ბრძანება N 5727
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5727
23.03.2023
ფ/პ ---------------------ის (პ/ნ -----------------------)
(მის.: ---------------------------------------------------)
2023 წლის 6 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 მარტის სხდომაზე (ოქმი №28) განიხილა ფ/პ ---------------------ის (პ/ნ ---------------------) №79513/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №CB1440105 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ დაჯარიმდა ვალის მართვის დეპარტამენტის №-- - ---- ბრძანებით მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ბრძანება მის მიერ გასაჩივრებულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, ამდენად მისი გასაჩივრების პროცესის დასრულებამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გადამხდელს არ აქვს ზემოხსენებული ბრძანებით მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება. შესაბამისად, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის -- აპრილის (საქმე -/-- -21) ბრძანების საფუძველზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების შესაბამისად, შპს „--“-ს (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ფ/პ ---------------------ის (პ/ნ -----------------------) მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის - თებერვლის №-- - --- ბრძანება, რომელსაც ფ/პ ---------------------ი (პ/ნ -----------------------) გაეცნო იმავე დღეს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიეცა ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადა ქონების ნუსხის წარმოსადგენად.
ქონების ნუსხის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ფ/პ ---------------------ის (პ/ნ -----------------------) მიმართ შედგენილ იქნა 2023 წლის -- თებერვლის №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 400 ლარის ოდენობით. ამასთან, 2023 წლის -- მარტის მდგომარეობით ფ/პ --------------------ს (პ/ნ -----------------------) მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხის შესახებ ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ა რ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი ქონების ნუსხის წარდგენა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. პირი, რომლის ქონებასაც საგადასახადო ორგანომ ყადაღა დაადო, ვალდებულია ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ქონების შეძენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს მის მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა, იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმადაც საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის -- თებერვლის №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ---------------------ის (პ/ნ -----------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების შესაბამისად,კომპანიის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივანის მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანება, რომელსაც გაეცნო იმავე დღეს.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიეცა ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადა ქონების ნუსხის წარმოსადგენად.
ქონების ნუსხის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივანის მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა .
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სემდეგ ნორმებს: 70(1,5); 241; 246; 269(1,7); 270; 279(1); 302(6);