N 130 - 11/04/2023 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 20 მარტის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 11.04.2023
№ დოკუმენტი 130
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №130

2023 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 20 მარტის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 20 მარტის №89 ბრძანებაში (ვებგვერდი, 22/03/2023, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017673) შეტანილ იქნას ცვლილება და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე TIR პროცედურაზე დაშვებულ პირებზე „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) თავი VII-ის („პირის დაშვება TIR პროცედურაზე“) მოქმედება გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

მიხეილ დუნდუა

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე