N 991-IVმს-XIმპ - 16/10/2025 - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 381-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა:
1. ამ კარით დადგენილი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ასევე გულისხმობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.
2. ჯარიმა დაეკისრება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ შეასრულებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ან ხელს შეუშლის მის შესრულებას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,16 ოქტომბერი 2025 წ.
N991-IVმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე