N 3130-XIმს-Xმპ - 13/06/2023 - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 13.06.2023
№ დოკუმენტი 3130-XIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016606) მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) მონაცემები მუშავდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის ტექსტის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის ან გამოქვეყნების მიზნით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მონაცემების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამუშავებისას დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მათი გასაჯაროება და მესამე პირისთვის გამჟღავნება. მონაცემების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამუშავებისას დასაშვებია მათი საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა და გამოქვეყნება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,13 ივნისი 2023 წ.

N3130-XIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე