იმ პირთა განსაზღვრის თაობაზე, რომელთაც შესაძლებელია გადაეცეთ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 101
2013 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
იმ პირთა განსაზღვრის თაობაზე, რომელთაც შესაძლებელია გადაეცეთ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, რომ სს „კრედიტინფო საქართველოს“ (ს/ნ 204470740) და შპს „საკრედიტო ისტორიათა ქართულ ბიუროს“ (ს/ნ 401963096) გადასცეს იდენტიფიცირებული ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისათვის მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
2. სს „კრედიტინფო საქართველო“ (ს/ნ 204470740) და შპს „საკრედიტო ისტორიათა ქართული ბიურო“ (ს/ნ 401963096) უფლებამოსილები არიან, რომ კომერციულ ბანკს გადასცენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ შემოსავლების სამსახურის მიერ გადაცემული იდენტიფიცირებული ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისათვის მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იმ პირთა განსაზღვრის თაობაზე, რომელთაც შესაძლებელია გადაეცეთ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის №295 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე