N 98- 11/03/2021 - „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 11.03.2021
№ დოკუმენტი 98
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №98

2021 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში

ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში (სსმ, 172, 31/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართ №2-ის („აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭება“) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამედიცინო (გარდა სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სოფლის ექიმისა და ექთნის/ფერშლის მიერ გაწეული სამედიცინო საქმიანობისა), არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცბე