საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების შესახებ N 2204
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების შესახებ N 2204
ფაქტობრივი გარემოებები
•სალაროს შემოსავლის ორდერებით/საწარმოს თანამშრომელთა ახსნა-განმარტებებით/საწარმოს მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაციებით/საბუღალტრო რეგისტრებით/სხვა გარემოებებით დადგენილია, რომ საწარმო საკონტროლო-სალარო აპარატის შეძენამდე (საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციამდე) ახორციელებდა ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას
•გადამხდელი საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობის ფაქტზე დაჯარიმებული არ ყოფილა
შეფასება
•სახეზეა საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობის ფაქტი
ღონისძიებები
•საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობისათვის