აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ

ერთობლივი ბრძანება 14.12.2011
№ დოკუმენტი 611
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის

ერთობლივი ბრძანება № 611-№1013

2011 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 მარტის ერთობლივი ბრძანება №66/№25 - ვებგვერდი, 04.03.2022წ.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 მარტის ერთობლივი ბრძანება №66/№25 - ვებგვერდი, 04.03.2022წ.

მუხლი 1

დამტკიცდეს „აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, დანართი №2).

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 მარტის ერთობლივი ბრძანება №66/№25 - ვებგვერდი, 04.03.2022წ.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . გვინდაძე

ი . მერაბიშვილი

აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 მარტის ერთობლივი ბრძანება №66/№25 - ვებგვერდი, 04.03.2022წ.

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესი“ (შემდგომში – შემოწმების წესი) არეგულირებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა (შემდგომში აგრეთვე - აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი) და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების (შემდგომში – შემოწმება) წესს და პირობებს, განსაზღვრავს შემოწმების წესის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების ფორმებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 მარტის ერთობლივი ბრძანება №66/№25 - ვებგვერდი, 04.03.2022წ.

მუხლი 2. შემოწმებაზე უფლებამოსილი პირები

1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3, 31 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – შსს) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფლებამოსილი პირები არიან:

ა) შსს-ს ტერიტორიული ორგანოების შესაბამისი (მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედი) სამმართველოების, ხოლო ქალაქ თბილისში – შესაბამისი რაიონული სამმართველოების უფლებამოსილი თანამდებობის პირები (შემდგომში – შსს-ს უფლებამოსილი პირები);

ბ) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილი პირები.

2. შსს-ს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ი“, „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე 32-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესრულების შემოწმებას.

3. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები ახორციელებენ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ყველა მოთხოვნის და „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანების, „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებისა და „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანების მოთხოვნების შესრულების შემოწმებას.

4. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები ახორციელებენ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი პირის მიერ ყველა მოთხოვნის და მისაწოდებელ/მიწოდებულ თამაშებსა ან/და არსებით პროდუქციასთან/მომსახურებასთან დაკავშირებით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 მარტის ერთობლივი ბრძანება №66/№25 - ვებგვერდი, 04.03.2022წ.

 

მუხლი 3. შემოწმების ვადები

შემოწმების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების დროს საჭიროა სპეციალური ცოდნის გამოყენება და შემოწმებაში მონაწილეობას იღებს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი, შემოწმების ვადა შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გაგრძელდეს 15 კალენდარული დღით.

 

თავი II

შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება

 

მუხლი 4. შემოწმების საფუძველი

1. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ ნებართვის მფლობელის შემოწმება ხორციელდება სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების გზით.

2. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმებას ახორციელებს „სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს;

გ) ინდივიდუალური ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;

დ) ინდივიდუალური ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძველს;

ე) ნებართვის მფლობელის დასახელებას, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს, ნებართვის ნომერს და ნებართვის თარიღს;

ვ) შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირების თანამდებობას, სახელს და გვარს;

ზ) შემოწმების განხორციელების ვადას;

თ) აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;

ი) გამოცემის დროსა და ადგილს;

კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს;

ლ) იმ ორგანოს დასახელებას, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მის მისამართს და საჩივრის წარდგენის ვადას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილ პირთა რაოდენობა არ უნდა იყოს ორზე ნაკლები.

 

მუხლი 5. შემოსავლების სამსახურის მიერ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთან შემოწმების განხორციელების პროცედურა

1. შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი შემოწმების დაწყებამდე ვალდებულია, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელს ან მის წარმომადგენელს წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ, განუმარტოს მისი გასაჩივრების წესი და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მფლობელი. ნებართვის მფლობელის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, წარმდგენი პირი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. ასეთ შემთხვევაში აქტი ჩაბარებულად ითვლება.

2. შემოწმების განხორციელებისას შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი ამოწმებს:

ა) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობის ან/და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით ნებართვის მფლობელის შესაბამისობას სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულ შესამოწმებელ პირთან;

ბ) (ამოღებულია - 02.03.2022, №66/№25);

გ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობები (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ხომ არ ეწყობა, აგრეთვე, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ბილეთების (გარდა წამახალისებელი გათამაშების ბილეთებისა) გაყიდვა/გავრცელება ხომ არ ხორციელდება საბავშვო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საკულტო ნაგებობებში, საბავშვო სანატორიუმებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში, აგრეთვე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით აკრძალულ ადგილებში (ტერიტორიულ ზონებში, შენობა-ნაგებობებში);

დ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების წესების საჯაროობის დაცვას და მათ იმ ადგილზე განთავსებას, სადაც თამაშობა ტარდება;

ე) უზრუნველყოფილია თუ არა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, მოთამაშეთა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიერ უზრუნველყოფილია თუ არა პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის წარდგენის (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) საფუძველზე და ამ დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოფილია თუ არა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესული პირის ასაკის შემოწმება (25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა აკრძალულია)). ინახება თუ არა მოპოვებული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 5 წლის განმავლობაში სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ ბაზაში/არქივში, ასევე დაცულია თუ არა აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და მისი მესამე პირისთვის გადაცემის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესი და პირობები;

ვ1) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიერ დაცულია თუ არა დამოკიდებულ პირთა სიაში და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლისა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობის დაუშვებლობასთან დაკავშირებული „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნა;

ვ2) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიერ უზრუნველყოფილია თუ არა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;

ზ) ეწყობა თუ არა თამაშობა და გაიცემა თუ არა მოგებები მოწყობის პირობების (რეგლამენტის) ან/და სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესის შესაბამისად;

თ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობებისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოფილია თუ არა მუდმივი დენის წყაროთი (მუდმივი კვების ბლოკით და გენერატორით);

ი) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობებისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებების დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია თუ არა ვიდეომეთვალყურეობის სისტემები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

კ) ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა მიმდინარეობს თუ არა მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად;

ლ) ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები შესაბამისი ჩანაწერებით ინახება თუ არა სათანადოდ დაცულ ადგილზე არანაკლებ 30 დღის ვადით;

მ) ორგანიზატორს გააჩნია თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ შედგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟების დამადასტურებელი აქტი;

ნ) აღჭურვილია თუ არა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობებისთვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობის სალარო ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით;

ო) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელთა მიერ სრულდება თუ არა „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით და „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით მათზე დაკისრებული მოვალეობები. სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიერ სრულდება თუ არა „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანებით მათზე დაკისრებული მოვალეობები;

პ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიერ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ჩატარების ადგილზე სამუშაოდ, თამაშობის ორგანიზების ან ჩატარების კონტროლის მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით ხომ არ არის დაშვებული არასრულწლოვანი პირი;

ჟ) ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვის ოპერაციები ხორციელდება თუ არა სპეციალიზებული საინკასაციო სამსახურების საშუალებით, თუ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 10 000 ლარს;

ჟ1) აქვს თუ არა ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემას დაქვემდებარებულ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიერ გამოყენებულ, არსებით პროდუქციას/მომსახურებას „ავტორიზაციის წესის, ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 სექტემბრის №239 ბრძანებით დამტკიცებული ავტორიზაციის სერტიფიკატი;

ჟ2) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიერ ხორციელდება თუ არა გაცემულ მოგებათა რეგისტრაცია, ელექტრონული ბაზის შექმნა და საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;

რ) ასრულებს თუ არა ნებართვის მფლობელი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებთან დაკავშირებით მისთვის განსაზღვრულ მოვალეობებს.

3. სათამაშო აპარატების სალონში შემოწმების განხორციელებისას შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი დამატებით ამოწმებს:

ა) სათამაშო აპარატებს გააჩნიათ თუ არა განმასხვავებელი ნიშანი (საქარხნო ნომერი);

ბ) შეესაბამება თუ არა გამოყენებული აპარატების რაოდენობა, სახელწოდებები, აპარატებზე მიმდინარე თამაშების სახეობები, მოდიფიკაცია სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ ჩამონათვალს. იმ შემთხვევაში, თუ სათამაშო აპარატების რაოდენობა ან/და სახეობა არ შეესაბამება ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ ჩამონათვალს, უფლებამოსილი პირი ამოწმებს, ნებართვის მფლობელმა შემოსავლების სამსახურს აცნობა თუ არა აღნიშნულის თაობაზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით და ვადაში;

გ) ჩანს თუ არა სათამაშო აპარატების სალონში განთავსებული სათამაშო აპარატები შენობა-ნაგებობის გარეთა მხრიდან.

4. სამორინეში შემოწმების განხორციელებისას შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი დამატებით ამოწმებს:

ა) დამონტაჟებული მაგიდების, მათ შორის , სათამაშო ბორბალზე (რულეტზე) სათამაშოდ, რაოდენობას;

ბ) გააჩნია თუ არა სათამაშო მაგიდებს განმასხვავებელი ნიშანი (საქარხნო ნომერი);

გ) გააჩნია თუ არა სამორინეს კლიენტთა მომსახურების ზონა და სამსახურებრივი სათავსების ზონა. ამასთან, თითოეული ზონისთვის არსებობს თუ არა ცალკე შესასვლელი;

დ) ჩანს თუ არა სათამაშო დარბაზი შენობის გარეთა მხრიდან;

ე) სამსახურებრივი სათავსების ზონაში შედის თუ არა სეიფი;

ვ) სამორინეს სეიფში ინახება თუ არა სამორინეს სარეზერვო თანხა თითოეული სათამაშო მაგიდისთვის სულ ცოტა 10000 ლარის ოდენობით;

ზ) გათვალისწინებულია თუ არა სამორინეში მიმდინარე ყველა თამაშობა სამორინეს მოწყობის პირობებით (რეგლამენტით).

5. ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს შემოწმების განხორციელებისას შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი დამატებით ამოწმებს:

ა) შეესაბამება თუ არა თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), მათ შორის , მომგებიანი ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია, შემოსავლების სამსახურში არსებულ ინფორმაციას;

ბ) მომგებიანი თამაშობა მიმდინარეობს თუ არა შემოსავლების სამსახურში ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) შეტანილია ცვლილება, უფლებამოსილი პირი ამოწმებს ნებართვის მფლობელმა შემოსავლების სამსახურს აცნობა თუ არა აღნიშნულის თაობაზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით და ვადაში;

გ) მომგებიანი თამაშობის ბილეთზე თვალსაჩინოდ არის თუ არა აღნიშნული ნებართვის მაძიებლის სახელწოდება/სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ბილეთის ფასი (გარდა ტოტალიზატორისა და წამახალისებელი გათამაშებისა), ბილეთის ნომერი, გასაცემი ნებართვის ნომრის ადგილი, მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში, საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და დრო, თამაშობის ზოგადი წესი, მომგებიანი თამაშობის მოგების გაცემის ზღვრული ვადა და ადგილი. მითითებული რეკვიზიტების ბილეთზე ასახვა სავალდებულოა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულის განხორციელება ტექნოლოგიურად შეუძლებელია და ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ბილეთზე დასატანი აუცილებელი რეკვიზიტების საჯაროობა და მოთამაშეებისათვის მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) დაუბრკოლებლად მიწოდება;

დ) ჩანს თუ არა სათამაშო დარბაზი შენობის გარეთა მხრიდან.

6. წამახალისებელი გათამაშების შემოწმების განხორციელებისას შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი დამატებით ამოწმებს:

ა) მიმართა თუ არა ორგანიზატორმა გათამაშებამდე სამი დღით ადრე შემოსავლების სამსახურს გამთამაშებელ კომისიაში მონაწილეობის მისაღებად წარმომადგენლის მივლინების თაობაზე;

ბ) ჩატარდა თუ არა გათამაშებები და გაიცა თუ არა მოგებები შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული გათამაშების წესებისა და მოწყობის პირობების შესაბამისად;

გ) წარმოდგენილია თუ არა მოგებახვედრილი ბილეთები კანონით გათვალისწინებულ ვადებში;

დ) შეესაბამება თუ არა ბილეთების ნუმერაცია ლეგალიზაციის აქტში დაფიქსირებულ რაოდენობასა და ნუმერაციას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 მაისის ერთობლივი ბრძანება №160/№254 - ვებგვერდი, 11.05.2017წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 10 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №299/166 - ვებგვერდი, 11.12.2020წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 მარტის ერთობლივი ბრძანება №66/№25 - ვებგვერდი, 04.03.2022წ.

 

მუხლი 51. შემოსავლების სამსახურის მიერ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელ პირთან შემოწმების განხორციელების პროცედურა

1. შემოწმების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი შემოწმების დაწყებამდე ვალდებულია, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელს ან მის წარმომადგენელს წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ, განუმარტოს მისი გასაჩივრების წესი და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მფლობელი. ნებართვის მფლობელის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, წარმდგენი პირი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე აკეთებს შესაბამის აღნიშვნას. ასეთ შემთხვევაში აქტი ჩაბარებულად ითვლება.

2. შემოწმების განხორციელებისას შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი ამოწმებს:

ა) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მოწმობის ან/და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით ნებართვის მფლობელის შესაბამისობას სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულ შესამოწმებელ პირთან;

ბ) არის თუ არა გაცემული მიწოდებულ თამაშებზე ან/და არსებით პროდუქცია/მომსახურებაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;

გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატის გარეშე მიწოდებული თამაშების ან/და არსებითი პროდუქცია/მომსახურების გამოვლენის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ამოწმებს ავტორიზაციის სერტიფიკატის გარეშე თამაშების ან/და არსებითი პროდუქცია/მომსახურების მიმღებ - აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს, „სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე;

დ) ასრულებს თუ არა ნებართვის მფლობელი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისაწოდებელ/მიწოდებულ თამაშებსა ან/და არსებით პროდუქციასთან/მომსახურებასთან დაკავშირებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 მარტის ერთობლივი ბრძანება №66/№25 - ვებგვერდი, 04.03.2022წ.

 

მუხლი 6. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი შემოწმების აქტი

1. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმების დასრულების შემდეგ ადგენს აქტს დანართი № 1 -ის შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) შემოწმების დაწყების და დასრულების დრო;

გ) შემოწმების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის დასახელება;

დ) შემოწმების საფუძველი (მიეთითება „სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი);

ე) აქტის შემდგენი პირების თანამდებობა, სახელი და გვარი;

ვ) ნებართვის მფლობელის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

ზ) ნებართვის მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი;

თ) ობიექტის სახეობა, საფირმო სახელწოდება და ფაქტობრივი მისამართი;

ი) შემოწმების შედეგები, მათ შორის: დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, სანებართვო პირობების შესრულების აღწერა, ხოლო დარღვევის არსებობის შემთხვევაში, შემოწმების აქტში მიეთითება ჯარიმის ოდენობა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი, რომელიც ადგენს პირის პასუხისმგებლობას კონკრეტული სამართალდარღვევისათვის;

კ) აქტზე თანდართული მტკიცებულებების, მათ შორის, ფოტო, ვიდეო ან/და აუდიო ჩანაწერებით მიღებული, ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლ) აქტის შემდგენი პირის ხელმოწერას;

მ) ორგანიზატორის ხელმოწერას;

ნ) იმ პირთა ჩამონათვალს, რომელთა თანდასწრებითაც შედგა შემოწმების აქტი (ასეთების არსებობის შემთხვევაში).

2. შემოწმების აქტი დგება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა ნებართვის მფლობელს, ხოლო მეორე რჩება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს. ნებართვის მფლობელისთვის შემოწმების აქტის ჩაბარება დასტურდება ნებართვის მფლობელის, მისი წარმომადგენლის ან ობიექტის თანამშრომლის მიერ შემოწმების აქტის ორივე ეგზემპლარზე ხელმოწერის ან ხელმოწერაზე უარის თქმის აღნიშვნის მომენტიდან. თუ ნებართვის მფლობელი უარს განაცხადებს შემოწმების აქტზე ხელმოწერაზე, აღნიშნულის თაობაზე აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი და იგი ჩაითვლება გაცნობილად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 მარტის ერთობლივი ბრძანება №66/№25 - ვებგვერდი, 04.03.2022წ.

 

მუხლი 7. შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმების აქტზე გადაწყვეტილების მიღება

1. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმების აქტის (დანართი №1) საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;

დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;

ე) გამოცემის დროსა და ადგილს;

ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.

ზ) შესამოწმებელი ნებართვის მფლობელის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ნებართვის ნომერს;

თ) გამოვლენილი დარღვევების აღწერას „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის მუხლზე მითითებით;

ი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს კანონის შესაბამის მუხლზე მითითებით;

კ) კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობას და ჯარიმის გადასახდელად განსაზღვრულ სახელმწიფო ბიუჯეტის ერთიანი ანგარიშის სახაზინო კოდს;

ლ) იმ ორგანოს დასახელებას, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.

2. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სანებართვო პირობების გამოსწორების ვადა. აქტში მითითებული ვადის გასვლამდე დაუშვებელია იგივე ობიექტის იმავე მიზნით შემოწმება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 მარტის ერთობლივი ბრძანება №66/№25 - ვებგვერდი, 04.03.2022წ.

 

თავი III

შსს-ს უფლებამოსილი პირის მიერ სანებართვო პირობების შემოწმება

 

მუხლი 8. შსს-ს უფლებამოსილი პირის მიერ სანებართვო პირობების შემოწმების წესი

1. შსს-ს უფლებამოსილ პირს, ამ წესით განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების მიზნით შეუძლია, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით:

ა) შევიდეს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ობიექტზე;

ბ) გამოითხოვოს დოკუმენტები;

გ) შეაგროვოს ცნობები და მტკიცებულებები;

დ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;

ე) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;

ვ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) შემოწმების განხორციელებისას შსს-ს უფლებამოსილი პირი ამოწმებს:

ა) უზრუნველყოფილია თუ არა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, აგრეთვე მოთამაშეთა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა;

ბ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობებისათვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოფილია თუ არა მუდმივი დენის წყაროთი (მუდმივი კვების ბლოკით და გენერატორით);

გ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობებისათვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობის დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია თუ არა ვიდეომეთვალყურეობის სისტემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

დ) ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა მიმდინარეობს თუ არა მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად;

ე) ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები შესაბამისი ჩანაწერებით ინახება თუ არა სათანადოდ დაცულ ადგილზე არანაკლებ 30 დღის ვადით;

ვ) ნებართვის მფლობელს გააჩნია თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ შედგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟების დამადასტურებელი აქტი;

ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობებისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობის სალარო აღჭურვილია თუ არა ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით;

თ) ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვის ოპერაციები ხორციელდება თუ არა სპეციალიზებული საინკასაციო სამსახურების საშუალებით, თუ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 10 000 ლარს;

ი) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიერ უზრუნველყოფილია თუ არა პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე დაშვება ან/და თამაშობაში მონაწილეობა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის წარდგენის (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) საფუძველზე და ამ დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოფილია თუ არა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესული პირის ასაკის შემოწმება (25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა აკრძალულია);

კ) სანებართვო პირობებთან დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტაციას და ინფორმაციას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 მაისის ერთობლივი ბრძანება №160/№254 - ვებგვერდი, 11.05.2017წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 10 დეკემბრის ერთობლივი ბრძანება №299/166 - ვებგვერდი, 11.12.2020წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 მარტის ერთობლივი ბრძანება №66/№25 - ვებგვერდი, 04.03.2022წ.

 

მუხლი 9. შსს-ს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი შემოწმების აქტი

1. შსს-ს უფლებამოსილი პირი, ნებართვის მფლობელის ობიექტის ადგილზე შემოწმებისას ადგენს შემოწმების აქტს (დანართი №2), რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) შემოწმების დაწყების და დასრულების დრო;

გ) შემოწმების განმახორციელებელი ტერიტორიული ორგანოს დასახელება;

დ) შემოწმების საფუძველი (მიეთითება „სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი);

ე) აქტის შემდგენი პირების თანამდებობა, სახელი და გვარი;

ვ) ნებართვის მფლობელის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

ზ) ნებართვის მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი;

თ) ობიექტის სახეობა, საფირმო სახელწოდება და ფაქტობრივი მისამართი;

ი) შემოწმების შედეგები, მათ შორის: დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, სანებართვო პირობების შესრულების აღწერა, ხოლო დარღვევის არსებობის შემთხვევაში, შემოწმების აქტში მიეთითება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი, რომელიც ადგენს პირის პასუხისმგებლობას კონკრეტული სამართალდარღვევისათვის;

კ) აქტზე თანდართული მტკიცებულებების, მათ შორის ფოტო, ვიდეო ან/და აუდიო ჩანაწერებით მიღებული, ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლ) აქტის შემდგენი პირის ხელმოწერას;

მ) ორგანიზატორის ხელმოწერას;

ნ) იმ პირთა ჩამონათვალს, რომელთა თანდასწრებითაც შედგა შემოწმების აქტი (ასეთების არსებობის შემთხვევაში).

2. შემოწმების აქტი დგება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა ნებართვის მფლობელს, ხოლო მეორე რჩება შსს-ს უფლებამოსილ პირს. ნებართვის მფლობელისთვის შემოწმების აქტის ჩაბარება დასტურდება ნებართვის მფლობელის, მისი წამომადგენლის ან ობიექტის თანამშრომლის მიერ შემოწმების აქტის ორივე ეგზემპლარზე ხელმოწერის ან ხელმოწერაზე უარის თქმის აღნიშვნის მომენტიდან. ხელმოწერაზე უარი აღინიშნება შემოწმების აქტში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 მარტის ერთობლივი ბრძანება №66/№25 - ვებგვერდი, 04.03.2022წ.

 

მუხლი 10. შსს-ს უფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღება

1. შსს-ს უფლებამოსილი პირი ამ ბრძანების მე-9 მუხლით განსაზღვრული შემოწმების აქტისა და მასზე თანდართული მტკიცებულებების საფუძველზე უზრუნველყოფს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯამების საფუძველზე, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

2. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, შსს-ს უფლებამოსილი პირი შემოწმების აქტს და თანდართულ მტკიცებულებებს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს შემოწმების აქტის შედგენიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში.

3. სანებართვო პირობების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი გამოსცემს დაჯარიმების ბრძანებას, რომლის ფორმა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

4. სანებართვო პირობების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, შსს-ს უფლებამოსილი პირი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც წარედგინება ნებართვის მფლობელს. აღნიშნული სამართლებრივი აქტი უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული.

5. დაჯარიმების ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, ამავე სამართლებრივი აქტით ასევე განისაზღვრება 10 კალენდარული დღე დარღვეული სანებართვო პირობის გამოსწორებისთვის. აღნიშნული ვადის გასვლამდე დაუშვებელია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების იგივე ობიექტის იმავე მიზნით შემოწმება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 მარტის ერთობლივი ბრძანება №66/№25 - ვებგვერდი, 04.03.2022წ.

 

თავი IV

სანებართვო პირობების განმეორებით შეუსრულებლობა

 

მუხლი 11. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების განმეორებით შეუსრულებლობისთვის

1. შსს-ს და შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური –ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების გამოუსწორებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას ხელახლა განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები დარღვეული სანებართვო პირობების დასაკმაყოფილებლად.

2. იმ შემთხვევაში, თუ გასამმაგებული ჯარიმის დაკისრების და დარღვეული სანებართვო პირობის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, მაშინ დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი სანებართვო პირობის შესრულება, მაშინ ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.

4. შსს-ს უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენისას, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 მარტის ერთობლივი ბრძანება №66/№25 - ვებგვერდი, 04.03.2022წ.

 

თავი V

ინფორმაციის ურთიერთგაცვლა

 

მუხლი 12. ინფორმაციის სისტემატიზაცია და ურთიერთგაცვლა

1. შემოსავლების სამსახურის და შსს-ს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი ნებართვის მფლობელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, გამოცემიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა აისახოს შსს-ს შესაბამის ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, რომელზე წვდომაც განხორციელდება ერთჯერადი რიცხვითი პაროლის გენერირების მოწყობილობით.

2. შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს ნებართვის მფლობელ პირთა შესახებ ინფორმაციის შსს-ს უფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომობას.

 

დანართი №1

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 მარტის ერთობლივი ბრძანება №66/№25 - ვებგვერდი, 04.03.2022წ.

 

შემოსავლების სამსახური

 

შემოწმების აქტი №

 

1. ----------------------------- 2. ---------------------------------------

(შედგენის თარიღი) (შედგენის ადგილი)

 

3. ------------------------------- 4. --------------------------------------

შემოწმების დაწყების დრო შემოწმების დასრულების დრო

5. -----------------------------------------------------------------------------------------------------

 

შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის დასახელება, შემოწმების საფუძველი (მიეთითება „სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ” ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი)

 

6. -----------------------------------------------------------------------------------------------------

(უფლებამოსილი პირების თანამდებობა, სახელი და გვარი)

 

7. -----------------------------------------------------------------------------------------------------

(ნებართვის მფლობელის დასახელება, საიდენტიფიკაციო/ პირადი ნომერი)

 

8. -----------------------------------------------------------------------------------------------------

(ნებართვის მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი)

 

9. -----------------------------------------------------------------------------------------------------

(ობიექტის სახეობა, საფირმო სახელწოდება და ფაქტობრივი მისამართი)

 

10. ---------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

 

(შემოწმების შედეგები, გამოვლენილი სამართალდარღვევის არსი, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი, პუნქტი ან/ და ქვეპუნქტი, რომლის მოთხოვნაც დაირღვა)

 

11. აქტს თან ერთვის: -----------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------

 

მტკიცებულებათა ჩამონათვალი, აღნიშნულ გრაფაში აგრეთვე უნდა მიეთითოს ფოტო, აუდიო ან/და ვიდეო ჩანაწერით მიღებული მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

12. უფლებამოსილი პირის --------------------------- ---------------------------

სახელი და გვარი ხელმოწერა

 

--------------------------- ---------------------------

სახელი და გვარი ხელმოწერა

 

13. ორგანიზატორის ან --------------------------- ---------------------------

სახელი და გვარი ხელმოწერა

 

მისი წარმომადგენლის --------------------------- ---------------------------

სახელი და გვარი ხელმოწერა

 

14. დამსწრე პირის --------------------------- ---------------------------

სახელი და გვარი ხელმოწერა

 

დანართი №2

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 2 მარტის ერთობლივი ბრძანება №66/№25 - ვებგვერდი, 04.03.2022წ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

შემოწმების აქტი №

 

1. ----------------------------- 2. ---------------------------------------

აქტის შედგენის თარიღი აქტის შედგენის ადგილი

 

3. ------------------------------- 4. --------------------------------------

შემოწმების დაწყების დრო შემოწმების დასრულების დრო

 

5. ---------------------------------------------------------------------------------------------------

სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სახელწოდება

 

6.-----------------------------------------------------------------------------------------------------

შემოწმების საფუძველი

 

7 . ----------------------------------------------------------------------------------------------------

უფლებამოსილი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და თანამდებობა

 

8 . ----------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ნებართვის მფლობელის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, ნებართვის მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი, ობიექტის სახეობა, საფირმო სახელწოდება და ფაქტობრივი მისამართი

 

9. -----------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

 

შემოწმების შედეგები/ სამართალდარღვევის არსი

 

10. ---------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------

 

კანონის შესაბამისი მუხლი, პუნქტი ან/ და ქვეპუნქტი, რომლის მოთხოვნაც დაირღვა

 

11. აქტს თან ერთვის: -----------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

 

მტკიცებულებათა ჩამონათვალი, აღნიშნულ გრაფაში აგრეთვე უნდა მიეთითოს ფოტო, აუდიო ან/ და ვიდეო ჩანაწერით მიღებული მტკიცებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

12. ---------------------------------------------------------------------------------------------------

----------------- –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის წარმომადგენლის ან სხვა სათანადო პირის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა

 

13. ---------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------

 

იმ პირის/პირების სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერა, რომელთა თანამონაწილეობითაც შედგა აღნიშნული გრაფა (ივსება საჭიროების შემთხვევაში)

 

14. ---------------------------------------------------------------------------------------------------

უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე