პირგასამტეხლო (არასწორად გამოწერა მასზე დღგ-ს ა/ფაქტურა) N 1117

1117 პირგასამტეხლო (არასწორად გამოწერა მასზე დღგ-ს ა/ფაქტურა) 07.09.2010
№ დოკუმენტი 1117
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

პირგასამტეხლო N 1117

ფაქტობრივი გარემოებები

•ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის გადახდილი პირგასამტეხლო აისახა დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურაში და შესაბამისად, მყიდველმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა

შეფასება

•პირგასამტეხლოს თანხები სსკ-ის 225-ე მუხლის თანახმად, არ იბეგრება დღგ-ით და შესაბამისად ჩათვლილი დღგ-ის თანხები უნდა გაუქმდეს

•სახეზეა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არასწორად გამოწერის ფაქტი, რამაც ჩასათვლელი თანხის გაზრდა გამოიწვია

ღონისძიებები

•გადამხდელს (მყიდველს) გაუუქმდება დღგ-ის ჩათვლა და დაერიცხება დღგ-ის კუთვნილი გადასახადი

•გადამხდელს (მყიდველს) დაეკისრება სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით