N 4325-XIVმს-Xმპ - 27/06/2024 - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 27.06.2024
№ დოკუმენტი 4325-XIVმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 16511 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16511. დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა

1. დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევის რაოდენობისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“.

2. 2298 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2298. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის შესაბამის ორგანოებს/სამსახურებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

3. 239-ე მუხლის 76-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„76. ამ კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ელექტრონულად ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული ფორმების შესაბამისად.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

შალვა პაპუაშვილი

თბილისი,27 ივნისი 2024 წ.

№4325-XIVმს-Xმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე