N 257 - 30/09/2021 - „მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 30.09.2021
№ დოკუმენტი 257
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №257

2021 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებით (ვებგვერდი, 02/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.22.033.017377) დამტკიცებულ „სათამაშო აპარატების მოთხოვნებს/სტანდარტებს“ (დანართი №2) დაემატოს შემდეგი შინაარსის IV თავი:

„თავი IV. გარდამავალი დებულებები

მუხლი 9. გარდამავალი დებულებები

სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, კონტროლის ელექტრონულად განხორციელებისთვის საჭირო მოწყობილობის თამაშობისთვის გამოყენებული სათამაშო აპარატზე განთავსებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 1 მარტისა, ასეთი მოწყობილობის არსებობის პირობებში სათამაშო აპარატიდან გასაცემი ინფორმაცია თავად, ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით, მიაწოდოს შერჩეულ პირს.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე