საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება (რეალიზაციის წახალისების მიზნით იბეგრება ცალკე დამოუკიდებლად) N 0715

0715 საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება (რეალიზაციის წახალისების მიზნით იბეგრება ცალკე დამოუკიდებლად) - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 0715
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება N 0715

ფაქტობრივი გარემოებები

•დღგ-ის გადამხდელი საწარმო თავისი საქონლის რეალიზაციის წახალისების მიზნით, კლიენტებს ამ საქონელთან ერთად უსასყიდლოდ ჩუქნის სუვენირებს (სასმელები, სათვალეები, ავტოკალმები და ა.შ.)

•საწარმო კლიენტისთვის საჩუქრად გადაცემულ ნივთებს არ განიხილავს მიწოდებად, თუმცაღა ასეთი ნივთების შეძენის ღირებულებას გამოქვითავს ერთობლივი შემოსავლიდან

შეფასება

•საწარმოს უსასყიდლოდ მიწოდებული ნივთების საბაზრო ღირებულება უნდა ჩაერთო ერთობლივ შემოსავალში და დაებეგრა დღგ-ით

•საწარმოს მიერ შემცირებულია ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა

•აღნიშნული საჩუქრის გადაცემით, საწარმოს არ წარმოეშობა საგადასახადო აგენტის ვალდებულება

ღონისძიებები

•უნდა დაზუსტდეს (გაიზარდოს) საწარმოს ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხოს შესაბამისი გადასახადები

•შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე