N 104 - 29/03/2024 - „მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №104
2024 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
„მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 02/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.22.033.017377) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) „ცენტრალური სისტემის მოთხოვნები/სტანდარტები“ (დანართი №4).“.
2. ბრძანებით დამტკიცებული „სათამაშო აპარატების მოთხოვნების/სტანდარტების“ (დანართი №2):
ა) პირველი მუხლის:
ა.ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. მოთამაშის ბარათი – ოპერატორის მიერ მოთამაშის რეგისტრაციისას მოთამაშეზე გადაცემული ბარათი, რომელსაც ენიჭება მოთამაშის უნიკალური ნომერი და რომლის მეშვეობითაც ხდება მოთამაშის დეპოზიტების, შეტანილი, გატანილი, მოგებული ან/და წაგებული თანხების ცენტრალურ სისტემაში ასახვა.“;
ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსი „ა.ე“ ქვეპუნქტი:
„ა.ე) ბანკნოტების მიმღები გააქტიურდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სათამაშო აპარატის ბარათის წამკითხველში იქნება მოთავსებული მოთამაშის მოქმედი ბარათი.“.
3. ბრძანებას დაემატოს „ცენტრალური სისტემის მოთხოვნები/სტანდარტები“ (დანართი №4) თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
პირი ვალდებულია, არაუგვიანეს 2025 წლის 1 მარტისა, განახორციელოს ამ ბრძანებით დამტკიცებული „ცენტრალური სისტემის მოთხოვნების/სტანდარტების“ (დანართი №4) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასება და შეფასების ანგარიშის ასლი წარუდგინოს შერჩეულ პირს, 2024 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდთან მიმართებაში.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე