ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ

ბრძანება 12.04.2021
№ დოკუმენტი 2-422
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება № 2-422

2021 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესი“-ს მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

დამტკიცდეს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების ფორმები თანდართული რედაქციით:

ა) საქართველოდან ექსპორტირებულ საკლავ, სანაშენე და სხვა ცხოველებზე, ფრინველებზე, ფუტკარზე და ამანათ ნაყარზე (დანართი №1);

ბ) საქართველოდან ექსპორტირებული შინაური და გარეული ცხოველების ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (დანართი №2);

გ) საქართველოდან ექსპორტირებულ რძესა და რძის პროდუქტებზე (დანართი №3);

დ) საქართველოდან ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე (დანართი №4);

ე) საქართველოდან ექსპორტირებულ სანაშენე მასალაზე (მწარმოებლის სპერმაზე, ემბრიონებზე, საინკუბაციო კვერცხზე, ქვირითზე და ა.შ) (დანართი №5);

ვ) საქართველოდან ექსპორტირებულ მეცხოველეობისათვის განკუთვნილ მარცვალსა და მემცენარეობის სხვა პროდუქტებზე (დანართი №6);

ზ) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალ და გაყინულ ტყავსა და ტყავნედლეულზე (დანართი №7);

თ) საქართველოდან ექსპორტირებულ თევზზე, ზღვის პროდუქტებსა და მათგან მიღებულ მზა ნაწარმზე (დანართი №8);

ი) საქართველოდან ექსპორტირებულ თაფლსა და მეფუტკრეობის პროდუქციაზე (დანართი №9);

კ) საქართველოდან ექსპორტირებულ სასურსათო კვერცხსა და კვერცხის ფხვნილზე (დანართი №10);

ლ) საქართველოდან ისრაელის სახელმწიფოში ექსპორტირებულ საკლავ, დაკოდილ ცხვარზე (დანართი №11);

მ) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნ, დამუშავებულ ცხვრის მატყლზე (დანართი №12);

ნ) საქართველოდან ექსპორტირებულ ვეტერინარულ პრეპარატებზე, სუბსტანციაზე, ნედლეულზე, დაუფასოებელ და შუალედურ პროდუქციაზე (დანართი №13);

ო) საქართველოდან ექსპორტირებული ცხოველური წარმოშობის საკვებისა და საკვებდანამატების (დანართი №14);

პ) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნ, დამუშავებულ (პიკელირებულ, ქრომირებულ) ტყავსა და ტყავნედლეულზე (დანართი №15);

ჟ) საქართველოდან უკრაინაში ექპორტირებულ ზოოპარკის, გარეული და ცირკის ცხოველებზე (დანართი №16);

რ) ვეტერინარული სერტიფიკატი თევზისაგან წარმოებული სურსათის, კიბოსნაირების, მოლუსკების, რეწვის სხვა ობიექტებისა და მათი გადამუშავების პროდუქტების ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ექსპორტისათვის (დანართი №17);

ს) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტირებულ გადამუშავებულ ცხოველურ ცილებზე, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მათ შორის, ხსნარებზე და პროდუქტებზე, რომლებიც ასეთ ცილებს შეიცავს, შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვების გარდა (დანართი №18);

ტ) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტირებულ თევზის ზეთზე, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და გამოიყენება ცხოველის საკვებად ან სხვა არასასურსათო დანიშნულებით (დანართი №19);

უ) საქართველოდან საუდის არაბეთის სამეფოში საკლავ და სანაშენე მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრისა და თხის ექსპორტისათვის (დანართი №20);

ფ) ოფიციალური სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტის მიზნით (დანართი №21);

ქ) ცხოველის ჯანმრთელობის/ოფიციალური სერტიფიკატი საქართველოდან ევროკავშირში ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ცოცხალი თევზის, ცოცხალი კიბოსნაირებისა და აღნიშნული ცხოველებისგან მიღებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტისათვის (დანართი №22);

ღ) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი გაციებული, გაყინული ან დამზადებული ბაყაყის ფეხების ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №23);

ყ) ოფიციალური სერტიფიკატი ადამიანის მიერ საკვებად მოხმარებისათვის განკუთვნილი ცოცხალი ლოკოკინების ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №24);

შ) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ჟელატინის ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №25);

ჩ) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ჟელატინის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №26);

ც) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი კოლაგენის ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №27);

ძ) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი კოლაგენის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №28);

წ) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების, კანეკლიანების, ტუნიკატების და ზღვის მუცელფეხიანების ევროკავშირში ექსპორტისათვის (დანართი №29);

ჭ) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დაუყოვნებლივ დასაკლავ მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტისათვის (დანართი №30);

ხ) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ექსპორტირებულ დათვებზე საბერძნეთის რესპუბლიკაში (დანართი №31);

ჯ) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საკლავი მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და თხის ექსპორტისათვის (დანართი №32);

ჰ) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე სანაშენე და სამომხმარებლო ღორის ექსპორტისათვის (დანართი №33);

ჰ1) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საკლავი ღორის ექსპორტისათვის (დანართი №34);

ჰ2) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად დროებით შესაყვანი სპორტული ცხენ(ებ)ის ექსპორტისათვის (დანართი №35);

ჰ3) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საკლავი ცხენ(ებ)ის ექსპორტისათვის (დანართი №36);

ჰ4) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ერთდღიანი წიწილის, ინდაურის, იხვის, ბატის, სირაქლემის ჭუკებისა და ამ სახის ფრინველების საინკუბაციო კვერცხის ექსპორტისათვის (დანართი №37);

ჰ5) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ტყავის, რქა-ჩლიქის, ნაწლავის, ბეწვეულის, საქურქე და კრაველის ნედლეულის, მატყლისა და თივთიკის, ცხენის ძუას, ქათმის, იხვის, ბატის და სხვა ფრინველის ფრთა-ბუმბულის ექსპორტისათვის (დანართი №38);

ჰ6) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ცხოველური წარმოშობის, მათ შორის, ფრინველისა და თევზისაგან მიღებული საკვებისა და საკვებდანამატების ექსპორტისათვის (დანართი №39);

ჰ7) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე თევზის, ზღვის ძუძუმწოვრების, კიბოსნაირების და უხერხემლოებისაგან მომზადებული საკვები ფქვილის ექსპორტისათვის (დანართი №40);

ჰ8) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე მცენარეული წარმოშობის ცხოველის საკვების ექსპორტისათვის (დანართი №41);

ჰ9) ვეტერინარული სერტიფიკატი ღორის ემბრიონის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ექსპორტისათვის (დანართი №42);

ჰ10) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევროკავშირში ძაღლების, კატების ან ქრცვინების არაკომერციული მიზნით გადაადგილებისათვის (დანართი №43);

ჰ11) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების, კანეკლიანების, ტუნიკატების და ზღვის მუცელფეხიანების საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისათვის (დანართი №44);

ჰ12) საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ბრაზილიაში ძაღლებისა და კატების ექსპორტისათვის (დანართი №45);

ჰ13) ვეტერინარული სერტიფიკატი მცოხნავი ცხოველ(ებ)ისა და ცხენის დამუშავებული იმ ტყავისა და კანის, ევროკავშირში ექსპორტისათვის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის, რომელიც 21 დღე განცალკევებით ინახებოდა ან 21 დღე უწყვეტად იმყოფებოდა გზაში ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლამდე (დანართი №46);

ჰ14) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ექსპორტირებულ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლისგან მიღებულ რძესა და რძის ნაწარმზე (დანართი №47);

ჰ15) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ქუვეითის სახელმწიფოში საკლავი მამრი ცხვრისა და თხის ექსპორტისათვის (დანართი №48);

ჰ16) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი თევზპროდუქტების საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისათვის (დანართი №49);

ჰ17) ვეტერინარული სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისათვის (დანართი №50);

ჰ18) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოდან ექსპორტირებულ ნატურალურ თაფლზე და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებზე (დანართი №51);

ჰ19) ვეტერინარიული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ღორების დაკვლისა და გადამუშავების შედეგად მიღებული ხორცის, ხორცის ნედლეულისა და სუბპროდუქტების ექსპორტისათვის (დანართი №52);

ჰ20) ვეტერინარიული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე კონსერვების, ძეხვებისა და ხორცის სხვა მზა ნაწარმის ექსპორტისათვის (დანართი №53);

ჰ21) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ცოცხალი ბაყაყების ექსპორტისათვის (დანართი №54);

ჰ22) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ცხვრის/თხის ნაწლავების (გასუფთავებული – დაუმუშავებელი) ექსპორტისათვის (დანართი №55);

ჰ23) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტისათვის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის განკუთვნილი იმ გადამუშავებული ცხოველური ცილის (გარდა მოშენებული მწერებისაგან მიღებული ცილისა) (2), რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, მათ შორის, ნარევებისა და პროდუქტებისათვის, გარდა ასეთი ცილის შემცველი შინაური ბინადარი ცხოველების საკვებისა (დანართი №56);

ჰ24) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტისათვის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის (2) განკუთვნილი იმ თევზის ზეთისათვის, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და გამოიყენება ცხოველის საკვებად ან სხვა არასასურსათო დანიშნულებით (დანართი №57);

ჰ25) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებული საკვების, გარდა შინაური ბინადარი ცხოველის დაკონსერვებული საკვებისა, ევროკავშირში ექსპორტისთვის ან ტრანზიტისთვის (2) (დანართი №58);

ჰ26) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებში გადამუშავებული სასურსათო პროდუქტების ექსპორტისათვის (დანართი №59);

ჰ27) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან თივისა და ჩალის თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისათვის (დანართი №60);

ჰ28) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე სანაშენე და სამომხმარებლო მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტისათვის (დანართი №61);

ჰ29) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლისა და გადამუშავების შედეგად მიღებული ხორცის, ხორცის ნედლეულისა და სუბპროდუქტების ექსპორტისათვის (დანართი №62);

ჰ30) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ფრინველის დაკვლისა და გადამუშავების შედეგად მიღებული ხორცის, ხორცის ნედლეულისა და სუბპროდუქტების ექსპორტისათვის (დანართი №63);

ჰ31) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ცხენის დაკვლისა და გადამუშავების შედეგად მიღებული ხორცის, ხორცის ნედლეულისა და სუბპროდუქტების ექსპორტისათვის (დანართი №64);

ჰ32) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქტიული გამოზრდის, მოშენების და სხვა დანიშნულებით გამოყენების მიზნით, ცოცხალი თევზის, უხერხემლოებისა და სხვა პოიკილოთერმული წყლის ცხოველების, მათი განაყოფიერებული ქვირითის, სპერმის, ლარვის ექსპორტისათვის (დანართი №65);

ჰ33) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ტრანზიტით მიმავალი და საქართველოში გადატვირთული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისათვის. (დანართი №66);

ჰ34) ვეტერინარული სერტიფიკატი ყაზახეთის რესპუბლიკაში ტრანზიტით მიმავალი და საქართველოში გადატვირთული სანაშენე და სამომხმარებლო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის (დანართი №67);

ჰ35) ვეტერინარული (ჯანმრთელობის სერტიფიკატი) საქართველოდან შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებული საკვების/საღრღნელის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტისთვის (დანართი №68);

ჰ36) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების კატარის სახელმწიფოში ექსპორტისათვის (დანართი №69);

ჰ37) საერთაშორისო სერტიფიკატი უკრაინის საბაჟო ტერიტორიაზე ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი თევზჭერის პროდუქტების (1) ექსპორტისთვის (გაგზავნისთვის) (დანართი №70);

ჰ38) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის/ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით ერაყის რესპუბლიკაში ექსპორტირებული საკლავი და სანაშენე მსხვილფეხა საქონლისთვის (დანართი №71).

ჰ39) ოფიციალური ჯანმრთელობის სერტიფიკატი ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი თევზჭერის პროდუქტების საქართველოდან პერუს რესპუბლიკაში ექსპორტისათვის (დანართი №72);

ჰ40) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ზოოპარკისა და ცირკის ცხოველების ექსპორტისათვის (დანართი №73).

ჰ41) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ისრაელის სახელმწიფოში დამუშავებული ტყავისა და კანის ექსპორტისათვის (დანართი №74).

ჰ42) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი დიდ ბრიტანეთში, ნორმანდიის კუნძულებსა და კუნძულ მენზე შინაური ბინადარი ცხოველების: ძაღლების, კატების ან ქრცვინების არაკომერციული მიზნით გადაადგილებისათვის ევროკავშირის №576/2013 რეგულაციის შესაბამისად (დანართი №75).

ჰ43) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი ხორცისა და ხორცის პროდუქტების საქართველოდან სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებში ექსპორტისათვის (დანართი №76).

ჰ44) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან იორდანიის სახელმწიფოში ექსპორტირებული შინაური ცხოველების ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (დანართი №77).

ჰ45) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი ადამიანის მიერ საკვებად მოხმარებისათვის განკუთვნილი ხმელეთის ცოცხალი ლოკოკინებისა და ცოცხალი ბაყაყების თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისათვის (დანართი №78).

ჰ46) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან იორდანიის სახელმწიფოში საკლავი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტისათვის (დანართი №79);

ჰ47) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან იორდანიის სახელმწიფოში საკლავი ცხვრისა და თხის ექსპორტისათვის (დანართი №80).

ჰ48) საერთაშორისო სერტიფიკატი საქართველოდან უკრაინის საბაჟო ტერიტორიაზე ძაღლების, კატებისა და ქრცვინების არაკომერციული გადაადგილების მიზნით შეყვანისთვის (გაგზავნისათვის) (დანართი №81).

ჰ49) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ისრაელის სახელმწიფოში ცხოველის საკვებად განკუთვნილი თევზის ზეთის ექსპორტისთვის (დანართი №82).

ჰ50) ცხოველის ჯანმრთელობის სერტიფიკატი საქართველოდან ევროკავშირში ძაღლების, კატების და ქრცვინების შეყვანისათვის (დანართი №83).

ჰ51) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი იმ გადამუშავებული ცხოველური ცილის, გარდა ფერმის მწერებისგან მიღებული ცილისა, რომელიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, მათ შორის ნარევები და პროდუქტები, გარდა ასეთი ცილის შემცველი შინაური ბინადარი ცხოველის საკვებისა, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისთვის (დანართი №84).

ჰ52) ჯანმრთელობის სერტიფიკატი საუდის არაბეთის სამეფოში წითელი ხორცისა და ხორცის პროდუქტების ექსპორტისათვის (დანართი №85);

ჰ53) ჯანმრთელობის სერტიფიკატი საუდის არაბეთის სამეფოში თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების ექსპორტისათვის (დანართი №86);

ჰ54) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი ცოცხალი ლოკოკინების მოლდოვას რესპუბლიკაში ექსპორტისათვის (დანართი №87);

ჰ55) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებში თევზის,ზღვის პროდუქტების და მათი გადამუშავებით მიღებული პროდუქტის ექსპორტისათვის (დანართი №88).

ჰ56) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოდან მეთაფლია ფუტკრის, ბაზის, იონჯას ფოთოლმჭრელი ფუტკრის ჭუპრის, ჭრიჭინის და ენტომოფაგი მწერების ექსპორტისათვის (დანართი №89).

ჰ57) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი რეგისტრირებული, სანაშენე და საწარმოო დანიშნულების ცხენების თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისათვის (დანართი №90).

ჰ58) ვეტერინარული ჯანმრთელობის სერტიფიკატი თურქეთის რესპუბლიკაში ჩლიქოსნების დამუშავებული ტყავისა და კანის ექსპორტისათვის (დანართი №91);

ჰ59) ვეტერინარული ჯანმრთელობის სერტიფიკატი თურქეთის რესპუბლიკაში დაუმუშავებელი მატყლისა და ბალნის ექსპორტისათვის (დანართი №92).

ჰ60) ვეტერინარული სერტიფიკატი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსპორტირებული საბეწვე ცხოველებისთვის, კურდღლებისთვის, ძაღლებისა და კატებისთვის (დანართი №93);

ჰ61) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის/ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით (ტრანზიტით) არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტირებული საკლავი ცხვრის და თხისთვის (დანართი №94);

ჰ62) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის/ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით (ტრანზიტით) ერაყის რესპუბლიკაში ექსპორტირებული საკლავი ცხვრის და თხისთვის (დანართი №95);

ჰ63) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის/ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით (ტრანზიტით) ქუვეითის სახელმწიფოში ექსპორტირებული საკლავი ცხვრის და თხისთვის (დანართი №96).

ჰ64) საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების (ენტომოფაგების, ნემატოდების, ტკიპებისა და სასარგებლო მწერების) ექსპორტისათვის (დანართი №97).

ჰ65) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან სერბეთის რესპუბლიკაში მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების (ენტომოფაგების, ნემატოდების, ტკიპებისა და სასარგებლო მწერების) ექსპორტისათვის (დანართი №98).

ჰ66) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებული საკვების, გარდა შინაური ბინადარი ცხოველის დაკონსერვებული საკვებისა, მოლდოვის რესპუბლიკაში ექსპორტისთვის (2) (დანართი №99);

ჰ67) საერთაშორისო სერტიფიკატი უკრაინის საბაჟო ტერიტორიაზე ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი რძის ნაწარმის(1) ექსპორტისთვის (გაგზავნისათვის) (დანართი №100);

ჰ68) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისთვის განკუთვნილი რძის იმ ნაწარმის ევროკავშირში ექსპორტისთვის, რომლებიც ექვემდებარებიან პასტერიზაციას (დანართი №101);

ჰ69) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის/ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით (ტრანზიტით) კატარის სახელმწიფოში ექსპორტირებული საკლავი ცხვრის და თხისთვის (დანართი №102).

ჰ70) ვეტერინარული სერტიფიკატი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსპორტისთვის განკუთვნილი ძაღლებისა და კატების საკვებისთვის (დანართი №103).

ჰ71) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან უზბეკეთის რესპუბლიკაში საკლავი ცხენ(ებ)ის ექსპორტისათვის (დანართი №104).

ჰ72) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოველური წარმოშობის, მათ შორის, ფრინველისა და თევზისაგან მიღებული ცხოველის საკვებისა და ცხოველის საკვები დანამატების ექსპორტისათვის (დანართი №105);

ჰ73) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სანაშენე და სამომხმარებლო მსხვილფეხა საქონლის ექსპორტისათვის (დანართი №106);

ჰ74) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საკლავი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტისათვის (დანართი №107);

ჰ75) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საკლავი ცხვრისა და თხის ექსპორტისათვის (დანართი №108);

ჰ76) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სანაშენე და სამომხმარებლო ცხვრისა და თხის ექსპორტისათვის (დანართი №109).

ჰ77) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებული საკვების, გარდა შინაური ბინადარი ცხოველის დაკონსერვებული საკვებისა, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტისთვის ან ტრანზიტისთვის (დანართი №110).

ჰ78) ვეტერინარული სერტიფიკატი ისრაელში საამქროს მიერ წარმოებული ცხოველის საკვებად განკუთვნილი ძაღლის საღრღნელი ძვლის ექსპორტისათვის (დანართი №111);

ჰ79) ვეტერინარული სერტიფიკატი ისრაელში საამქროს მიერ წარმოებული შინაური ბინადარი ცხოველის საკვების ექსპორტისათვის (დანართი №112);

ჰ80) ვეტერინარული სერტიფიკატი ისრაელში ექსპორტისათვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტების შემცველი ძაღლის საღრღნელი ძვალი (დანართი №113);

ჰ81) ვეტერინარული სერტიფიკატი ისრაელში ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტების შემცველი შინაური ბინადარი ცხოველის საკვების ექსპორტისათვის (დანართი №114).

ჰ82) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი სამომხმარებლო ცოცხალი ლოკოკინების ნამიბიაში ექპორტისთვის (დანართი №115).

ჰ83) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან ხორცისმჭამელი (მტაცებელი) ცხოველების და ღამურების (ხელფრთიანები) შვეიცარიაში ექსპორტისთვის (დანართი №116);

ჰ84) ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელიც თან უნდა ახლდეს ისრაელში საექსპორტოდ განკუთვნილ ფრინველის/ბუმბულის/თევზის ფქვილს (დანართი №117).

ჰ85) ვეტერინარული სერტიფიკატი წყვილჩლიქიანი ცხოველებისგან მიღებული რძის ნაწარმის საქართველოდან იაპონიაში ექსპორტისათვის (დანართი №118).

ჰ86) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი რეგისტრირებული სარბოლო და შეჯიბრებისთვის განკუთვნილი ცხენების საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში დროებით ექსპორტისათვის (დანართი №119).

ჰ87) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან ისრაელში ზოოპარკის დათვის ექსპორტისთვის (დანართი №120).

ჰ88) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან უზბეკეთის რესპუბლიკაში საკლავი მსხვილფეხა საქონლის, ცხვრისა და თხის ექსპორტისათვის (დანართი №121);

ჰ89) ვეტერინარული სერტიფიკატი საქართველოდან უზბეკეთის რესპუბლიკაში სანაშენე და სამომხმარებლო მსხვილფეხა საქონლის ექსპორტისათვის (დანართი №122).

ჰ90) ოფიციალური სერტიფიკატი საქართველოდან თაფლის, ფუტკრის რძის და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების დიდ ბრიტანეთში ექსპორტისთვის (დანართი №123);

ჰ91) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში თაფლის ექსპორტისთვის (დანართი №124).

ჰ92) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ძაღლისა და კატის საკვები დანამატის, აგრეთვე თერმული დამუშავების შედეგად მიღებული ძაღლისა და კატის მზა საკვების ექსპორტისათვის (დანართი №125).

ჰ93) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე სანაშენე, სამომხმარებლო და სპორტული ცხენ(ებ)ის, გარდა შეჯიბრებაში მონაწილე სპორტული ცხენებისა, ექსპორტისათვის (დანართი №126);

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 22 აპრილის ბრძანება №2-479- ვებგვერდი, 23.04.2021წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის ბრძანება №2-795- ვებგვერდი, 31.05.2021წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 18 ივნისის ბრძანება №2-895- ვებგვერდი, 21.06.2021წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №2-1214- ვებგვერდი, 10.08.2021წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №2-1292- ვებგვერდი, 31.08.2021წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №2-1523- ვებგვერდი, 04.11.2021წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №2-1527- ვებგვერდი, 08.11.2021წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №2-1561- ვებგვერდი, 22.11.2021წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №2-1688- ვებგვერდი, 28.12.2021წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 14 იანვრის ბრძანება №2-13 - ვებგვერდი, 17.01.2022წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 18 იანვრის ბრძანება №2-25 - ვებგვერდი, 20.01.2022წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის ბრძანება №2-32 - ვებგვერდი, 24.01.2022წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის ბრძანება №2-116 - ვებგვერდი, 21.02.2022წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 26 აპრილის ბრძანება №2-313 - ვებგვერდი, 27.04.2022წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 20 მაისის ბრძანება №2-363 - ვებგვერდი, 25.05.2022წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 30 მაისის ბრძანება №2-379 - ვებგვერდი, 30.05.2022წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 10 ივნისის ბრძანება №2-421 - ვებგვერდი, 13.06.2022წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 24 ივნისის ბრძანება №2-453 - ვებგვერდი, 27.06.2022წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 5 ივლისის ბრძანება №2-482- ვებგვერდი, 06.07.2022წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 21 ივლისის ბრძანება №2-505 - ვებგვერდი, 22.07.2022წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №2-634 - ვებგვერდი, 02.09.2022წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №2-847 - ვებგვერდი, 14.11.2022წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 8 თებერვლის ბრძანება №2-48 - ვებგვერდი, 08.02.2023წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-79 - ვებგვერდი, 23.02.2023წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 2 მარტის ბრძანება №2-107 - ვებგვერდი, 06.03.2023წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 5 მაისის ბრძანება №2-261 - ვებგვერდი, 05.05.2023წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №2-791 - ვებგვერდი, 18.10.2023წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №2-854 - ვებგვერდი, 15.11.2023წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №2-924 - ვებგვერდი, 07.12.2023წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №2-950 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 2 აპრილის მბრძანება №2-410 - ვებგვერდი, 03.04.2024წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 4 ივლისის ბრძანება №2-613 - ვებგვერდი, 04.07.2024წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 18 ივლისის ბრძანება №2-647 - ვებგვერდი, 19.07.2024წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №2-728 - ვებგვერდი, 27.08.2024წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 25 სექტემბრის ბრძანება №2-771 - ვებგვერდი, 26.09.2024წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 18 მარტის ბრძანება №2-106 - ვებგვერდი, 19.03.2025წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 3 აპრილის ბრძანება №2-155 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 8 ივლისის ბრძანება №2-407 - ვებგვერდი, 09.07.2025წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №2-512 - ვებგვერდი, 19.08.2025წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 12 სექტემბრის ბრძანება №2-567 - ვებგვერდი, 15.09.2025წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №2-655 - ვებგვერდი, 23.10.2025წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №2-709 - ვებგვერდი, 14.11.2025წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №2-727 - ვებგვერდი, 26.11.2025წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №2-792 - ვებგვერდი, 26.12.2025წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2026 წლის 11 მარტის ბრძანება №2-91 - ვებგვერდი, 12.03.2026წ.

მუხლი 2

დაევალოს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს ამ ბრძანების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილე ქვეყნების ინფორმირება ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების ფორმების შესახებ.

მუხლი 3

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და

სოფლის მეურნეობის მინისტრი

ლევან დავითაშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე