კონვენცია საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თვიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

კონვენცია 15.10.1997
№ დოკუმენტი N/A
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.

საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1997 წლის 15 ოქტომბერს

კონვენცია

საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის

შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაგეგვრის თავიდან აცილებისა

და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

საქართველოს მთავრობა და უკრაინის მთავრობა აქვთ რა შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან თავიდან აცილებისა და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენციის დადების სურვილი და ადასტურებენ თავიანთ სურვილს განავითარონ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები,შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

პირები, რომელთა მიმართაც გამოიყენება კონვენცია

ეს კონვენცია გამოიყენება იმ პირებისათვის, რომლებიც არიან ერთი ან ორივე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტები.

მუხლი 2

გადასახადთა სახეები, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია

1.ეს კონვენცია ვრცელდება იმ შემოსავლებისა და ქონების გადასახადებზე, რომლებიც აიკრიფება მონაწილე სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ადგილობრივ ხელისუფალთა სახელით, მიუხედავად მისი აკრეფის წესისა.

2.შემოსავლისა და ქონების გადასახადად ჩაითვლება ყველა გადასახადი რომელიც აიკრიფება მთელი შემოსავლიდან და ქონების ღირებულებიდან, ან შემოსავლის ელემენტებიდან, უძრავი და მოძრავი ქონების გასხვისების შედეგად და საწარმოების მიერ გაცემული ხელფასებისა და ჯამაგირების საერთო თანხაზე მიღებულ შემოსავალზე გადასახადების ჩათვლით.

3.ეს კონვენცია, კერძოდ ვრცელდება შემდეგ გადასახადებზე:

a) უკრაინაში:

i) გადასახადი საწარმოს მოგებიდან; და

ii) მოქალაქეების საშემოსავლო გადასახადი;

(შემოდგომში - უკრაინის გადასახადი")

b) საქართველოში

i) გადასახადი საწარმოს მოგებიდან (შემოსავლიდან)

ii) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;

iiii) გადასახადი ქონებიდან;

(შემდგომში - "საქართველოს გადასახადი")

4. ეს კონვენცია ვრცელდება აგრეთვე ნებისმიერ იდენტურ ან არსებითად ანალოგიურ გადასახადებზე, რომლებიც აიკრიფება რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამ მონაწილე სახელმწიფოში არსებული გადასახადების დამატებით ან სანაცვლოდ ამ კონვენციის ხელმოწერის თარიღის შემდეგ. მონაწილე სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები აცნობებენ ერთმანეთს მათ საგადასახადო კანონმდებლობაში ნებისმიერი არსებითი ცვლილებების შეტანის შესახებ.

5.ამ კონვენციის დებულებები არ ვრცელდება მონაწილე სახელმწიფოებში საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების შედეგად დარიცხულ ჯარიმებსა და საურავებზე.

 

მუხლი 3

ზოგადი განმარტებები

 

ამ კონვენციის მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

a) ტერმინები "მონაწილე სახელმწიფო" და "მეორე მონაწილე სახელმწიფო" კონტექსტიდან გამომდინარე ნიშნავს უკრაინას და საქართველოს;

b) ტერმინი "უკრაინა" გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას ნიშნავს უკრაინის ტერიტორიას, მის კონტინეტურ შელფს და მის განსაკუთრებულ (საზღვაო) ეკონომიკურ ზონას, უკრაინის ტერიტორიული წყლების საზღვრებს გარეთ მდებარე რომელიმე სხვა ტერიტორიის ჩათვლით, რომელიც საერთაშორისო კანონებით შესაბამისად განისაზღვრება ან შემდგომში შეიძლება განისაზღვროს როგორც ტერიტორია, რომლის მიმართაც შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინის უფლებები ზღვის ფსკერის წიაღისა და მისი ბუნებრივი რესურსების მიმართ;

c) ტერმინი "საქართველო" გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ მთელ ტერიტორიას, შიდა და ტერიტორიული წყლების, აგრეთვე განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის ჩათვლით, რომელზეც საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველო ახორციელებს თავის იურისდიქციას, სუვერენულ უფლებებსა და საგადასახადო კანონმდებლობას;

d) ტერმინი "ეროვნული პირი" ნიშნავს:

i) მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქეების მქონე ნებისმიერ ფიზიკურ პირს;

ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას და ასოციაციას, რომელიც ასეთ სტატუსს აღებს მონაწილე სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

e) ტერმინი "პირი ნიშნავს ფიზიკურ პირს, კომპანიას ან პირების ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

f) ტერმინი "კომპანია" ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ გაერთიანებას ან სხვა ორგანიზაციას, რომელიც გადასახადის დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც კორპორაციული გაერთიანება;

g) ტერმინი "მონაწილე სახელმწიფო საწარმო" და "მეორე მონაწილე სახელმწიფო საწარმო" შესაბამისად ნიშნავს ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მართულ საწარმოს და მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მართულ საწარმოს;

h) ტერმინი "საერთაშორისო გადაზიდვა" ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო და საჰაერო ხომალდებით, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით რომელთა ექსპლოატაცია ხდება მონაწილე სახელმწიფო საწარმოს მიერ, გარდა იმ შეთანხმებისა, როდესაც ასეთი გადაზიდვა ხდება მხოლოდ მეორე მონაწილე სახელმწიფოს პუნქტებს შორის;

i) ტერმინი "კომპეტენტური ორგანო" საქართველოს მიმართებაში - საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან მის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს და უკრაინასთან მიმართებაში - ფინანსთა სამინისტროს ან მის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს.

 

2.მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციის გამოყენებისას ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის განსაზღვრული კონვენციაში, თუ კონტექსტით სხვა რამ არ იგულისხმება, აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადებთან მიმართებაში, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია.

 

მუხლი 4

რეზიდენტი

 

1.ამ კონვენციის გამოყენებისას ტერმინი "ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი" ნიშნავს პირს რომელიც ამ მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მასში თავისი საცხოვრებელი ადგილის, მუდმივი ადგილსამყოფელის, მართვის ორგანოს ადგილმდებარეობის, რეგისტრაციის ადგილის ან სხვა მსგავსი მსგავსი ნიშნის მიხედვით. ამასთან ერთად, ეს ტერმინი არ მოიცავს პირს, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება ამ სახელმწიფოში მხოლოდ იმიტომ, ეს პირი შემოსავალს იღებს ამ სახელმწიფოში მდებარე წყაროებიდან ან მასში მდებარე ქონებიდან.

 

2.იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ფიზიკური პირი არის ორივე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

a) იგი ითვლება იმ მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი ორივე მონაწილე სახელმწიფოში, იგი ითვლება იმ მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც უფრო მჭიდროდაა მისი პირადი და ეკონომიკური კავშირები (საციცოცხლო ინტერესების ცენტრი);

b) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია იმ მონაწილე სახელმწიფოს დადგენა, რომელშიც მას გააჩნია სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არც ერთ მონაწილე სახელმწიფოში არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, ასეთი პირი ითვლება იმ მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს;

c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე მონაწილე სახელმწიფოში, ან არ ცხოვრობს არცერთში, იგი ჩაითვლება იმ მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ეროვნულ პირსაც ის წარმოადგენს;

d) თუ ის ორივე მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება აღიარებულ იქნას როგორც მათი ეროვნული პირი, ან თუ ის არცერთი მათგანის ეროვნული პირი არ არის, ასეთი რეზიდენტის დაბეგვრის საკითხი გადაწყდება მონაწილე სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3.იმ შემთხვევაში, თუ 1-ლი პუნქტის დებულებების თანახმად პირი, რომელიც არ წარმოადგენს ფიზიკურ პირს, არის ორივე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ ის ჩაითვლება იმ მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც მდებაორეობს მისი მმართველობის ფაქტიური ორგანო.

 

მუხლი 5

მუდმივი წარმომადგენლობა (დაწესებულება)

 

1.ამ შეთანხმების მიზნებისათვის ტერმინი "მუდმივი წარმომადგენლობა (დაწესებულება)" ნიშნავს საქმიანობის მუდმივ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმო მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებს თავის კომერციულ საქმიანობას.

2.ტერმინი "მუდმივი წარმომადგენლობა (დაწესებულება)", კერძოდ, მოიცავს:

a) მართვის ადგილს;

b) განყოფილებას;

c) კანტორას;

d) ფაბრიკას;

e) საამქროს;

f) ბუნებრივი რესურსების დასაზვერ დანადგარს ან ნაგებობას;

g) მაღაროს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილის, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს;

h) საქონლის მიწოდებისათვის გამოსაყენებელ საწყობს ან სხვა სათავსოს.

 

3.სამშენებლო მოედანი ან სამონტაჟო, ან სამონტაჟო ობიექტი წარმოადგენენ მუდმივ წარმომადგენლობას მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი არსებობენ 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

4.ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ტერმინი "მუდმივი წარმომადგენლობა" არ განიხილება, როგორც ასეთი, თუ იგი მოიცავს:

a) ნაგებობების გამოყენებას საწარმოს საკუთრებაში მყოფი საქონლის ან ნაკეთობების მხოლოდ შენახვის ან დემონსტრირებისათვის;

b) საწარმოს საკუთრებაში მყოფი საქონლის ან ნაკეთობების მხოლოდ შენახვისა და დემონსტრირებისათვის განკუთვნილი მარაგის შენახვას;

c) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების მარაგის შენახვას, სხვა საწარმოს მიერ გადამუშავების მიზნით;

d) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვას საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობების შესყიდვის მიზნით, ან ინფორმაციის შეგროვებისათვის;

e) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვას საწარმოსათვის მხოლოდ ნებისმიერი სხვა მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის საქმიანობის მიზნით;

f) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვა (a) - (e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი საქმიანობის ნებისმიერი სახის კომბინაციების განსახორციელებლად, იმ პირობით, თუ ასეთი კომბინაციების შედეგად წარმოქმნილი საქმიანობის ერთობლიობას, აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი.

5.თუ დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის გარდა, რომელზეც ლაპარაკია ამ მუხლის მე-6 პუნქტში, სხვა პირი, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, მოქმედებს საწარმოს სახელით და გააჩნია, და საერთოდ იყენებს მონაწილე ქვეყნებში კონტრაქტების დაბადების უფლებას, ან ინახავს საწარმოს კუთვნილ საქონლისა და ნაკეთობების მარაგს, საიდანაც საწარმოს სახელით ხორციელდება ამ საქონლისა და ნაკეთობების რეგულარული მიწოდება, მაშინ ეს საწარმო განიხილება როგორც მუდმივი წარმომადგენლობა ამ სახელმწიფოში ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით, რომელსაც ეს პირი იყენებს საწარმოსათვის, გარდა, თუ ამ პირის საქმიანობა იზღუდება იმით, რაც მითითებულია მე-4 პუნქტში, რაც თუ ხორციელდება საქმიანობის მუდმივი ადგილის მეშვეობით, არ ქმნის საქმიანობის ამ მუდმივ ადგილს მუდმივ წარმომადგენლობად ამ პუნქტის დებულებების თანახმად.

6.საწარმო არ განიხილება მონაწილე სახელმწიფოში მუდმივი წარმომადგენლობის მქონედ, თუ ის ახორციელებს კომერციულ საქმიანობას ამ სახელმწიფოში ბროკერის, კომისიონერის ან სხვა ნებისმიერი დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, თუ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში.

7.ის ფაქტი, რომ მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი-კომპანია აკონტროლებს მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტ-კომპანიას, ან კონტროლდება ამ უკანასკნელის მიერ, რომელიც ახორციელებს სამეწარმეო-კომერციულ საქმიანობას ან მეორე მონაწილე სახელმწიფოში (მუდმივი წარმომადგენლობის საშუალებით ან სხვა გზით), თავისთავად არ გადააქცევს ამ კომპანიებს შორის ერთ-ერთს მეორე კომპანიის მუდმივ წარმომადგენლობად.

 

მუხლი 6

შემოსავალი უძრავი ქონებიდან

 

1.მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავალი მეორე მონაწილე სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან (მათ შორის შემოსავალი სოფლისა და სატყეო მეურნეობებიდან) შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2.ტერმინს "უძრავი ქონება" უნდა ჰქონდეს ის მნიშვნელობა, რაც მას აქვს იმ მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც იმყოფება ეს ქონება. ეს ტერმინი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიცავდეს ქონებას, დამხმარეს უძრავი ქონების მიმართებაში, პირუტყვს და მოწყობილობებს, რომლებიც გამოიყენება სოფლისა და სატყეო მეურნეობებში, უფლებებს, რომელთა მიმართებაში გამოიყენება ზოგადი სამართლის დებულებები მიწის საკუთრების, უძრავი ქონების უსუფრუქტისა და ცვალებად და ფიქსირებულ გადასახადებზე უფლებების მიმართებაში, როგორც მინერალური მარაგის, წყაროებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავების ან დამუშავების უფლების კომპენსაცია. საზღვაო და საჰაერო ხომალდები, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები ან განიხილება, როგორც უძრავი ქონება.

3.ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები გამოიყენება იმ შემოსავლების მიმართ, რომლებიც მიიღება უძრავი ქონების უშუალო გამოყენებით, იჯარით გაცემის, ან უძრავი ქონების ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად.

4.ამ მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების დებულებები გამოიყენება აგრეთვე საწარმოთა უძრავი ქონებიდან შემოსავლების მიმართ და იმ უძრავი ქონებიდან შემოსავლებზე, რომლებიც გამოიყენება დამოუკიდებელი პირადი მომსახურეობის გაწევისათვის.

 

მუხლი 7

მოგება კომერციული საქმიანობიდან

 

1.მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო კომერციულ საქმიანობას არ ახორციელებს მეორე მონაწილე სახელმწიფოში მასში მდებარე მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით. თუ საწარმო კომერციულ საქმიანობას ახორციელებს ისე, როგორც ზემოთაა აღნიშნული, საწარმოს მოგების მხოლოდ ის ნაწილი შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, რომელიც განეკუთვნება ამ მუდმივ წარმომადგენლობას.

2.ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, თუ ერთი მონაწილე სახელმწიფოს საწარმო კომერციულ საქმიანობას ახორციელებს მეორე მონაწილე სახელმწიფოში მასში მდებარე მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით, მაშინ თითოეულ მონაწილე სახელმწიფოში ასეთ მუდმივ წარმომადგენლობას ერიცხება მოგება, რომელსაც მას შეეძლო მიეღო, თუ იქნებოდა ცალკეული ან დამოუკიდებელი საწარმო, დაკავებული ასეთივე ან მსგავსი საქმიანობით ასეთივე ან ანალოგიურ პირობებში და იმუშავებდა სრულიად დამოუკიდებლად საწარმოსაგან, რომლის მუდმივ წარმომადგენლობადაც ის არის.

3.მუდმივი წარმომადგენლობის მოგების განსაზღვრისას დაიშვება მუდმივი წარმომადგენლობის საქმიანობის მიზნებისათვის გაწეული იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი წარმომადგენლობის, მათ შორის საწარმოს მიზნებისათვის გაწეული მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების რაციონალური გადანაწილების ჩათვლით, მთლიანობაში როგორც სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს მუდმივი წარმომადგენლობა, ასევე ნებისმიერ სხვა ადგილას. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი დანახარჯები არ უნდა შეიცავდნენ ნებისმიერ თანხას, რომელიც გადაიხდება (ხარჯების დაფარვისაგან განსხვავებით, რომლებსაც ნამდვილად ჰქონდათ ადგილი) საწარმოსათვის ან მისი სხვა ნებისმიერი ქვედანაყოფისათვის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ როგორც როიალტი, ჰონორარი ან სხვა მსგავსი გადასახადები პატენტებისა და სხვა უფლებების გამოყენებისათვის ან როგორც საკომისიო განსაკუთრებული სამსახურის გაწევის ან მმართველობისათვის, ან, ბანკების გამოკლებით, როგორც სესხის პროცენტი რომელსაც საწარმო უხდის მუდმივ წარმომადგენლობას.

4.თუ მონაწილე სახელმწიფოში ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს მუდმივ წარმომადგენლობასთან დაკავშირებული მოგება განსაზღვროს საწარმოს მთლიანი მოგების მის სხვადასხვა ქვედანაყოფებს შორის პროპორციული გადანაწილებით, მაშინ არაფერი ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ხელს არ შეუშლის მონაწილე სახელმწიფოს განსაზღვროს დასაბეგრი მოგება ასეთი გადანაწილების საშუალებით, როგორც ამას პრაქტიკა კარნახობს; ამასთან ერთად, გადანაწილების ამორჩეული მეთოდი ისეთი უნდა იყოს, რომ შედეგები შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ამ მუხლში ჩამოყალიბებულ პრინციპებთან.

5.მუდმივ წარმომადგენლობას არ ეკუთვნის არავითარი მოგება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მუდმივი წარმომადგენლობა შეისყიდის საწარმოსათვის საქონელსა და ნაკეთობებს.

6.ზემოაღნიშნული პუნქტების მიზნებისათვის მუდმივი წარმომადგენლობის კუთვნილი მოგების განსაზღვრა ხდება წლიდან წლამდე ერთი და იგივე მეთოდით, თუ რაიმე სერიოზული და საკმარისი მიზეზი არ მოითხოვს მის შეცვლას.

7.თუ მოგება მოიცავს შემოსავლის ისეთ სახეებს, რომლებიც განიხილება ამ კონვენციის სხვა მუხლებში, მაშინ ამ მუხლის დებულებები არ ეხება ზემოხსენებული მუხლების დებულებებს.

 

მუხლი 8

საერთაშორისო მიმოსვლა

 

1.მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ საერთაშორისო მიმოსვლაში საჰაერო და საზღვაო ხომალდების, საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტის გამოყენების შედეგად მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2.ამ მუხლის მიზნებისათვის საერთაშორისო მიმოსვლაში საზღვაო და საჰაერო ხომალდების გამოყენების შედეგად მიღებული მოგება შეიცავს:

a) შემოსავალს მიღებულს ცარიელი საზღვაო და საჰაერო ხომალდების იჯარით გაცემიდან;

და

b) მოგებას საქონლისა და ნაკეთობების ტრანსპორტირებისათვის გამოსაყენებელი კონტეინერისათვის (ტრეილერებისა და კონტეინერების ტრანსპორტისათვის საჭირო შესაბამისი მოწყობილობის ჩათვლით) გამოყენებიდან, შენახვიდან ან იჯარით გაცემიდან, სადაც ასეთი იჯარა ან ასეთი გამოყენება, ან შენახვა, გარემოებიდან გამომდინარე, ატარებს შემთხვევით ხასიათს საერთაშორისო მიმოსვლაში გამოყენებული საზღვაო და საჰაერო ხომალდების მიმართ.

3.თუ მოგებას ამ მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად იღებს მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი პულში, ერთობლივ საწარმოში ან საერთაშორისო სატრანსპორტო სააგენტოში მონაწილეობის შედეგად, მოგება რომელიც ასეთ რეზიდენტს ეკუთვნის, დაიბეგრება მხოლოდ იმ მონაწილე სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიცაა იგი.

 

მუხლი 9

მონათესავე საწარმოები

 

1.იმ შემთხვევაში, თუ:

a) ერთი მონაწილე სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან

b) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს და მეორე მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში;

c) და ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ხსენებულ ორ საწარმოს შორის კომერციული და ფინანსური ურთიერთობების დროს წარმოიქმნება ან მიიღება პირობები, ამ რომელიც განსხვავებულია იმ პირობებისაგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობებისას მაშინ ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც უნდა დარიცხვოდა ერთ-ერთ მათგანს, მაგრამ ამ პირობათა გამო არ დაერიცხა, შეიძლება მონაწილე სახელმწიფოს მიერ ჩაირთოს ამ საწარმოს შემოსავალში და დაიბეგროს შესაბამისად.

2.იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი მონაწილე სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს შემოსავალში გაითვალისწინებს და შესაბამისად, დაბეგრავს მოგებას, რომლის მიხედვითაც მეორე მონაწილე სახელმწიფოს საწარმო დაიბეგრება ამ მეორე სახელმწიფოში ამგვარად გათვალისწინებული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც უნდა დარიცხვოდა პირველი მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს იმ შემთხვევაში, თუ ორ საწარმოს შორის იქნებოდა ისეთი ურთიერთობების პირობები, როგორც ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის მაშინ ამ მეორე სახელმწიფომ უნდა განახორციელოს შესაბამისი დათმობები გადასახადის თანხაზე, რომელიც აიკრიფება ამ მოგებიდან, ასეთი კორექტირებისას მხედველობაში იქნება მიღებული ამ კონვენციის სხვა დებულებები და მონაწილე სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საჭიროების შემთხვევაში გამართავენ კონსულტაციებს.

 

მუხლი 10

დივიდენდები

 

1.ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გაცემული დივიდენდი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2.ამასთან, ამგვარი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს იმ მონაწილე სახელმწიფოშიც და მისი კანონების შესაბამისად, რომლის რეზიდენტიც არის დივიდენდების გადამხდელი კომპანია, მაგრამ თუ დივიდენდების მიმღებს ფაქტიურად გააჩნია დივიდენდების მიღების უფლება, ამგვარად აკრეფილმა გადასახადმა არ უნდა გადააჭარბოს:

a) დივიდენდების საერთო თანხის 5%-ს, თუ დივიდენდებზე უფლების მქონე ფაქტიურად არის კომპანია (ამხანაგობისაგან განსხვავებით), რომელიც ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 25%-ს.

b) დივიდენდების საერთო თანხის 10%-ს სხვა შემთხვევებში.

3.ამ მუხლში გამოყენებული ტერმინი "დივიდენდი" ნიშნავს შემოსავალს მიღებულს აქციებიდან, ან სხვა უფლებებიდან, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი სავალო მოთხოვნებთან, რომლებიც იძლევიან მოგებაში მონაწილეობის უფლებას, ისევე როგორც სხვა კორპორაციული უფლებებიდან შემოსავალს, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორც შემოსავალი აქციებზე იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.

4.ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებანი არ გამოიყენება, თუ დივიდენდებზე უფლების ფაქტიურად მქონე პირი არის მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი და კომერციულ საქმიანობას ახორციელებს მეორე მეორე მონაწილე სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტი არის დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ მდებარე მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით ან ამ მეორე მონაწილე სახელმწიფოში ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ მდებარე მუდმივი ბაზის მეშვეობით და ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გადაიხდება დივიდენდები ნამდვილად განეკუთვნება ასეთ წარმომადგენლობას ან მუდმივ ბაზას. ამ შემთხვევაში, გარემოებისდა მიხედვით გამოიყენება ამ კონვენციის მე-7 და მე-14 მუხლების დებულებები.

5.იმ შემთხვევაში, თუ ერთი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია იღებს მოგებას ან შემოსავალს მეორე მონაწილე სახელმწიფოდან, მაშინ ამ მეორე სახელმწიფომ შეიძლება არ დაბეგროს აღნიშნული კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი დივიდენდები გადახდილია ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის ან თუ ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გადაიხდება დივიდენდი, ნამდვილად არის დაკავშირებული ამ მეორე მონაწილე სახელმწიფოში მდებარე მუდმივ წარმომადგენლობასთან ან მუდმივ ბაზასთან, და გაუნაწილებელი მოგება არ შეიძლება დაიბეგროს კომპანიის გაუნაწილებელ მოგებაზე გადასახადით, მაშინაც კი, როცა გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ მოიცავს ამ მეორე სახელმწიფოში მიღებულ მოგებასა და შემოსავალს.

 

მუხლი 11

პროცენტი

 

1.მონაწილე სახელმწიფოში წარმოშობილი პროცენტი, რომელიც გადაეხდება მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტს დაიბეგრება ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ასეთ რეზიდენტს აქვს ამ პროცენტებზე ფაქტიური უფლება.

2.ამასთან, ამგვარი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს იმ მონაწილე სახელმწიფოშიც და მისი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც წარმოიშვა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პროცენტის მიმღები არის პროცენტზე ფაქტიური უფლების მქონე, ასაკრეფი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის საერთო რაოდენობის 10%-ს. მონაწილე სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაადგენენ ამ შეზღუდვის გამოყენების წესს. 3. ამ მუხლში გამოყენებული ტერმინი "პროცენტი" ნიშნავს შემოსავალს მიღებულს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნებისაგან დამოუკიდებლად იმისა, უზრუნველყოფილია თუ არა ის გირაოთი და აქვს თუ არა მას მევალის მოგებაში მონაწილეობის მიღების უფლება, და კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისაგან და შემოსავალს ობლიგაციებისაგან ან სავალე ვალდებულებებისაგან, ამ ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან გადახდილი პრემიებისა და ჯილდოების ჩათვლით.

 

4.ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები არ შეეხება პროცენტზე ფაქტიურ უფლების მქონე ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტს, თუ იგი კომერციულ საქმიანობას ეწევა მეორე მონაწილე სახელმწიფოში, სადაც წარმოიშვება პროცენტები, იქ მდებარე მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ ინდივიდუალურ სამსახურს აქ მდებარე მუდმივი ბაზიდან და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც გადაიხდება პროცენტები, ნამდვილად არის დაკავშირებული ხსენებულ მუდმივ წარმომადგენლობასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში გარემოებებისდა მიხედვით გამოიყენება ამ კონვენციის მე-7 და მე-14 მუხლების დებულებები.

5.პროცენტი ჩაითვლება მონაწილე სახელმწიფოში წარმოქმნილად, თუ მისი გადამხდელია თვითონ ეს სახელმწიფო, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფი, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ, ამასთან, პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი, გააჩნია მონაწილე სახელმწიფოში მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა რომელთან დაკავშირებითაც წარმოიქმნება დავალიანება, რომელზეც გადაიხდება პროცენტი და ამ პროცენტის გადახდის ხარჯებს იღებს მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა, მაშინ ითვლება, რომ ეს პროცენტი წარმოიქმდება იმ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა.

6.თუ პროცენტის გადამხდელსა და პროცენტზე ფაქტიური უფლების მქონე პირს შორის, ან მათსა და სხვა მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის შედეგად სავალო მოთხოვნის შესაბამისი გადასახდელი პროცენტის თანხა გადააჭარბებს რაიმე მიზეზით თანხას, რომელიც ასეთი ურთიერთობების არარსებობისას იქნებოდა შეთანხმებული გადამხდელსა და პროცენტზე ფაქტიური უფლების მქონე პირს შორის, მაშინ ამ მუხლის დებულებები შეეხება ბოლოს ხსენებული პროცენტის ჯამს. ამ შემთხვევაში, გადასახადის მოჭარბებული ნაწილი დაიბეგრება თითოეული მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.

7.ამ მუხლის დებულება არ გამოიყენება, თუ რომელიმე პირის, რომელსაც შეხება აქვს სავალე ვალდებულების შექმნასა და გადაცემასთან, რომელთა მიმართაც გადაიხდება პროცენტი, მთავარ მიზანს ან ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ამ მუხლის უპირატესობების მიღება მისი შექმნის ან გადაცემის გზით.

8.ამ მუხლის მეორე პუნქტის დებულებების მიუხედავად, მონაწილე სახელმწიფოში წარმოშობილი პროცენტი უნდა განთავისუფლდეს გადასახადისაგან ამ სახელმწიფოში, თუ იგი მიღებულია და ნამდვილად ეკუთვნის მეორე მონაწილე სახელმწიფოს მთავრობას, ან მისი ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს, ან ნებისმიერ სააგენტოს, ან მიღებულია ამ მთავრობის, ან ადგილობრივი ორგანოს დახმარებით.

9.ამ კონვენციის მე-7 მუხლისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების მიუხედავად, ერთ მონაწილე სახელმწიფოში წარმოქმნილი პროცენტები, რომლებიც გადაეხდება და უშუალოდ ეკუთვნის მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტს, უნდა განთავისუფლდნენ გადასახადისაგან პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ ისინი გადახდილნი არიან სესხის მიმართ ან ნებისმიერი სხვა სავალო ვალდებულებისა და კრედიტის მიმართ, რომელიც განხორციელებულია, გარანტირებულია ან დაზღვეულია, მეორე მონაწილე სახელმწიფოს მიერ რწმუნებული ორგანოს სახელით.

 

მუხლი 12

როიალთი

 

1.ერთ მონაწილე სახელმწიფოში წარმოქმნილი როიალთი, რომელიც გადაიხდება მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ეს რეზიდენტი არის ამ როიალთის ფაქტიური მფლობელი და ამ როიალთის მიმართ ექვემდებარება დაბეგვრას ამ მეორე მონაწილე სახელმწიფოში.

2.ამასთან, ეს როიალთი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე მონაწილე სახელმწიფოში და მისი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც იგი წარმოიშვა, მაგრამ ამგვარად დაწესებულმა გადასახადმა არ უნდა გადააჭარბოს როიალთის საერთო რაოდენობის 10 პროცენტს.

3.ტერმინი როიალთი ამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს ნებისმიერი სახის გადასახადს, რომლებიც პირმა მიიღო როგორც გასამრჯელო ლიტერატირული, ხელოვნების ან სამეცნიერო ნაწარმოებზე (კონოფილმების, ნებისმიერი ფილმებისა და ფირების ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება რადიომაუწყებლობასა ტელევიზიაში) საავტორო უფლების, ნებისმიერი პატენტის, სავაჭრო ნიშნების, დიზაინის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ამ პროცესის ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილებაზე ინფორმაციის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების მიცემისათვის.

4.ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებები არ შეეხება როიალთიზე ფაქტიური უფლების მქონე ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტს, თუ იგი კომერციულ საქმიანობას ეწევა მეორე მონაწილე სახელმწიფოში, სადაც წარმოიშვება როიალთი, იქ მდებარე მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით, ან იქ მდებარე მუდმივი ბაზიდან ეწევა დამოუკიდებელ პირად მომსახურებას ამ მეორე სახელმწიფოში და უფლება ან ქონება, რომელთა მიმართაც გადაიხდება როიალთი ნამდვილად არის დაკავშირებული ამ მუდმივ წარმომადგენლობასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, გარემოებისდა მიხედვით, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლების დებულებები.

5.თუ გადამხდელსა და ფაქტიური უფლების მქონე პირს შორის, ან მათსა და სხვა მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის შედეგად როიალთის თანხა, რაც დაკავშირებულია გამოყენებასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომლის მიმართაც იგი გადაიხდება, გადააჭარბებს რაიმე მიზეზით თანხას, რომელიც ასეთი ურთიერთობების არარსებობისას იქნებოდა შეთანხმებული გადამხდელსა და ფაქტიური უფლების მქონე პირს შორის, მაშინ ამ მუხლის დებულებები შეეხება ბოლოს ხსენებულ თანხას, ამ შემთხვევაში, გადასახადის მოჭარბებული ნაწილი დაიბეგრება თითოეული მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.

6.ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ რომელიმე პირის, რომელსაც შეხება აქვს ვალდებულების შექმნას ან გადაცემასთან, რომელთა მიმართაც გადაიხდება როიალთი, მთავარი მიზანს ან ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ამ მუხლის უპირატესობების მიღება მისი შექმნის ან გადაცემის გზით.

7.ითვლება, რომ როიალთი წარმოიქმნება მონაწილე სახელმწიფოში, თუ მისი გადამხდელია თვითონ ეს სახელმწიფო, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფი, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ, ამასთან, როიალთის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი, გააჩნია მონაწილე სახელმწიფოში მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა რომელთან დაკავშირებითაც წარმოიქმნება როიალთის გადახდის ვალდებულება და ამ როიალთის გადახდის ხარჯებს იღებს ასეთი მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა, მაშინ ითვლება, რომ ასეთი პროცენტი წარმოიქმნება სახელმწიფოში სადაც მდებარეობს მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა.

 

მუხლი 13

ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავლები

 

1.მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მე-6 მუხლში მოცემული და მეორე მონაწილე სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2.მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლები, გასხვისებიდან:

 

a) აქციებისა, რომლებიც ამოიღებენ მათ ღირებულებას ან ღირებულების უმეტეს ნაწილს მეორე მონაწილე სახელმწიფოში განლაგებული უძრავი ქონებიდან პირდაპირ ან არაპირდაპირ ; ან

b) ამხანაგობაში არსებული პაებისაგან, რომელთა აქტივები შედგება ძირითადად მეორე მონაწილე სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან ან აქციებიდან, როგორც ისინი განსაზღვრულია a) ქვეპუნქტში ზემოთ, შეიძლება გადასახადით დაიბეგროს ამ მეორე მონაწილე სახელმწიფოში.

 

3.მოძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლები, რომელიც წარმოადგენს მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს მეორე მონაწილე სახელმწიფოში მდებარე მუდმივი წარმომადგენლობის კომერციულ ქონების ნაწილს ან მუდმივი ბაზის კუთვნილ მოძრავ ქონებას და რომელიც რეგულარულად ხელმისაწვლომია მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის მეორე მონაწილე სახელმწიფოში დამოუკიდებელი ინდივიდუალური სამსახურისათვის, ზემოხსენებული მუდმივი წარმომადგენლობების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) ან ასეთი ფიქსირებული ბაზის გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლის ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

4.შემოსავალი მიღებული მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო მიმოსვლაში გამოყენებული საზღვაო და საჰაერო ხომალდების, საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტის საშუალებების გასხვისების შედეგად ან იმ მოძრავი ქონების გასხვისების შედეგად, რომელიც დაკავშირებულია ამგვარი საზღვაო და საჰაერო ხომალდების გამოყენებასთან, დაიბეგრება მხოლოდ ამ მონაწილე სახელმწიფოში.

5.ყველა იმ ქონების გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავალი, რომელიც 1-ლ, მე-2, მე-3 ან მე-4 მუხლებში არ არის მითითებული, დაიბეგრება მხოლოდ მონაწილე სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის შემოსავლის გამასხვისებელი პირი და მონაწილე სახელმწიფოში ექვემდებარება დაბეგვრას ამ შემსავლების მიმართ.

 

მუხლი 14

დამოუკიდებელი ინდივიდუალური სამსახური

 

1.შემოსავალი მიღებული ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ პროფესიული სამსახურის გაწევის ან დამოუკიდებელი ხასიათის სხვა საქმიანობისათვის დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც მას აქვს ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით რეგულარულად ხელმისაწვდომი მუდმივი ბაზა მეორე მონაწილე სახელმწიფოში. თუ მას აქვს ამგვარი მუდმივი ბაზა, მაშინ შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ შემოსავლებთან მიმართებაში, რომლებიც განეკუთვნება ამ მუდმივ ბაზას.

2.ტერმინი "პროფესიული სამსახური" კერძოდ მოიცავს დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სამსახიობო, ხელოვნების საგანმანათლებლო ან პედაგოგიურ საქმიანობას, ისევე როგორც ექიმების, ინჟინრების, ვექილების, სტომატოლოგების, არქიტექტორებისა და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობას.

 

მუხლი 15

დაქირავებული ინდივიდუალური სამსახური

 

1.წინამდებარე შემთანხმების მე-16, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებების გათვალისწინებით, ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული ჯამაგირი, ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებული შრომა ან ხორციელდება მეორე მონაწილე სახელმწიფოში. თუ დაქირავებული შრომა ხორციელდება ამ სახით, მაშინ ასეთი გზით მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელმომწერ სახელმწიფოში.

2.ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებების მიუხედავად, ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მეორე მონაწილე სახელმწიფოში მიღებული ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ ქვეყანაში, თუ: a) განმავლობაში; და

b) ანაზღაურება გადაიხდება დამქირავებლის მიერ ან დამქირავებლის სახელით, რომელიც არ არის მეორე სახელმწიფოს რეზიდენტი; და

c) ანაზღაურების გადახდის ხარჯებს არ იღებს მუდმივი წარმომადგენლობა ან მუდმივი ბაზა, რომელიც გამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.

 

1.ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად ანაზღაურება, მიღებული დაქირავებული სამსახურიდან, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლაში გამოყენებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ბორტზე, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო გადაზიდვებში, დაკავშირებულია დაქირავებულ შრომასთან, შეიძლება დაიბეგროს მონაწილე სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს საზღვაო ან საჰაერო ხომალდის, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების გამომყენებელი საწარმო.

 

მუხლი 16

დირექტორის ჰონორარი

 

დირექტორის ჰონორარები ან სხვა მსგავსი გადახდები, რომლებიც მიიღება ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის, როგორც მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს ან კომპანიის ანალოგიური ხელმძღვანელი ორგანოს წევრის მიერ, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მონაწილე სახელმწიფოში.

 

მუხლი 17

მსახიობები და სპორტსმენები

 

1.წინამდებარე კონვენციის მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად შემოსავალი, მიღებული მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ, როგორც ხელოვნების მუშაკის მიერ, როგორიცაა თეატრის, კინოს, რადიოს, ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი, ან სპორტსმენი, მისი პირადი საქმიანობიდან, რომელიც ხორციელდება მეორე მონაწილე სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2.როცა ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის, როგორც ასეთი, პირადი საქმიანობისაგან მიღებული შემოსავალი ერიცხება არა თავად ხელოვნების მოღვაწეს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, ეს შემოსავალი, წინამდებარე კონვენციის მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, იბეგრება მონაწილე სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.

3.მიუხედავად 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებებისა, ამ მუხლში აღნიშნული შემოსავალი განთავისუფლდება დაბეგვრისაგან იმ მონაწილე სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება მსახიობის ან სპორტსმენის საქმიანობა, თუ ეს საქმიანობა მნიშვნელოვანწილად ფინანსირდება ამ და მეორე სახელმწიფოს საზოგადოებრივი ფონდებიდან, ან თუ ეს საქმიანობა ხორციელდება მონაწილე სახელმწიფოებს შორის დადებული კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე.

 

მუხლი 18

პენსიები

 

1.წინამდებარე კონვენციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის წარსულში დაქირავებული შრომისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურებები ან რაიმე რენტა, რომელიც გადაიხდება ამ რეზიდენტზე, დაიბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში , საიდანაც გადაირიცხება ეს გადახდები.

2.ტერმინი "რენტა" ნიშნავს დადგენილ თანხას, რომელიც გადაეხდება ფიზიკურ პირს პერიოდულად დადგენილ ვადებში მისი სიცოცხლის განმავლობაში ან კონკრეტულად დადგენილ დროის პერიოდში იმ პირობით, რომ გადახდა მოხდება შესაბამისი და მთლიანი ფულადი ან მისი ადექვატური კომპენსაციის სანაცვლოდ.

 

მუხლი 19

სახელმწიფო სამსახური

 

1.a) ანაზღაურებები, პენსიების გარდა, რომელიც გადახდილია მონაწილე სახელმწიფოს მიერ ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის მიერ, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ რომელიმე ფიზიკური პირისათვის, ამ სახელმწიფოსათვის ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო გაწეული სამსახურის სანაცვლოდ დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

b) ამ პუნქტის a) ქვეპუნქტის მიუხედავად, ასეთი გასამრჯელო დაიბეგრება მხოლოდ მეორე მონაწილე სახელმწიფოში, თუ სამსახური ხორციელდება ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც:

i) არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე; ან

ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.

2.a) მონაწილე სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან ფიზიკური პირისათვის გადახდილი ნებისმიერი პენსია, ამ სახელმწიფოსათვის ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფისათვის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის განხორციელებული სამსახურის სანაცვლოდ, შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

b) ამ პუნქტის a) ქვეპუნქტის დებულების მიუხედავად, ასეთი პენსია შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ მეორე მონაწილე სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი და ნაციონალური პირი.

3.წინამდებარე კონვენციის მე-15, მე-16 და მე-18 მუხლების დებულებები გამოიყენება ანაზღაურებასთან, კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამსახურთან მიმართებით, რომელიც განხორციელებულია მონაწილე სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ.

 

მუხლი 20

სტუდენტები

 

1.გადახდები, რომლებსაც იღებს სტუდენტი ან სტაჟორი, რომლებიც ერთ მონაწილე სახელმწიფოში ჩამოსვლამდე არიან ან იყვნენ მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტები და იმყოფებიან პირველად ხსენებულ სახელმწიფოში მხოლოდ სწავლებისათვის ან განათლების მიღებისათვის და განკუთვნილია ცხოვრების, სწავლების ან განათლების მიღებისათვის, არ დაიბეგრება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში თუ აღნიშნული გადახდების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.

 

მუხლი 21

პროფესორები, მასწავლებლები და მეცნიერ მუშაკები

 

1.გადახდები, რომელსაც იღებენ პროფესორები, მასწავლებლები და მეცნიერ მუშაკები, რომლებიც ერთ მონაწილე სახელმწიფოში არიან ან იყვნენ მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტები და პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფებიან მხოლოდ სწავლების ან სამეცნიერო კვლევის მიზნით უნივერსიტეტში, კოლეჯში ან სხვა სასწავლო დაწესებულებაში, ან სამეცნიერო-კვლებით დაწესებულებაში, აღიარებულს პირველი მონაწილე სახელმწიფოს მთავრობის მიერ, არა უმეტეს ორი წლისა, არ დაიბეგრებიან ამ პირველ მონაწილე სახელმწიფოში, თუ გადასახდელების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.

 

მუხლი 22

სხვა შემოსავლები

 

1.ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის სახეები, მათი წარმოქმნის წყაროს მიუხედავად, რომლებიც წინამდებარე კონვენციის წინა მუხლებში არ ყოფილა განხილული, განსხვავებულნი შემოსავლებისაგან, რომლებიც წარმოიქმნებიან მეორე მონაწილე სახელმწიფოში მდებარე ქონების მფლობელობისა და მისი მართვის უფლების გადაცემის, ან შეძენის შედეგად, დაიბეგრება პირველ სახელმწიფოში.

2.ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები არ შეეხება შემოსავალს, ამ კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული უძრავი ქონებიდან შემოსავლის გარდა, თუ მისი მიმღები პირი არის ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტი და ახორციელებს კომერციულ საქმიანობას მეორე მონაწილე სახელმწიფოში იქ მდებარე მუდმივი წარმომადგენლობის მეშვეობით და ახორციელებს ამ სახელმწიფოში დამოუკიდებელ ინდივიდუალურ მომსახურეობას იქ მდებარე მუდმივი ბაზის მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომელთანაც დაკავშირებულია აღნიშნული შემოსავალი, ნამდვილად უკავშირდება ამგვარ მუდმივ წარმომადგენლობას ან მუდმივ ბაზას. ამგვარ შემთხვევაში, გარემოებისდა მიხედვით, გამოიყენება ამ კონვენციის მე-7 და მე-14 მუხლები.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, შემოსავლები, რომლებიც მიღებულია ლატარეაში, ტოტალიზატორში და სათამაშო ბიზნესის სხვა სფეროში მოგებიდან შეიძლება აგრეთვე დაიბეგრონ მონაწილე სახელმწიფოში, სადაც ისინი არიან მიღებულნი.

 

მუხლი 23

ქონება

 

1.ქონება, რომელიც წარმოდგენილია ამ კონვენციის მე-6 მუხლში აღნიშნული უძრავი ქონების სახით და ეკუთვნის ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტს და განლაგებულია მეორე მონაწილე სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში.

2.მოძრავი ქონებით წარმოდგენილი ქონება, რომელიც წარმოადგენს ერთი ქვეყნის საწარმოს მეორე მონაწილე სახელმწიფოში არსებული მუდმივი წარმომადგენლობის კომერციული ქონების ნაწილს ან წარმოდგენილია მოძრავი ქონებით, დაკავშირებულს მეორე მონაწილე სახელმწიფოში მდებარე მუდმივ ბაზასთან, რომელიც ხელმისაწვდომია ერთი მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის მეორე მონაწილე სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი სამსახურის განხორციელების მიზნებისათვის შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3.ქონება, წარმოდგენილი საზღვაო და საჰაერო ხომალდებით, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც ექსპლუატაციას უწევს მონაწილე სახელმწიფოს საწარმო საერთაშორისო გადაზიდვებში აგრეთვე მოძრავი ქონებით, დაკავშირებულს ამ საზღვაო და საჰაერო ხომალდების, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასთან დაიბეგრება მხოლოდ ამ მონაწილე სახელმწიფოში.

4.მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის ქონების ყველა დანარჩენი ელემენტი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

 

მუხლი 24

ორმაგი დაბეგვრის აღკვეთა

 

1.გადასახადის განთავისუფლების შესახებ უკრაინის კანონმდებლობის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც უკრაინის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ არის გადახდილი (რომლებიც არ შევლენ წინააღმდეგობაში ამ პუნქტის ძირითად პრინციპებთან), საქართველოს კანონმდებლობით გადახდილ საქართველოს გადასახადებს და ამ კონვენციის შესაბამისად პირდაპირ ან მოგებიდან, შემოსავლიდან ან ქონებიდან გადარიცხვის გზით, რომლებიც დაბეგვრას ექვემდებარებიან საქართველოს წყაროებიდან, დაიშვება გამოქვითვა კრედიტის სახით უკრაინის რომელიმე გადასახადის საპირისპიროდ, რომელიც გამოითვლება იმ მოგების, შემოსავლის ან ქონების მიმართ, რომელთა მიმართაც გამოითვლება საქართველოს გადასახადი.

2.გადასახადის განთავისუფლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს ტერიტორიის საზღვრებს გარეთ არის გადახდილი (რომლებიც არ შევლენ წინააღმდეგობაში ამ პუნქტის ძირითად პრინციპებთან) და ეხება უკრაინის კანონმდებლობით გადახდილ უკრაინას გადასახადებს ამ კონვენციის შესაბამისად პირდაპირ ან მოგებიდან, შემოსავლიდან ან ქონებიდან გადარიცხვის გზით, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება უკრაინაში არსებული წყაროებიდან, დაიშვება გამოქვითვა კრედიტის სახით საქართველოს რომელიმე გადასახადის საპირისპიროდ მიმართ, რომელიც გამოითვლება იმავე მოგების, შემოსავლის ან ქონების მიმართ, რომელთა მიმართაც გამოითვლება უკრაინის გადასახადი.

3.ეს გამოქვითვები ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა აჭარბებდნენ შემოსავალზე ან ქონებაზე გადასახადის იმ ნაწილს, როგორც იყო გამოთვლილი გამოქვითვის წარმოდგენამდე, რომელიც განეკუთვნება შემოსავალს ან ქონებას, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში გარემოების მიხედვით.

4.თუ, წინამდებარე კონვენციის დებულებების მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მისი ქონება ამ სახელმწიფოში თავისუფლდება გადასახადისაგან, ამ სახელმწიფოს მიუხედავად ამისა შეუძლია ამგვარი რეზიდენტის შემოსავლის დარჩენილი ნაწილის ან ქონების დასაბეგრი თანხის გამოთვლისას მხედველობაში მიიღებს განთავისუფლებული შემოსავალი ან ქონება. 5. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიზნებისათვის, მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის კუთვნილი მოგება, შემოსავალი და უძრავი ქონების ღირებულების ნამეტი, რომლებიც წანამდებარე კონვენციის თანახმად შეიძლება დაიბეგროს მეორე მონაწილე სახელმწიფოში, ჩაითვლებიან როგორც ამ მეორე სახელმწიფოს წყაროებიდან წარმოქმნილნი.

 

მუხლი 25

არადისკრიმინაცია

 

1.ერთი მონაწილე სახელმწიფოს ნაციონალური პირები მეორე მონაწილე სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებაროს დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომელიც განსხვავებული ან მძიმეა, ვიდრე დაბეგვრა ან მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც შეიძლება დაექვემდებარონ ასეთივე პირობებში მყოფი ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები. წინამდებარე კონვენციის 1-ლი მუხლის დებულებების მიუხედავად, ეს დებულება ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტები.

2.მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტებს, არც ერთ მონაწილე სახელმწიფოში არ დაექვემდებარებიან ნებისმიერ დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, განსხვავებულს ან უფრო მძიმეს, ვიდრე დაბეგვრა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირები, იმავე პირობებში.

3.ერთი მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს მეორე მონაწილე სახელმწიფოში მდებარე მუდმივი წარმომადგენლობის დაბეგვრა არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი დაბეგვრა, რომლებიც ამ სახელმწიფოში იგივე სახის საქმიანობას ეწევიან.

4.იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც გამოიყენება წინამდებარე კონვენციის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის დებულებები, პროცენტი, როიალთი და სხვა გადახდები, რომლებსაც აწარმოებს ერთი მონაწილე სახელმწიფოს საწარმო მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ,ასეთი საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნებისათვის უნდა დაექვემდებარონ გამოთვლას იმავე პირობებით, მათი გადახდა რომ ხდებოდეს პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტისათვის. ანალოგიურად, ერთი მონაწილე სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი ვალები მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტისადმი, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნებისათვის უნდა დაექვემდებაროს გამოქვითვებს იმავე პირობებით, როგორც პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის ვალები.

5.ერთი მონაწილე სახელმწიფოს საწარმო, რომლის ქონება მთლიანად ან მაწილობრივ მფლობელობაშია ან კონტროლდება პირდაპირ ან არაპირდაპირ მეორე მონაწილე სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ ექვემდებარება რაიმე დაბეგვრას და მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომელიც განსხვავებული ან უფრო მძიმეა, ვიდრე ის დაბეგვრა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს მსგავსი საწარმოები.

6.ამ მუხლის არც ერთი დებულება არ იქნება გაგებული როგორც რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს ვალდებულება მიანიჭოს პირს, რომელიც არ არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი რაიმე პერსონალური განთავისუფლებები, შეღავათები და გადარიცხვები დაბეგვრის მიზნებისათვის ისევე, როგორც პირებს, როგორც პირებს რომლებიც არიან რეზიდენტები იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომელსაც არ ითვალისწინებს საერთო საგადასახადო კანონმდებლობა.

7.ამ მუხლის დებულებები გამოიყენება ამ კონვენციაში განხილული გადასახადების მიმართ.

 

მუხლი 26

ურთიერთშეთანხმების პროცედურა

 

1.თუ მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტს მიაჩნია, რომ ერთი ან ორივე მონაწილე სახელმწიფოს მოქმედებები იწვევენ ან გამოიწვევენ მის დაბეგვრას ამ კონვენციის დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია ამ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის საშუალებების მიუხედავად, წარუდგინოს თავისი შემთხვევა განსახილველად განცხადება იმ მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, რომლის რეზიდენტია თვითონ ან თუ მისი შემთხვევა ხვდება 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედების ქვეშ, იმ მონაწილე სახელმწიფოს, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. შემთხვევა უნდა იყოს წარდგენილი კონვენციის დებულებების შეუსაბამო დაბეგვრისაკენ მიმართული მოქმედებების შესახებ პირველი შეტყობინებიდან 3 წლის ვადაში.

2.თუ კომპეტენტური ორგანო ჩათვლის განცხადებას დასაბუთებულად, და თუ მას არ ძალუძს მიიღოს დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება ამ კონვენციის შეუსაბამო ორგამი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, იგი შეეცდება გადაწყვიტოს საკითხი მეორე მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება იქნება შესრულებული მიუხედავად შესაძლო შეზღუდვებისა დროში, რომელსაც ითვალისწინებს მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა.

3.მონაწილე სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტონ ნებისმიერი სირთულეები და ეჭვები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ამ კონვენციის განმარტებისა ან გამოყენების დროს.

4.მონაწილე სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ შევიდნენ ერთმანეთთან პირდაპირ კონტაქტში წინა პუნქტების გაგებაში თანხმობის მიღწევის მიზნით.

 

მუხლი 27

ინფორმაციის გაცვლა

 

1.მონაწილე სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ცვლიან ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია წინამდებარე კონვენციის ან მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის დებულებების შესასრულებლად იმ გადასახადებთან მიმართებაში, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენცია, იმ ზომით, რომლითაც დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება წინამდებარე კონვენციას, კერძოდ იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული გადასახადის გადახდისაგან თავის არიდება და გამარტივებული იქნეს კანონით დადგენილი დებულებები კანონიერი გზით თავის არიდების წინააღმდეგ. იფნორმაციის გაცვლა არ შემოიფარგლება ამ კონვენციის 1-ლი მუხლით. მონაწილე სახელმწიფოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია განიხილება როგორც კონფიდენციალური და გაემხილებათ მხოლოდ იმ პირებს ან ხელისუფლების ორგანოებს, (სასამართლოებისა და მმართველობითი ორგანოების ჩათვლით), რომლებიც დაკავშირებული არიან გადასახადების შეფასებასთან ან ამოღებასთან, იძულებული წესით ამოღებასთან, ან სასამართლო დევნასთან, ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვასთან, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია. აღნიშნული პირები ან ორგანოები გამოიყენებენ ამ ინფორმაციას მხოლოდ ამ მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გახსნა სასამართლოს ღია სხდომის პირობებში და იურიდიული გადაწყვეტილებების მიღებისას.

კომპეტენტური ორგანოები კონსულტაციების გზით განავითარებენ შესაბამის პირობებს, მეთოდებსა და ტექნიკას, რომელიც შეეხება საქმეებს, რომელთა მიმართაც ინფორმაციის ასეთი გაცვლა შესაძლოა განხორციელდეს, თუ აუცილებლობას წარმოადგენს, გადასახადის თავიდან აცილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით.

2.ამ მუხლის 1-ლი პუნქტი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება განმარტებული, როგორც ვალდებულება რომელიმე მონაწილე სახელმწიფოსათვის:

a) გაატარონ ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამა თუ იმ მონაწილე სახელმწიფოების კანონებს და ადმინისტრაციულ პრაქტიკას;

b) გადასცენ ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება მიღებულ იქნას ამა თუ იმ მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი მართვისას რომელიმე მონაწილე სახელმწიფოში;

c) გადასცენ ინფორმაცია, რომელიც ამჟღავნებს რომელიმე სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციულ ანდა პროფესიულ საიდუმლოებას, ან სავაჭრო პროცესს, ან ინფორმაციას, რომლის გამჟღავნება ეწინააღმდეგება დადგენილ პრაქტიკას.

 

მუხლი 28

დიპლომატიური მისიისა და საკონსულო დაწესებულებების

თანამშრომლები

 

არაფერი ამ კონვენციაში არ ეხება დიპლომატიური მისიისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლების საგადასახადო პრივილეგიებს, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საერთო ნორმებით ან ცალკეული სპეციალური შეთანხმებებით.

 

მუხლი 29

ძალაში შესვლა

 

1.თითოეული მონაწილე სახელმწიფო დიპლომატიური არხებით ერთმანეთს შეატყობინებს ამ კონვენციის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასაკანონმდებლო პროცედურის დასრულების შესახებ. ეს კონვენცია ძალაში შედის უკანასკნელი ასეთი შეტყობინების დღიდან და მისი დებულებები იმოქმედებენ:

i) დივიდენდებთან, პროცენტებთან ან როიალთის ნებისმიერ გადახდებთან დაკავშირებულ გადასახადების მიმართ, რომელიც განხორციელებული იქნება კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან მესამოცე ან სამოცი დღის შემდეგ;

ii) საწარმოს მოგების (შემოსავლების) გადასახადებთან დაკავშირებით დაბეგვრის ნებისმიერი პერიოდისათვის, რომელიც იწყება კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან პირველი იანვრის შემდეგ, რომელიც მოსდევს კონვენციის ძალაში შესვლის წელს;

iii) ორივე მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საშემოსავლო გადასახადებთან დაკავშირებით, კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან მესამოცე ან სამოცი დღის შემდეგ.

 

მუხლი 30

მოქმედების შეწყვეტა

 

ეს კონვენცია ძალაში რჩება მანამ, სანამ მისი მოქმედება არ იქნება შეწყვეტილი რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს მიერ. თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია კონვენციის მოქმედების შეწყვეტა, მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების გადაცემის გზით დიპლომატიური არხების მეშვეობით, 6 თვით ადრე მაინც ნებისმიერი კალენდარული წლის დამთავრებამდე, რომელიც იწყება კონვენციის ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.

ასეთ შეთხვევაში, კონვენცია თავის მოქმედებას წყვეტს:

i) დივიდენდებთან, პროცენტებთან ან როიალთის ნებისმიერ გადასახადებთან დაკავშირებული გადასახადების მიმართ,მიღების დღიდან მესამოცე ან სამოცი დღის შემდეგ;

ii) საწარმოს მოგების (შემოსავლების) გადასახადებთან დაკავშირებით დაბეგვრის ნებისმიერი პერიოდისათვის, რომელიც იწყება კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან პირველი იანვრის შემდეგ, შეტყობინების მიღებიდან მომდევნო წელს;

iii) ორივე მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საშემოსავლო გადასახადებთან დაკავშირებით ნებისმიერ გადახდებთან, რომლებიც ხორციელდება შეტყობინების მიღების დღიდან მესამოცე ან სამოცი დღის შემდეგ,რის დასტურადაც, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელის მომწერებმა, ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.

 

შესრულებულია ორ პირად ქ. კიევში 1997 წლის 14 თებერვალს, თითოეული ქართულ, უკრაინულ ფა რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ კონვენციის დებულებათა ახსნა-განმარტებისას წარმოქმნილი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ეძლევა ტექსტს რუსულ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

უკრაინის მთავრობის სახელით