")
(ფაქტ. მის.: "-------")
2023 წლის 15 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის №20395/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") 2023 წლის 15 მაისის №80967/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №022-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
დავის საგანი:
1. მეორადი ალუმინის მავთულის დღგ-ით დაბეგვრა.
2. ჯართად ჩათვლილ საქონელზე გამოსაქვითი ხარჯის 75%-ით განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის №4727 და 31 მარტის №6762 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 26 ოქტომბრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შემოწმების აქტში ასახვისთვის 2023 წლის 17 მარტის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 19 აპრილის №8563 ბრძანება და 2023 წლის 20 აპრილის №022-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 61 155 ლარი, მათ შორის, გადასახადი 37 928 ლარი, ჯარიმა 14 598 ლარი, საურავი 8 629 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 18 ივლისის №17469 ბრძანებით საჩივარი სადავო საკითხების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ივლისის №17469 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 15 დეკემბრის №20395/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ივლისის №17469 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
,,საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის არგუმენტზე, რომ მეორადი მავთულის დღგ-ით დაბეგვრისას დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, 17%-იანი ფასნამატით განსაზღვრული რეალიზაციის თანხიდან, დღგ-ის მიზნებისათვის, არ იქნა ამორიცხული დღგ, რაც არასწორად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მეორადი მავთულის დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, კერძოდ ჯართად ჩათვლილ საქონელზე გამოსაქვითი ხარჯის 75%-ით განსაზღვრის მოთხოვნის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1.გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა მიმდინარე საგადასახადო შემოწმებასთან, არ წარმოადგინა სრულყოფილი საგადასახადო შემოწმებისათვის საჭირო თავისი ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის გამოც ი/მ "-------" დაჯარიმდა 400 ლარის ოდენობით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. შემოწმება ჩატარდა გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე სამეწარმეო სუბიექტების აუდირებული მონაცემების საფუძველზე. შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ი/მ "-------" სარგებლობს საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით (მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი) და იბეგრება განხორციელებული რეალიზაციიდან 1%-ით. როგორც ირკვევა, გადამხდელს სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებული ჰქონდა რეალიზაცია 2021 წლის ოქტომბრის თვეშიც, რაც არ აქვს დეკლარირებული. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, მეწარმეს 2021 წლის მარტის თვეში შესყიდული აქვს 43 407 ლარის ღირებულების 30 000 გრძივი მეტრი მეორადი მავთული, რომლის შემდგომი რეალიზაცია დოკუმენტურად არ ჩანს. მეწარმე საქმიანობას აღარ აწარმოებს 2022 წლის მარტის თვიდან (მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია გადამხდელს ბოლოს წარდგენილი ჰქონდა 2022 წლის მარტის თვეში). ამიტომ, შემოწმების პროცესში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი მეორადი მავთულის დანაკლისი (ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ დადგინდა) შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზებულად 2022 წლის მარტის თვეში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაანგარიშდა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. 2021 წლის ნოემბრის თვეში მეწარმეს ორ ეტაპად რეალიზებული აქვს მეორადი აკუმულატორები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტით დადგენილ ჩათვლის უფლებით დღგ-საგან გათავისუფლებულ ოპერაციებში. ამ გარემოების გათვალისწინებით, გადამხდელს 2021 წლის 30 ნოემბერს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მეორე ნაწილი). გარდა ამისა, მეწარმესთან ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი ჩაითვლება არაიდენტიფიცირებულ პირებზე მიწოდებად, რაც წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაანგარიშდა კუთვნილი დღგ, ასევე პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
2. შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ი/მ "-------" ახორციელებს შავი და ფერადი ლითონების ჯართის რეალიზაციას სასაქონლო ზედნადებებით მაშინ, როცა ჯართის შესყიდვას გადამხდელი ახორციელებს ფიზიკური პირებისგან (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვაზე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არ იძებნება შესაბამისი სასაქონლო ზედნადებები). შესაბამისად, მას წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაკავების (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლი) და მისი დეკლარირების (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის „პ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილი) ვალდებულება. აუდირებული სამეწარმეო სუბიექტების ანალოგიური ეკონომიკური საქმიანობის ანალიზიდან ირკვევა, რომ შავი და ფერადი ლითონების ჯართის რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 17%-ს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაანგარიშდა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი, რასაც დაერიცხა ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩაინიშნა 2024 წლის 17 იანვარს 12:40 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება არ წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადების თაობაზე.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
ამავე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებსა და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
,,საბჭო ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის არგუმენტზე, რომ მეორადი მავთულის დღგ-ით დაბეგვრისას დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, 17%-იანი ფასნამატით განსაზღვრული რეალიზაციის თანხიდან, დღგ-ის მიზნებისათვის, არ იქნა ამორიცხული დღგ, რაც არასწორად მიაჩნია.“
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ გარემოებაზე, რომლის თანახმად, მეორადი მავთულის დღგ-ით დაბეგვრისას დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, 17%-იანი ფასნამატით განსაზღვრული რეალიზაციის თანხიდან დღგ-ის მიზნებისათვის არ არის ამორიცხული და დღგ-ით დაბეგვრა „ზევიდან“ განხორციელდა, რაც არასწორია. სასაქონლო ზედნადებების და ფასნამატის მიხედვით მეორადი მავთულის სარეალიზაციო ღირებულებიდან დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსასაზღვრავად ამოღებული უნდა ყოფილიყო დღგ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს მეორადი მავთულის დღგ-ით დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
ამავე კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
,,ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, კერძოდ ჯართად ჩათვლილ საქონელზე გამოსაქვითი ხარჯის 75%-ით განსაზღვრის მოთხოვნის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, გადახდის წყაროსთან დასაბეგრი ბაზა შემოწმებამ, 17%-იან აუდირებულ ფასნამატზე მითითებით, განსაზღვრა შემოსავლების 83%-ით, რაც არასწორია, ვინაიდან მოსახლეობისაგან ფერადი ლითონის ჯართის შესყიდვის შემთხვევაში ფასნამატი გაცილებით მეტია, ამასთან, აუდიტის დეპარტამენტში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მსგავსი საქმიანობის გადამხდელების მიმართ როგორც ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის, ისე გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების მიზნით გამოყენებულია გამოსაქვითი ხარჯის/დასაბეგრი ბაზის 75%-ით განსაზღვრის პრინციპი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ჯართად ჩათვლილ საქონელზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაქვითი ხარჯის 75%-ის ოდენობით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს მეორადი მავთულის დღგ-ით დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ჯართად ჩათვლილ საქონელზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაქვითი ხარჯის 75%-ის ოდენობით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმება ჩატარდა გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე სამეწარმეო სუბიექტების აუდირებული მონაცემების საფუძველზე. შემოწმებისას გამოვლინდა, რომ მომჩიანს მინჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი.
გადამხდელს სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებული ჰქონდა რეალიზაცია,რაც არ აქვს დეკლარირებული. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, მეწარმეს 2021 წლის მარტის თვეში შესყიდული აქვს მეორადი მავთული, რომლის შემდგომი რეალიზაცია დოკუმენტურად არ ჩანს. მეწარმე საქმიანობას აღარ აწარმოებს 2022 წლის მარტის თვიდან.ამიტომ, შემოწმების პროცესში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი მეორადი მავთულის დანაკლისი ჩაითვალა რეალიზებულად.შემოწმების მიერ გაანგარიშდა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის.2021 წლის ნოემბრის თვეში მეწარმეს ორ ეტაპად რეალიზებული აქვს მეორადი აკუმულატორები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ჩათვლის უფლებით დღგ-საგან გათავისუფლებულ ოპერაციებში. გადამხდელს 2021 წლის 30 ნოემბერს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.მეწარმესთან ჩატარებული ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი ჩაითვლება არაიდენტიფიცირებულ პირებზე მიწოდებად, რაც წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.შესაბამისად,შემოწმების მიერ გაანგარიშდა კუთვნილი დღგ, ასევე პირს დაერიცხა ჯარიმა.
2. შემოწმებისას გამოვლინდა, რომ მომჩივანი ახორციელებს შავი და ფერადი ლითონების ჯართის რეალიზაციას სასაქონლო ზედნადებებით მაშინ, როცა ჯართის შესყიდვას გადამხდელი ახორციელებს ფიზიკური პირებისგან.შესაბამისად, მას წარმოეშვა საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაკავების და მისი დეკლარირების ვალდებულება. აუდირებული სამეწარმეო სუბიექტების ანალოგიური ეკონომიკური საქმიანობის ანალიზიდან ირკვევა, რომ შავი და ფერადი ლითონების ჯართის რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს საშუალოდ 17%-ს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაანგარიშდა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი, რასაც დაერიცხა ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს მეორადი მავთულის დღგ-ით დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ჯართად ჩათვლილ საქონელზე დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაქვითი ხარჯის 75%-ის ოდენობით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),105,1333,158,159,160,163,164,165,172.