საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა N 0904

0904 საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა 27.08.2010
№ დოკუმენტი 0904
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა N 0904

ფაქტობრივი გარემოებები

•2008 წელს პირს საქვეანგარიშოდ ერიცხებოდა 5000 ლარი; პირმა გონივრულ ვადაში არ დააბრუნა თანხა და გარკვეული პერიოდის შემდეგ საწარმომ ვალდებულება შეუმცირა 2000 ლარით

შეფასება

•შემცირებული ვალდებულების თანხა (2000 ლარი) სსკ-ს 174-ე მუხლის თანახმად, ჩაითვლება ხელფასის სახით განაცემად, ხოლო თანხის ჩამოწერის თარიღი - ხელფასის გაცემის თარიღად

•ვალდებულების შემცირების თარიღამდე – 5000 ლარი, ხოლო შემცირების შემდეგ – 3000 ლარი განიხილება უპროცენტოდ გაცემულ სესხად, ხოლო საბაზრო პროცენტით გამოანგარიშებული თანხა – სარგებლად დაქირავებული პირისათვის და ასევე – ხელფასის სახით გამოსაქვით თანხად

ღონისძიებები

•საწარმოს დაერიცხება დაუკავებელი საშემოსავლო გადასახადი, დაზუსტდება ერთობლივი შემოსავალი და გამოქვითვები

•პირს დაერიცხება სსკ-ის 132–ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში

•პირს ხელფასის დაუკავებლობის გამო დაეკისრება სსკ–ის 134–ე მუხლით გათვალისიწინებული ჯარიმა