საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N3/416-25
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N3/416-25
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
09 მარტი, 2026 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია ყუშიტაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ კობახიძე, ნინო მანაგაძე, ელისო ჟორჟოლიანი
მოსარჩელე - შპს „-----“
წარმომადგენელი ------ -----
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - -----
მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო
წარმომადგენელი - ----- -----
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 28 ივნისის N CB 1642259 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის დეპარტამენტის 2024 წლის 20 აგვისტოს N 19048 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 01 ოქტომბრის N 23896/2/2024 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 20 მაისის N11436 ბრძანების საფუძველზე, ჩატარებულ იქნა შპს „-----“-ს (ს/ნ ----- ) სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია – (ბრძანება ჩაბარდა შპს „----- “-ს დირექტორს ----- 2024 წლის 31 მაისს).
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 28 ივნისის N 15231 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 20 მაისის N 11436 ბრძანების მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად - „ინვენტარიზაციის განხორციელება დაევალა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებს -----, ----- და -----.
ინვენტარიზაციის დაწყებისას შპს „-----“ (ს/ნ -----) დირექტორს ჩამოერთვა ხელწერილი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივად განთავსების ადგილის შესახებ. აგრეთვე ხელწერილით დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილი აქვს ის ვალში, ინვენტარიზაციის დაწყებამდე მას მიმდინარე წელს სმფ-ების ში ინვენტარიზაცია არ აქვს ჩატარებული, შესაბამისად ზედმეტობა ან დანაკლისი არ გამოვლენილა. მეწარმემ ასევე ითხოვა საინვენტარიზაციო კომისიაში დაემატოს შპს „-----“-ს (ს/ნ -----) წარმომადგენლები. ხელწერილის მიხედვით, შპს „-----“-ს (ს/ნ -----) კუთვნილი სასაქონლო - მატერიალური ინვენტარიზაციისას საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები გასინჯა და დათვალა კომპანიის დირექტორის ----- თანდასწრებით, ინვენტარიზაცია ჩატარებულია სწორად და კომისიის წევრებთან პრეტენზია გააჩნია.
ბრძანებით შექმნა საინვენტარიზაციო კომისია. საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო – მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების აღწერა. აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ ოქმში.
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 994 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N 19. სმფ-ების ბუღალტრული ნაშთის დადგენისას გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები: საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2024 წლის 1 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (20 მაისი 2024 წ); საანგარიშო პერიოდის საფ-ების საწყისი ნაშთი 824729 ლარი გადამხდელის 2024 წლის მარტის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის მიხედვით. 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 20 მაისამდე სულ შეძენილმა სმფ-ების რაოდენობამ პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 4762326.90 ლარი, რაც დასტურდება ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით. 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 20 მაისის მდგომარეობით (ბრძანების გამოცემის თარიღი) რეალიზებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების რაოდენობამ საბაზრო ღირებულებით შეადგინა 5395887 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა დღგ-ის დეკლარაციები (შესაბამისი თვეების მონაცემებით, მაისის თვის რეალიზაციები რომლის დეკლარირების ვადაც არ იყო დამდგარი. აღებულ იქნა ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები და საბანკო ჩარიცხვები). 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 20 მაისის მდგომარეობით პერიოდში რეალიზებული პროდუქციის პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 4075566.5 ლარი. ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2024 წლის 20 მაისი) სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 1511489.40ლარი.
სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ფაქტიურმა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 127862.80 ლარი, რაც საბაზრო ღირებულებით შეადგენს 169285.20 ლარს. შევსებული იქნა დანართი N 16. სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული და ფაქტიური მონაცემების ურთიერთშედარებისას გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 1383626.60 ლარი. რაც საბაზრო ფასებით (12.20% ფასნამატის გათვალისწინებით) შეადგენს 1831783.20 ლარს.
ფაქტიურ აღწერასა და ბუღალტრულ ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობების პირველადი შედეგები პროექტის სახით 2024 წლის 3 ივნისს ჩაბარდა შპს „-----"-ს (ს/ნ ----- ) პროექტის მიხედვით გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი საბაზრო ფასებით 1831783. ლარის ოდენობით.
2024 წლის 7 ივნისს შპს „-----“-ს (ს/ნ ----- ) დირექტორმა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარადგინა განცხადება, სადაც პროექტს არ ეთანხმებოდა, რაც განხილულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოზე. მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებით (2024 წლის 19 ივნისის N 53 სხდომის ოქმი) შპს „-----"-ს (ს/ნ ----- ) მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. პროექტით გათვალისწინებული სანქცია დარჩა უცვლელი.
გამოვლენილ დანკლისზე, საგადასახადო მინიტორინგის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის N CB 1642259 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 183 178.33 ლარის ოდენობით.
შპს „-----“ -ის (ს/ნ ----- ) ობიექტებში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 1 383 626 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (12.20% ფასნამატის გათვალისწინებით) - 1 831 783.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 20 მაისის N 11436 ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 56);
-საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 28 ივნისის N 15231 ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 57);
-შპს „-----“ ს დირექტორის ხელწერილები (ტ. I, ს.ფ. 58-62);
-03.06.2024 წლის შეტყობინება (ტ. I, ს.ფ. 63);
-სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ცხრილები (ტ. I, ს.ფ. 64-69);
2024 წლის 28 ივნისის მიმდინარე კონტროლის პროცედურის სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესანებ ოქმი (ტ. I, ს.ფ. 72);
მედიაციის საბჭოს 2024 წლის 19 ივნისის N 53 სხდომის ოქმი (ტ. I, ს.ფ. 138);
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 28 ივნისის N CB1642259 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ტ. I, ს.ფ. 15);
3.2. შპს „----- “-ს წარმომადგენელმა -----/1/2024 საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 28 ივნისის N CB 1642259 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ოდენობას და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დანაკლისად მიჩნეული საქონელი რეალიზებული იყო ინვენტარიზაციის დაწყებამდე და მაისის საანგარიშო პერიოდში დადეკლარირებული და გადახდილი იქნა დღგ. შესაბამისად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ კომპანიას არ გააჩნდა დანაკლისი, ბიუჯეტის მიმართ სრულად აქვს შესრულებული ვალდებულება და სამართალდარღვევის ოქმში ასახული ინფორმაცია არ არის სწორი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და ამბობს, რომ კომპანიას რომც ჰქონოდა დანაკლისი, საგადასახადო კანონმდებლობა უშვებს შესაძლებლობას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე წარუდგინოს შესაბამისი დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
N -----/1/2024 საჩივარი (ტ. I, ს.ფ. 74-77).
3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 აგვისტოს N 19048 ბრძანებით, შპს „----- “-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანებაში გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის მხრიდან დანაკლისად მიჩნეული საქონლის გადამხდელის მიერ 2024 წლის მაისის ჭრილში რეალიზაცია არ დასტურდება მათ ხელთ არსებული ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, ასევე არც საბანკო ჩარიცხვებით. შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიხედვით, საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებას, რომელიც გავლენას მოახდენდა (შეამცირებდა) ინვენტარიზაციის შედეგებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 აგვისტოს N 19048 ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 16- 19).
3.4. 2024 წლის 9 სექტემბერს, შპს „----- “-ს წარმომადგენელმა N -----/2/2024 საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ - შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 აგვისტოს N 19048 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 28 ივნისის N CB 1642259 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა.
საჩივრის ავტორმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ საქონელი, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ მიჩნეული იქნა როგორც დანაკლისი რეალიზებული იყო ინვენტარიზაციის დაწყებამდე და მაისის თვის საანგარიშო პერიოდში დადეკლარირებული და გადახდილი იქნა. კომპანიას არ გააჩნდა დანაკლისი, ბიუჯეტის მიმართ სრულად აქვს შესრულებული ვალდებულება და სამართალდარღვევის ოქმში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. აპელირებს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.2006 წლის Nბს-1246-821(კ-05) განჩინებაზე და ამბობს, რომ „საგადასახადო კანონმდებლობა უშვებს შესაძლებლობას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე წარუდგინოს შესაბამისი დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს. როდესაც ნორმის სიტყვა - სიტყვითი განმარტება წინააღმდეგობაშია კანონის მიზანთან, სასამართლომ ნორმა შეფარდების პროცესში უნდა გადაწყვიტოს, ხომ არ წარმოიშობა აღნიშნული ნორმის სხვა ხერხებით განმარტების აუცილებლობა და მათ შორის, ხომ არ უნდა იმოქმედოს კანონის ობიექტური მიზნიდან გამომდინარე, სამართლით, რომელიც გამომდინარეობს არსებული კონსტიტუციური მართლწესრიგიდან. ამავე მართლწესრიგის ფარგლებში და უზრუნველყოფს კონკრეტული ურთიერთობის სამართლიან გადაწყვეტას.
სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 01 ოქტომბრის N 23896/2/2024 გადაწყვეტილებით, შპს ,,----- “-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2024 წლის 9 სექტემბრის N -----/2/2024 საჩივარი (ტ. I, ს.ფ. 82–85).
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 01 ოქტომბრის N -----/2/2024 გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 86-89).
3.5. საქმეში წარმოდგენილი შპს „-----“-ს დირექტორის 2004 წლის 07 ივნისის ახსნა - განმარტების თანახმად შპს „----- ” (ს.კ. ----- ), მიმდინარე წლის თებერვლიდან ინვენტარიზაციის დაწყებამდე, ე.ი. 20 მაისამდე ჩარიცხული ჰქონდა ავანსის სახით 2985800,0 ლარი, ხოლო 1642260,0 ლარის პროდუქცია - მიწოდებულ იქნა ჩვენს მიერ ინვენტარიზაციის პერიოდისთვის მისაწოდებელი დაგვრჩა 1343540,0 ლარის პროდუქცია. იმ პერიოდისათვის დარჩენილი პროდუქცის ხარისხი – აღნიშნულმა ფირმამ დაგვიწუნა, რის გამოც იძულებული გავხდით გაგვეყიდა საწყობში არსებული პროდუქცია, რათა მიღებული თანხით ისევ შემოგვეტანა უცხოეთიდან ან ადგილობრივი ორგანიზაციებისგან შეგვეძინა. დაჩქარებული წესით 2-დან 20 მაისამდე გავყიდეთ ნიგოზი ნაჭუჭგაცლილი 195521 კგ., გოგრის თესლი - გარჩეული 14500 და კეშიუ 8350 კგ., თანხით 2809250,0 ლარის საქონელი, აქედან გადასახდელმა დღგ შეადგინა 428530,0 ლარი. ამასთან გაცნობებთ, რომ ზემოთაღნიშნული საქონლის რეალიზაციის პოს სალარო აპარატი სხვადასხვა მიზეზების გამო არ გამოგვიყენებია, რაც ჩვენი დაუდევრობით და უპასუხისმგებლობის ბრალია. ინვენტარიზაციის ჩატარების დღისათვის, ე.ი. 20 მაისისათვის ორგანიზაციას საბუღალტრო ჩანაწერებით - ნაშთის სახით გვერიცხებოდა : ნიგოზი ნაჭუჭგაცლილი 13000 კგ, ლობიო – წითელი 1800კგ და ლობიო - თეთრი 625. ინვენტარიზაციით გამოვლინდა, ნიგოზი ნაჭუჭგაცლილი 1150 კგ და ლობიო წითელი 1800 კგ. დანაკლისი აღმოჩნდა ნიგოზი ნაჭუჭგაცლილი 1410 კგ და ლობიო თეთრი 625 კგ. თხოვნაა, რომ ჩვენს მიერ 2 დან 20 მაისამდე რეალიზებული საქონელი ჩაგვითვალოთ როგორც გაყიდულად, ხოლო დანაკლისზე, ნიგოზი ნ-უჭგაცლილი 1410 კგ და ლობიო თეთრი 625კგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2024 წლის 7 ივნისის ახსნა - განმარტება (ტ. I, ს.ფ. 70);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების. სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის საგადასახადო დავალიანების გადანდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 994 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო - საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 28 ივნისის N CB 1642259 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის დეპარტამენტის 2024 წლის 20 აგვისტოს N 19048 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 01 ოქტომბრის N 23896/2/2024 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასანადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუქტით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო - სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასადო პოლიტიკის განხორციელებაში;
დ) უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა;
ი) განახორციელონ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება და დასახონ შესაბამისი ღონისძიებები საგადასახადო სამართალდარღვევათა გამომწვევი მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად;
კ) გამოავლინონ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას და აღკვეთონ საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოონ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით.
მითითებული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს:
ა) მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი გამოვლენის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ, გადასახადის გადამხდელმა ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე და ამ ინფორმაციის თანახმად, ზედმეტობა აღიარებულია სარგებლად, ხოლო დანაკლისი მიწოდებად.
6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ანდა საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუნისმგებლობა. ხოლო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო " სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს/ორგანიზაციას და ფიზიკურ პირს. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირის მიმართ საგადასახადო სანქციის გამოყენება არ ათავისუფლებს მას კუთვნილი გადასახადების გადახდის ვალდებულებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე N ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა. რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი:
1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა. რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს. სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს. განსაზღვრავენ საგადასახადო პასუნისმგებლობის პრინციპებს. გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას;
2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს;
3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ.
საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი საგადასანადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286 მუხლის მე-9 ნაწილით, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასი განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
მითითებული კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართალდარღვევა საგადასახადო შემოწმების აქტშია დაფიქსირებული.
6.4. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 994 ბრძანების პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. ამ წესით განისაზღვრება საგადასახადო ორგანოების მიერ კონტროლის განხორციელების (მიმდინარე კონტროლის, სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის, ჩამოწერის საგადასახადო დავალიანების გადანდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების და სამართალდარღვევების საქმის წარმოების) პროცედურები. ამავე წესის 26-ე მუხლის პირველი ნაწილით, ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების (შემდგომში – სმფ), წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ - ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება, აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სმფ-ის (საქონლის მარაგების) ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. მე 2 პუნქტით, ინვენტარიზაცია ტარდება მხოლოდ ისეთი სმფ-ების სახეობების მიმართ, რომელთა დათვლა, აწონვა და აზომვა ფიზიკურად შესაძლებელია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, ინვენტარიზაციას ექვემდებარება:
ა) ის სმფ-ები, რომელიც მოცემული გადასახადის გადამხდელის მფლობელობაშია და იმყოფება მის ტერიტორიაზე;
ბ) ის სმფ-ები, რომელიც მოცემული გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულია შესანახად, იჯარით სარგებლობისათვის, გადასამუშავებლად ან სხვა დანიშნულებით;
გ) ის სმფ -ები, რომელიც აღრიცხულია შესაბამის ბუღალტრულ ანგარიშებზე, როგორც გზაში მყოფი, გადატვირთული, სხვა გადასახადის გადამხდელთან გადასამუშავებლად ან/და საწყობებში შესანახად გადაცემული სმფ-ები.
მე-4 პუნქტით, გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული ძირითადი საშუალების ინვენტარიზაციის პროცედურა განისაზღვრება ამ თავის შესაბამისად. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ინვენტარიზაცია იწყება გადასახადის გადამხდელისათვის მისი ინვენტარიზაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გაცნობისთანავე, რომლის შემდგომ, შესაბამისი პროცედურების დაწყებამდე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია დალუქოს ის სათავსები, სადაც ინახება სმფ-ები, ძირითადი საშუალებები ან/და ბუღალტრული დოკუმენტები. დასახელებული წესის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ ფაქტობრივი აღრიცხვა ერთი დღის განმავლობაში არ მთავრდება, ის სათავსი, სადაც სმფ-ები ინახება, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სამუშაო დღის დასრულებისას, ილუქება საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მიერ, რაზედაც დგება დალუქვის ოქმი საინვენტარიზაციო კომისიის წევრების ხელმოწერით. ლუქი, ინვენტარიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, ინახება საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელთან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 20 მაისის N 11436 ბრძანების საფუძველზე, ჩატარებულ იქნა შპს „-----“-ს (ს/ნ -----) კუთვნილი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. დაწყებისას შპს „-----“ ს (ს/ნ ----- ) დირექტორს ჩამოერთვა ხელწერილი - სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივად განთავსების ადგილის შესახებ. აგრეთვე ხელწერილით დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილი აქვს გასავალში, ინვენტარიზაციის დაწყებამდე მას მიმდინარე წელს სმფ-ების შიდა ინვენტარიზაცია არ აქვს ჩატარებული, შესაბამისად ზედმეტობა ან დანაკლისი არ გამოვლენილა. მეწარმემ ასევე ითხოვა საინვენტარიზაციო კომისიაში დაემატოს შპს „-----“ -ს (ს/ნ ) წარმომადგენლები. ხელწერილის მიხედვით, შპს „-----“-ს (ს/ნ -----) კუთვნილი სასაქონლო - მატერიალური ინვენტარიზაციისას საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები გასინჯა და დათვალა კომპანიის დირექტორის ----- თანდასწრებით, ინვენტარიზაცია ჩატარებულია სწორად და კომისიის წევრებთან პრეტენზია გააჩნია. საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების აღწერა. აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ ოქმში.
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 994 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N 19. სმფ-ების ბუღალტრული ნაშთის დადგენისას გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები: საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2024 წლის 1 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (20 მაისი 2024 წ); საანგარიშო პერიოდის საფ- ების საწყისი ნაშთი 824729 ლარი გადამხდელის 2024 წლის მარტის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის მიხედვით. 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 20 მაისამდე სულ შეძენილმა სმფ-ების რაოდენობამ პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 4762326.90 ლარი, დასტურდება ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით. 202 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 20 მაისის მდგომარეობით (ბრძანების გამოცემის თარიღი რეალიზებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების რაოდენობამ საბაზრო ღირებულებით შეადგინა 5395887 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა დღგ-ის დეკლარაციები (შესაბამისი თვეების მონაცემებით, მაისის თვის რეალიზაციები რომლის დეკლარირების ვადაც არ იყო დამდგარი. აღებულ იქნა ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები და საბანკო ჩარიცნვები). 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 20 მაისის მდგომარეობით პერიოდში რეალიზებული პროდუქციის პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 4075566.5 ლარი. ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2024 წლის 20 მაისი) სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 1511489.40ლარი.
სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ფაქტიურმა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 127862.80 ლარი, რაც საბაზრო ღირებულებით შეადგენს 169285.20 ლარს. შევსებული იქნა დანართი N16. სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული და ფაქტიური მონაცემების ურთიერთშედარებისას გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 1383626.60 ლარი. რაც საბაზრო ფასებით (12.20% ფასნამატის გათვალისწინებით) შეადგენს 1831783.20 ლარს.ფაქტიურ აღწერასა და ბუღალტრულ ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობების პირველადი შედეგები პროექტის სახით 2024 წლის 3 ივნისს ჩაბარდა შპს „-----"–ს (ს. ----- ) პროექტის მიხედვით გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი საბაზრო ფასებით 1831783. 20 ლარის ოდენობით.
2024 წლის 7 ივნისს შპს „-----“ -ს (ს/ნ ----- ) დირექტორმა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარადგინა განცნადება, სადაც პროექტს არ ეთანხმებოდა, რაც განხილულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოზე. მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებით (2024 წლის 19 ივნისის N 53 სხდომის ოქმი) შპს „-----"-ს (ს/ნ -----) მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. პროექტით გათვალისწინებული სანქცია დარჩა უცვლელი. გამოვლენილ დანაკლისზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის N CB 1642259 საგადასასადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 183 178.33 ლარის ოდენობით.
შპს „-----“-ის (ს/ნ -----) ობიექტებში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პივანდელი ღირებულებით შეადგინა 1 383 626 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (12.20% ფასნამატის გათვალისწინებით) – 1 831 783 ლარი.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის არგუმენტებზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დანაკლისად მიჩნეული საქონელი რეალიზებული იყო ინვენტარიზაციის დაწყებამდე და მაისის საანგარიშო პერიოდში დადეკლარირებული და გადახდილი იქნა დღგ. შესაბამისად გადამხდელი მიიჩნევს რომ კომპანიას არ გააჩნდა დანაკლისი, ბიუჯეტის მიმართ სრულად აქვს შესრულებული ვალდებულება და სამართალდარღვევის ოქმში ასახული ინფორმაცია არ არის სწორი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269 ე მუხლის მე-5 ნაწილზე და ამბობს, რომ კომპანიას რომც ჰქონოდა დანაკლისი, საგადასახადო კანონმდებლობა უშვებს შესაძლებლობას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე წარუდგინოს შესაბამისი დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს. მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შემოსავლების სამსახურის მიერ დანაკლისად მიჩნეული საქონლის გადამხდელის მიერ 2024 წლის მაისის თვეში რეალიზაცია არ დასტურდება საგადასახადო ორგანოს არსებული ელექტრონული ბაზის მონაცემებით, არც საბანკო ჩარიცხვებით. შპს „-----“ დირექტორის მითითებით, დასახელებული დანაკლისის რეალიზაციისას არ არის გამოყენებული სალარო აპარატი არც სასამართლოში საქმის განხილვისას არ წარმოდგენილა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. ფაქტიურ აღწერასა და ბუღალტრულ ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობების პირველადი შედეგები პროექტის სახით 2024 წლის 3 ივნისს ჩაბარდა შპს „-----" ს (ს/ნ. -----), კერძოდ პროექტის მიხედვით გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი საბაზრო ფასებით 1831783. 20 ლარის ოდენობით. შპს „-----“ მაისის თვის დეკლარაცია წარადგინა სმფ-ების ინვენტარიზაციის დაწყების შემდგომ, შესაბამისად აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას. სასამართლოს შეფასებით, სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, ინვენტარიზაციის დაწყებისას შპს „-----“ (ს/ნ -----) დირექტორს ჩამოერთვა ხელწერილი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივად განთავსების ადგილის შესახებ. აგრეთვე ხელწერილით დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილი აქვს გასავალში, ინვენტარიზაციის დაწყებამდე მას მიმდინარე წელს სმფ-ების შიდა ინვენტარიზაცია არ აქვს ჩატარებული, შესაბამისად ზედმეტობა ან დანაკლისი არ გამოვლენილა. მეწარმემ ასევე ითხოვა საინვენტარიზაციო კომისიაში დაემატოს შპს „-----“-ს (ს/ნ ----- ) წარმომადგენლები. ხელწერილის მიხედვით, შპს „-----“-ს (ს/ნ -----) კუთვნილი სასაქონლო - მატერიალური ინვენტარიზაციისას საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები გასინჯა და დათვალა კომპანიის დირექტორის ----- თანდასწრებით, ინვენტარიზაცია ჩატარებულია სწორად და კომისიის წევრებთან პრეტენზია გააჩნია. ამდენად, ირკვევა, რომ საზოგადოების წარმომადგენელს ინვენტარიზაციის დაწყებამდე ჰქონდა შესაძლებლობა მიეთითებინა ინფორმაცია დანაკლისის თაობაზე.
სასამართლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შეღავათთან დაკავშირებით, განმარტავს: ჯარიმა არ დაეკისრება პირს, თუ შესრულდება შემდეგ წინაპირობები კუმულაციურად:
ა.) დეკლარაციაში უნდა იყოს მითითებული არასწორი მონაცემები;
ბ.) გადასახადის გადამხდელმა უნდა წარადგინოს შესწორებული დეკლარაცია;
გ.) შესწორებული დეკლარაცია წარდგენილი უნდა იყოს სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე.
განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს წარდგენილი უნდა ჰქონდეს დეკლარაცია, რომელიც შეიცავს არასწორ მონაცემებს, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მოსარჩელემ დეკლარაცია წარადგინა სმფ-ეზის ინვენტარიზაციის დანიშვნის შემდეგ, შესაბამისად, ინვენტარიზაციის დანიშვნის დროს არ არსებობდა დეკლარაცია. ამასთან, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი შესწორებული დეკლარაცია, რომლითაც აღმოფხვრილი იქნებოდა არასწორად ნაჩვენები ინფორმაცია. შესაბამისად, საქმეში არ არსებობს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც გახდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269 ე მუხლის მე 6 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულება, რომელიც გავლენას მოახდენდა ინვენტარიზაციის შედეგებზე. შესაბამისად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 28 ივნისის ----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის დეპარტამენტის 2024 წლის 20 აგვისტოს N 19048 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 01 ოქტომბრისN -----/2/2024 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კანონშესაბამისია.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4-ე მუხლით მინიჭებული უფლება - მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4-ე მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლო - მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე Noბს-626-596(კ-07), სადაც განმარტებულია. რომ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.“ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ - სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერება მოწმდება არა სამართლებრივი საფუძვლებით (სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი) არამედ, ფაქტის არასწორად დადგენისა და შეფასების შედეგად არასწორად ნორმის შეფარდების თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილ და გამოვლენილ იურიდიული ფაქტის ნამდვილობის დადგენაზე, ლოგიკურია, რომ გამოყენებულ უნდა იქნას ადმინისტრაციული - საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლით გათვალისწინებული საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობის და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებების შესახებ ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოებები, რომლებიც შეიძლება გახდეს, სადავო ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22 ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „-----“-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე 2, მე-12, მე 220, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8,9–ე 55–ე, 102-ე, 243-244-ე, 248–ე, 249-ე, 250-ე, 257–ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „-----"-ს (ს/ნ ----- ) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 (ხუთი ათასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადანდილი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N 32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N 11) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე:
მაია ყუშიტაშვილი
სადავო საკითხი:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 28 ივნისის N CB 1642259 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის დეპარტამენტის 2024 წლის 20 აგვისტოს N 19048 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 01 ოქტომბრის N 23896/2/2024 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ფაქტობრივი გარემოები:
საგადასახადო ორგანომ კომპანიაში ჩაატარა ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების დანაკლისი და კომპანიას დაეკისრა ჯარიმა. კომპანიამ განმარტა, რომ საქონელი რეალიზებული იყო ინვენტარიზაციამდე და გადაწყვეტილებები გაასაჩივრა, თუმცა საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ მომჩივანის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
სასამართლომ იხელმძღვანლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე 2, მე-12, მე 220, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8,9–ე 55–ე, 102-ე, 243-244-ე, 248–ე, 249-ე, 250-ე, 257–ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მულებით.