დღგ-ის ჩათვლა (სამი საანგარიშო პერიოდის ათვლა ოქტომბერი-დეკემბერში გამოწერილზე) N 1175

1175 დღგ-ის ჩათვლა (სამი საანგარიშო პერიოდის ათვლა ოქტომბერი-დეკემბერში გამოწერილზე) 26.04.2012
№ დოკუმენტი 1175
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის ჩათვლა N 1175

ფაქტობრივი გარემოებები

•დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა შპს-მ შეიძინა 11 800 ლარის ღირებულების (დღგ-ის ჩათვლით) საქონელი. მოცემული საქონლის მიხედვით მომწოდებლის მიერ გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

•ვარიანტი I: პირმა საქონელი შეიძინა 2012 წლის იანვრის თვეში და ჩასათვლელი თანხა ასახა იმავე წლის ივნისის თვის დეკლარაციაში

•ვარიანტი II: პირმა საქონელი შეიძინა 2011 წლის დეკემბრის თვეში და ჩასათვლელი თანხა ასახა 2012 წლის აპრილის თვის დეკლარაციაში , რომელიც წარმოადგინა15 მაისამდე

შეფასება

•სსკ-ის 174-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით რომლებიც დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის ან არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით ასახული არ არის დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში

•I ვარიანტში პირის ქმედება მართლზომიერია

•II ვარიანტში ვინაიდან პირს ოპერაცია განხორციელებული აქვს დეკემბერში, მას ჩათვლის უფლება აქვს არაუგვიანეს 15 აპრილამდე (სამი საანგარიშო პერიოდის მიხედვით) წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ასახული საფ-ებით

ღონისძიებები

•I ვარიანტში პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები არ დაეკისრება

•II ვარიანტში უნდა მოხდეს ზედმეტად ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება (აღდგენა)

•II ვარიანტში დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 1 აპრილისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით