გადაწყვეტილება №20436/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20436/2/2023
12 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 31.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20436/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13001 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 13.06.2023 წლის №011-121/4 ბრძანება;
2. მომსახურების დეპარტამენტის 15.06.2023 წლის №000-179 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 17.07.2023 წლის №17203 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 9 206.08 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივანი 8.05.2023 წელს დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 30.01.2022-08.05.2023 წლების პერიოდში. გადამხდელმა 9.05.2023 წელს წარადგინა 2022 წლის იანვრის და თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციები. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის 10.05.2023 წლის №011-121 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 9 206. 08 ლარის ოდენობით. მომჩივანმა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემის შემდგომ წარადგინა 2022 წლის მარტის თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაცია, 2022 წლის აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციები. აღნიშნულზე მომსახურების დეპარტამენტის 10.05.2023 წლის №011-121/1 ბრძანებით, მომჩივანს დამატებით დაერიცხა 6 147.73 ლარი, რაზეც გამოიცა 10.05.2023 წლის საგადასახადო მოთხოვნა №000-145.
მომჩივანმა 11.05.2023 წელს წარადგინა 2023 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციები, აღნიშნულზე 16.05.2023 წელს გამოიცა ბრძანება №011-121/2, რომლითაც მომჩივანს დამატებით დაერიცხა 1 546.93 ლარი, რაზეც გამოიცა 16.05.2023 წლის საგადასახადო მოთხოვნა №000-147.
ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13001 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13001 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13001 ბრძანების აღსრულების შედეგად, დაკისრებული ჯარიმა არ დაკორექტირებულა, ვინაიდან სადავო ოქმის შედგენის და 12.06.2023 წლის №13001 ბრძანებით გადაწყვეტილების მიღების თარიღში არ იყო წარდგენილი შესაბამისი პერიოდის დღგის დეკლარაციები და პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში.
აღნიშნულზე გამოიცა 13.06.2023 წლის №011-121/4 ბრძანება და 15.06.2023 №000-179 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის 17.07.2023 წლის №17203 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 304-ე მუხლის 21 ნაწილით და განმარტავს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელი არ აკმაყოფილებდა 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების დანართი №2-ის მესამე პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება და მოთხოვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13001 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფიქსირებას და აცხადებს, რომ ამ პერიოდში კომპანიას უფიქსირდებოდა ზედმეტობა. გადამხდელის დღგ-ის დეკლარაციები იყო დროულად წარდგენილი. განცხადებით დაირღვა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ შემოსავლების სამსახურის მხრიდან ჯარიმის დაანგარიშება მოხდა დღგ-ით დასაბეგრი გათავისუფლებული ოპერაციების ჩათვლით. არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გაუთვალისწინებლობას. მიაჩნია, რომ საკითხი სათანადოდ არ არის შესწავლილი და ითხოვს სადაო აქტების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების დანართი №2 მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია პირი გაათავისუფლოს ამავე კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან, თუ კმაყოფილდება შემდეგი პირობები:
ა) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა გამოვლენილია უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ, საგადასახადო ორგანოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის საფუძველზე;
ბ) გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის, პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში;
გ) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენის შემდგომ, მაგრამ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტზე შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე, პირს წარდგენილი აქვს დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცია;
დ) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოში წარდგენილ განცხადებაში პირმა დააფიქსირა ამ განცხადების წარდგენის თვეში (მიმართვის თვის დასაწყისიდან მიმართვის მომენტამდე) განხორციელებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.
შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13001 ბრძანებით მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირების (შემცირება) განხორციელება.
შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13001 ბრძანების აღსრულების შედეგად, მომჩივანს მომსახურების დეპარტამენტის 13.06.2023 წლის №011-121/4 ბრძანებით, უარი ეთქვა დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, მომსახურების დეპარტამენტის 10.05.2023 წლის №011-121 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენის (10.05.2023წ), 10 მაისის №000-145 და 16 მაისის №000-147 მოთხოვნების, 10 მაისის №011-121/1, 16 მაისი №011-121/2 ბრძანების და შემოსავლების სამსახურის №13001 ბრძანებით გადაწყვეტილების მიღების (12.06.2023წ) თარიღებში პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში, ასევე მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №011- 121 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე წარდგენილი არა არის დღგ-ის შესაბამისი დეკლარაციები, მომსახურების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა შპს ,,---ის“ საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლების საფუძველი.
შესაბამისად შპს ,,---ის“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომად დარიცხული ჯარიმის თანხა დარჩა უცვლელი (საგადასახადო მოთხოვნა N 000-179).
მომჩივანი მიაჩნევს, რომ საკითხი სათანადოდ არ არის შესწავლილი და ითხოვს სადაო აქტების გაუქმებას. ამასთან, სადავოდ ხდის ისეთ გარემოებებს რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად მომსახურების დეპარტამენტს არ დავალებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ არ იყო წარდგენილი შესაბამისი პერიოდის დეკლარაციები, ამასთან, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭო მიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13001 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13001 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის 10.05.2023 წლის №011-121 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 9 206. 08 ლარის ოდენობით. მომსახურების დეპარტამენტის 10.05.2023 წლის №011-121/1 ბრძანებით, მომჩივანს დამატებით დაერიცხა 6 147.73 ლარი, რაზეც გამოიცა 10.05.2023 წლის საგადასახადო მოთხოვნა №000-145. მომჩივანმა 11.05.2023 წელს წარადგინა 2023 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციები, აღნიშნულზე 16.05.2023 წელს გამოიცა ბრძანება №011-121/2, რომლითაც მომჩივანს დამატებით დაერიცხა 1 546.93 ლარი, რაზეც გამოიცა 16.05.2023 წლის საგადასახადო მოთხოვნა №000-147.
ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13001 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13001 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნულზე გამოიცა 13.06.2023 წლის №011-121/4 ბრძანება და 15.06.2023 №000-179 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის 17.07.2023 წლის №17203 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №13001 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, გ); 269 (7); 282 (1).