ჩუქებით გადაცემული ქონების დღგ-ით დაბეგვრა არაა სავალდებულო თუ მიმღები აგრძელებს იგივე საქმიანობას და გადაცემისთანავე დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად N 1129

1129 ჩუქებით გადაცემული ქონების დღგ-ით დაბეგვრა არაა სავალდებულო თუ მიმღები აგრძელებს იგივე საქმიანობას და გადაცემისთანავე დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად - (ძალადაკარგული) 16.11.2010
№ დოკუმენტი 1129
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ჩუქებით გადაცემული ქონების დღგ-ით დაბეგვრა N 1129

ფაქტობრივი გარემოებები

•დღგ-ის გადამხდელმა ფიზიკურმა პირმა, არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც გაცემულია იჯარით, ჩუქებით გადასცა მემკვიდრეს

•გამჩუქებლის მიერ ჩუქებით გადაცემული ქონება არ იქნა დაბეგრილი დღგ-ით. ამასთან, ფართი არ ყოფილა შეძენილი დღგ-ის ოპერაციის ფარგლებში (არ არის მიღებული დღგ-ის ჩათვლა)

•ვარიანტი 1: მემკვიდრე ქონების მიღების შემდეგ ნებაყოფილობით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და იგივე პირობებით გააგრძელა დღგ-ის ოპერაციები (ქონების იჯარა)

•ვარიანტი 2: მემკვიდრე ქონების მიღების შემდეგ არ დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და იგივე გადამხდელთან ქონების იჯარა გააგრძელა დღგ-ით დაბეგვრის გარეშე

შეფასება

•ფიზიკური პირის მიერ არასაცხოვრებელი ფართის მემკვიდრესათვის ჩუქება არ განიხილება საქმიანობად, მათ შორის ეკონომიკურ საქმიანობად, შესაბამისად, არც დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად

•მე-2 ვარიანტში იკვეთება სსკ 104-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ოპერაციის ფორმა გამოყენებულია ოპერაციის შინაარსის (დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის) შესაცვლელად და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების შესამცირებლად

ღონისძიებები

•პირველ ვარიანტში აღნიშნული ოპერაციის მიხედვით, გამჩუქებელ პირს დღგ-ში საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა

•მე-2 ვარიანტში სსკ 104-ე მუხლის გათვალისწინებით ქონების გაჩუქება დაკვალიფიცირდება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და განხორციელდება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით