N 593 - 03/12/2019 - „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №593
2019 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული
თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/06/2016, 340120000.10.003.019328) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის“:
1. მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროს მარეგულირებელ დანიშნულ ეროვნულ ორგანოებს წარმოადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფლებამოსილია, განახორციელოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ფუნქციები, საქართველოში ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების ექსპორტ-იმპორტსა და რეექსპორტთან დაკავშირებით.“.
2. დანართ №1-ის (საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების, გამოყენების, იმპორტის და ექსპორტის აკრძალვას ან მკაცრად შეზღუდვას დაქვემდებარებული ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხა) I ნაწილს (ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ნუსხა, რომლებზეც ვრცელდება წინასწარ დასაბუთებული თანხმობის (PIC) პროცედურა როტერდამის კონვენციის ფარგლებში) დაემატოს შემდეგი შინაარსის 48-ე, 49-ე, 50-ე, 51-ე, 52-ე, 53-ე პუნქტები:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1673767752537 {width:488.65pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-table-lspace:9.0pt;margin-left:7.2pt;mso-table-rspace:9.0pt;margin-right:7.2pt;mso-table-anchor-vertical:margin;mso-table-anchor-horizontal:margin;mso-table-left:center;mso-table-top:-12.0pt;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„48
კარბოფურანი
1563-66-2
2932.99
პესტიციდი
აკრძალულია
49
ტრიქლორფონი
52-68-6
2931.39
პესტიციდი
აკრძალულია
50
ფორატი
298-02-2
-
პესტიციდი
აკრძალულია
51
მოკლეჯაჭვიანი ქლორირებული პარაფინები (SCCP)
85535-84-8
3824.9
სამრეწველო
აკრძალულია
52
ტრიბუთილკალის ნაერთები:
ტრიბუთილკალის ოქსიდი,ტრიბუთილკალის ფტორიდი,ტრიბუთილკალის მეტაკრილატი,ტრიბუთილკალის ბენზოატი,ტრიბუთილკალის ქლორიდი,ტრიბუთილკალის ლინოლეატი,ტრიბუთილკალის ნაფტენატი.
56-35-9
1983-10-4
2155-70-6
4342-36-3
1461-22-9
24124-25-2
85409-17-2
2931.20(ნივთიერება) 3808.50 (ნარევი)
სამრეწველო
აკრძალულია
53
ჰექსაბრომოციკლოდოდეკანი კომერციული (ბრომის პოზიციების დაკონკრეტების გარეშე)
1,2,5,6,9,10– ჰექსაბრომოციკლოდოდეკანი
α– ჰექსაბრომოციკლოდოდეკანის სტერეოიზომერი
þ– ჰექსაბრომოციკლოდოდეკანის სტერეოიზომერი
γ– ჰექსაბრომოციკლოდოდეკანის სტერეოიზომერი
25637-99-4
3194-55-6
134237-50-6
134237-51-7
134237-52-8
2903.89
სამრეწველო
აკრძალულია.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე