N 210 - 05/06/2023 - „ახალი გაცივებული და გაყინული ღორის, ცხვრის, თხის ხორცისა და შინაური ფრინველის ხორცისათვის წარმოშობის ადგილისა და წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 ივნისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №210
2023 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
„ახალი გაცივებული და გაყინული ღორის, ცხვრის, თხის ხორცისა და შინაური ფრინველის ხორცისათვის წარმოშობის ადგილისა
და წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20
ივნისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, „ახალი გაცივებული და გაყინული ღორის, ცხვრის, თხის ხორცისა და შინაური ფრინველის ხორცისათვის წარმოშობის ადგილისა და წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 ივნისის №326 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 21/06/2022; 300160070.10.003.023537) მოქმედება შეჩერებულ იქნეს 2025 წლის 1 ივნისამდე.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე