N 86 - 05/03/2015 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №86
2015 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების:
ა) 14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს და გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 57-ე, მე-60 – 64-ე და 86-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას, მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.“;
ბ) მუხლი 15 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15
თუ პირის მიერ მოთხოვნილია საფოსტო გზავნილის გაფორმება, იგი უფლებამოსილია, მომსახურების საფასური გადაიხადოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.“;
გ) მუხლი 17 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 68-ე, 681, 75-ე, 82-ე, 821, 822 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:
ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;
ბ) საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით;
გ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;
დ) საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ე) ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა, ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულის) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი;
ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;
ზ) საქონლის ექსპორტი და გარე გადამუშავება;
შენიშვნა: მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის შემდეგ რეექსპორტი;
თ) საქონლის დაბრუნება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ი) იმ საქონლის დროებითი შემოტანა, რომელიც სრულად გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან;
კ) ფიზიკური პირის მიერ იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება სახმელეთო საზღვარზე განთავსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში – საბაჟო დეკლარაციით, ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში –„ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციით“;
ლ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გაფორმება;
მ) საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გაფორმება;
ნ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო, ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრად მისაბმელის რეექსპორტი.“;
დ) 18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-60 – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომ, დაინტერესებული პირის მიერ ექსპერტის დასკვნის მიღებამდე, გარდა ამ დადგენილების 14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
ე) 110 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოში და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 57-ე, მე-60 – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება მომსახურების გაწევის მოთხოვნით, არასამუშაო დროს მიმართვის შემთხვევაში.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
ა) მე-12 გრაფა ამოღებულ იქნეს;
ბ) 23-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;
გ) 41-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;
დ) 43-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679662232391 {width:410.25pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„43
ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად ცნობის გაცემა
20 სამუშაო დღე
1 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
უფასო
100 ლარი
50 ლარი“
ე) 47-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;
ვ) 51-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;
ზ) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679662251185 {width:494.25pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„54
საქონლის გაფორმება (გარდა 68-ე, 681, 75-ე, 82-ე, 821,822, 86-ე და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;
3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;
15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი“
თ) 59-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679662268331 {width:492.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„59
დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე, ცარიელი ან დატვირთული სატრანსპორტო საშუალების (საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულის/გადასაადგილებელის გარდა) წონის განსაზღვრა საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ მიერ
10 ლარი“
ი) 68-ე გრაფის შემდეგ დაემატოს გრაფა 681 შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679662289761 {width:468.75pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„681
საჰაერო ტრანსპორტით ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება
ერთ საბაჟო დეკლარაციაზე – 50 ლარი“
კ) მე-80 გრაფა ამოღებულ იქნეს;
ლ) 82-ე, 821 და 822 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679662303541 {width:480.75pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„82
საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ „ASYCUDA“-ის მეშვეობით რეგისტრირებული, საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმება (გარდა, 68-ე, 681 და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;
3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 200 ლარი;
15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი
821
საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა, 68-ე, 681 და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;
3000-დან 15000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;
15000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი
822
საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციის შევსება და საქონლის გაფორმება (გარდა, 68-ე, 681 და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;
3000-დან 15000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;
15000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი“
მ) 87-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679662326648 {width:481.5pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„87
საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის გაფორმება
300 ლარი“
ნ) 89-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;
ო) 91-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;
პ) 95-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;
ჟ) მე-100 გრაფის შემდეგ დაემატოს 101-ე გრაფა შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679662342859 {width:483.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-table-lspace:2.25pt;mso-table-rspace:2.25pt;mso-table-anchor-vertical:paragraph;mso-table-anchor-horizontal:column;mso-table-left:left;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„101
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნება
დასაბეგრი ოპერაციის თანხის 4%“.
მუხლი 2
ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი