N 25 - 31/05/2024 - „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბრის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2024 წლის 31 მაისი
ქ. წყალტუბო
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბრის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ნოემბრის №70 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, www.matcne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.122.016335, თარიღი: 18/11/2015) და ამ დადგენილებით დამტკიცებული „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1-ის) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
მოსაკრებლის განაკვეთი (ოდენობა), წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ქალაქ წყალტუბოს განაშენიანების გენერალური გეგმის კონცეფციით დამტკიცებულ გეოგრაფიულ არეალში, ახალასაშენებელი ობიექტისათვის განისაზღვროს პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 7 (შვიდი) ლარით, ხოლო სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 9 (ცხრა) ლარით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
თეიმურაზი ჭეიშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე