საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/1231-17/22

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.02.2022
№ დოკუმენტი 3/1231-17/22
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3/1231-17/22

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2022 წელი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

მოსარჩელე – შპს „----------“(ს/ნ ----------)

 

წარმომადგენელი - ----------

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;

 

წარმომადგენელი - ----------.

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

წარმომადგენელი - ----------

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი NEL 060528;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს N 21117 ბრძანება;

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება (საჩივარი N4586/2/2017).

 

დავის არსი: მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით - 2017 წლის 19 ივნისს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) სახელზე გამოწერილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სერია N-EL060528 რომლის საფუძველზედაც კომპანია ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 17 ნაწილით და დაჯარიმებული იქნა 500 ლარით. აღნიშნული ჯარიმა გაასაჩივრეს შემოსავლების სამსახურში.

2017 წლის 10 აგვისტოს გამოტანილი იქნა ბრძანება N21117 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ბრძანება გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში სადაც ასევე 2017 წლის 15 სექტემბერს გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2. შესაგებელი:

2.1. მოპასუხე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

2.1. მოპასუხე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შესაგებელით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. საქმის მასალებით - 2017 წლის 19 ივნისს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) სახელზე გამოწერილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სერია NEL060528 რომლის საფუძველზედაც კომპანია ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 17 ნაწილით და დაჯარიმებული იქნა 500 ლარით.

მტკიცებულება: 2017 წლის 19 ივნისის სამართალდარღვევის ოქმი NEL060528 (ტ.1.ს/ფ.10).

 

3.1.2 საქმის მასალებით - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს No21117 ბრძანებით შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მტკიცებულება: სიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს N21117 ბრძანება (ტ.1.ს/ფ.11-14).

 

3.1.3. საქმის მასალებით - შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს N21117 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

გადაწყვეტილების თანახმად - სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შპს „----------“-ს (ს/----------) სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევისათვის სსკ-ის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

-საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2016 წლის 13 ნოემბერს გეზ „----------”-ს ტერიტორიაზე გაიხსნა ECMU9501675 კონტეინერი, რომელშიც განთავსებული იყო ---------- მოქალაქის ---------- (პ/ნ ----------) კუთვნილი ---------- მარკის ავტომობილი VIN:----------. ამავე დღეს გეზ „----------“ გამოცხადდა ავტომანქანის მფლობელის წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------, მინდობილობა- N----------).

-შემოსავლების სამსახურის N---------- შეტყობინების თანახმად, სატრანსპორტო საშუალებას საგადასახადო ორგანოში გამოცხადების ბოლო ვადად განესაზღვრა 2016 წლის 28 დეკემბერი (45 კალენდარული დღე). ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცა გარე ტრანზიტული ნომერი ---------- და განხორციელდა მისი რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზა „BMARS”-ში.

-სატრანსპორტო დოკუმენტიდან (კონოსამენტი) ირკვევა, რომ ავტომანქანა „----------“ გამოგზავნილი იყო საქართველოს მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------) სახელზე. მოგვიანებით დილერმა კომპანიამ შპს „----------” (ს/ნ ----------) მოახდინა მიმღების შეცვლა ---------- მოქალაქე ---------- პ/ნ ----------.

-შედგა სატელეფონო საუბარი, შემდგომ შეხვედრა ---------- და შპს „----------”-ს დირექტორი ----------, რა დროსაც მათ დაადასტურეს, რომ ---------- არის შპს „----------“-ს თანამშრომელი, თუმცა შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით აღნიშნულ კომპანიაში მას ხელფასი არ ერიცხება. მათ ვერ წარმოადგინეს ზემოაღნიშნული ავტომობილის შესყიდვისა და რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე ვერ წარმოადგინეს საბუთი, რომლის საფუძველზეც მოახდინა შპს „----------“-მა მფლობელის ცვლილება.

-აღსანიშნავია ისიც, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ახალ მფლობელს ---------- მოქალაქე ---------- (პ/ნ ----------) საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება.

-საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას; საქონლის გაშვებაში იგულისხმება დეკლარანტისთვის საქონლის განკარგვის ან/და საქონლით სარგებლობის უფლების მინიჭება საქონლის მიმართ გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის პირობების შესაბამისად; საქონლის გაფორმება, კი არის საქონლის გაშვებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება; საქონლის დეკლარირება არის ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას.

ამავე კოდექსის 209-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად: "სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებისა და პროცედურების განხორციელების მიზნით საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის ან უცხოური საქონლის სტატუსი."

სსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა.

-ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე. ხოლო მეექვსე ნაწილის თანახმად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ ან შემოტანამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ადგილზე გაფორმებას.

მე–9 ნაწილის მიხედვით საბაჟო გამშვები პუნქტი, საბაჟო ტერმინალი ან/და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილები არის საბაჟო კონტროლის ზონები, რომელთა შორის საქონლის გადაადგილება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ქვეშ.

მე-10 ნაწილის მიხედვით საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.

სსკ-ის 218-ე მუხლის თანახმად: 1. საქონლის გაფორმების მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება სასაქონლო ოპერაცია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლით დადგენილია გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები, რომლის მე-4 ნაწილის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

სსკ-ის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

 

ამავე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ ამ კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი ერთზე მეტი პირია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქცია სოლიდარულად დაეკისრებათ.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილის მიხედვით სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

დავების განხილვის საბჭომ აღნიშნა, ვინაიდან არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოხდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, 2017 წლის 19 ივნისს უფლებამოსილი პირის მიერ მოქალაქე ----------, მოქალაქე ---------- და შპს „----------“-ის მიმართ სასაქონლო ოპერაციების პირობების დარღევის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად, შედგენილი იქნა საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც სამართალდამრღვევებს პასუხისმგებლობა დაეკისრათ სოლიდარულად.

 

დავების განხილვის საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სასაქონლო ოპერაციების პირობების დარღვევას, რაც შესაძლებელს ხდიდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვას.

 

მტკიცებულება: ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება (ტ.1.ს/ფ.15-20).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებაა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობის და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო დასკვნამდე, რომ შპს „----------“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სსიპ შემოსავლების სამსახურს, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

 

5.1. საქართველოს კონსტიტუცია;

5.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;

5.3. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

5.4. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის ადმინისტრაციული ან დადასტურებული დოკუმენტი, უარის თქმის შესახებ, ასევე რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

სასამართლოს მიჩნია, რომ სადავო - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი NEL060528; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს N 21117 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება (საჩივარი N4586/2/2017) - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში აქტებს, რომელთა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;

 

სზაკ 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით გადაადგილებას პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება. თითოეული საბაჟო პროცედურის ზედმიწევნით განხორციელება ჯაჭვურად ხელს უწყობს საბაჟო ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებას და შედეგად, საბაჟო კანონმდებლობით დასახული მიზნის მიღწევას. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია უშუალოდ საქონლის გადამაადგილებელი პირის მონაწილეობა საბაჟო პროცედურებში. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის N ბს-572-572(2კ-18) გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისას საქონლის მფლობელი ვალდებულია, ერთი მხრივ, შეცნობილი ჰქონდეს, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანისას საქონლის მფლობელი ვალდებულია, საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის სრულყოფილი წარდგენით უზრუნველყოს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა. აღნიშნული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება თუ შეუსრულებლობა საფრთხეს უქმნის საბაჟო გამშვებ პუნქტში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობითი ფუნქციების შესრულებას.“

 

სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი განამტკიცებს საკუთრების უფლებას. კერძოდ, აღნიშნული მუხლი ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმესსაკუთრება კანონითა დასაერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

6.4. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქმის მასალებით - 2017 წლის 19 ივნისს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) სახელზე გამოწერილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სერია NEL060528 რომლის საფუძველზედაც კომპანია ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 17 ნაწილით და დაჯარიმებული იქნა 500 ლარით. (ტ.1.ს/ფ.10).

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს „----------“-ი (ს/ნ ----------) ახორცილებს მხოლოდ ტვირთის ლოჯისტიკას (მომსახურება). მათ მოვალეობაში შედის საქართველოში იმპორტირებული კონტეინერის გახსნა, მასში არსებული ტვირთის, მათ შორის ავტომობილების გადმოცლა რომელიც რჩება საბაჟო ტერმინალზე, სადაც მთავრდება მათი შემხებლობა გამოგზავნილ ტვირთთან. გამომგზავნის მოთხოვნის მიხედვით ხდება მიმღების შეცვლა და დოკუმენტების გადაცემა. ამის შემდეგ ტვირთი გადის საბაჟო კონტროლს და იბარებს მესაკუთრე.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „----------“-ი (ს/ნ ----------) არ შეიძლება იყოს სამართალდარღვევის სუბიექტი.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში დავა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული კანონიერი გადაწყვეტილების მიღება;

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მიერ დასაბუთებული, მტკიცების ტვირთი, ადმინისტრაციული აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოების დროს ადმინისტრაციული აქტის გამომცემ ორგანოს ეკისრება, რაც არ გამორიცხავს მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულებას, წარმოადგინოს ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე ----------). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ - სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან ან მყარად სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე ----------). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. ----------). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. ----------.);

 

6... წინამდებარე საქმეში, მნიშვნელოვანია გაირკვეს შპს „----------“-ი ს/ნ ----------წარმოადგენს თუ არა ფაქტის გამოვლენის დროს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 17 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სუბიექტს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-6 და მე-7 მუხლებზე და განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება სანქციის შემფარდებელ ორგანოს ავალდებულებს, გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები. პასუხისმგებლობის დაკისრებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი მართებულობა, უტყუარად, მტკიცებულების საფუძველზე უნდა დადგინდეს დარღვევის არარსებობა, სამართალდამრღვევი პირი და ასეთის არსებობისას შეფარდებული სანქციის პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციული წარმოება წარიმართოს წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ არგუმენტებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც თან ახლავს გადასახადის გადამხდელის უფლებების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგადასახადო პასუხისმგებლობის აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებულად არგუმენტირებული, რამეთუ პირდაპირ უკავშირდება თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის, პირის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპებს. მაკონტროლებელმა და სანქციის შემფარდებელმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რატომ არ გაითვალისწინა კონკრეტული მტკიცებულებები ან პირიქით რის საფუძველზე მიანიჭა კონკრეტულ მტკიცებულებას უპირატესობა, რატომ არ ეთანხმება გადამხდელის მითითებას და რა მტკიცებულებები უნდა წარედგინა და არ წარადგინა მხარემ, რათა გადასახადის გადამხდელისთვის გასაგები იყოს, რატომ იქნა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიღებული, რაც უზრუნველყოფს მხარის მაქსიმალურ ინფორმირებას, გაიაზროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება და გაიზიაროს იგი ან წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისად იქნება მიჩნეული მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, წარადგინოს ადმინისტრაციული საჩივარი/სარჩელი და მიუთითოს იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც, მისი აზრით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განვითარებულ მსჯელობას გამორიცხავს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

„ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე ბს-246-243(კ-14)).

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე Noბს-463-451(კ- 13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

 

6.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ არ წარმართულა ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული წესების დაცვით. კერძოდ დადგენილია, რომ შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ 2017 წლის 19 ივნისის სამართალდარღვევის ოქმი NEL060528, რომლითაც მას ჯარიმის სახით შეფარდა 500 ლარი, გასაჩივრებული იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2017 წლის 10 აგვისტოს N21117 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

-შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს N21117 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტებში ქრონოლოგიურად არის აღწერილი სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტები, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „----------“-ის (ს/----------) მიმართ _ სსკ-ის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად სამართალდამრღვევად ცნობის უტყუარად დადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.

 

დავის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ შეაფასა შპს „----------“-ის განმარტება იმის შესახებ, რომ შპს „----------“-ი (ს/ნ ----------) ახორცილებს მხოლოდ ტვირთის ლოჯისტიკას (მომსახურება). მათ მოვალეობაში შედის საქართველოში იმპორტირებული კონტეინერის გახსნა, მასში არსებული ტვირთის, მათ შორის ავტომობილების გადმოცლა რომელიც რჩება საბაჟო ტერმინალზე, სადაც მთავრდება მათი შემხებლობა გამოგზავნილ ტვირთთან. გამომგზავნის მოთხოვნის მიხედვით ხდება მიმღების შეცვლა და დოკუმენტების გადაცემა. ამის შემდეგ ტვირთი გადის საბაჟო კონტროლს და იბარებს მესაკუთრე.

 

გარდა ამისა, საქმეს თან ერთვის და დავის განხილვისას ცნობილი იყო ---------- ფილიალის მენეჯერის ---------- წერილი სადაც აღნიშნულია, რომ მათი განცხადების საფუძველზე მოხდა „----------“ მარკის ავტომობილის VIN:---------- მესაკუთრედ ---------- (პ/ნ ----------) შეცვლა. (ტ.1.ს/ფ.101).

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დავების განხილვის საბჭომ აღნიშნა, ვინაიდან არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოხდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, 2017 წლის 19 ივნისს უფლებამოსილი პირის მიერ მოქალაქე ბორის ჩახნაშვილის, მოქალაქე ---------- და შპს „----------“-ის მიმართ სასაქონლო ოპერაციების პირობების დარღევის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად, შედგენილი იქნა საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც სამართალდამრღვევებს პასუხისმგებლობა დაეკისრათ სოლიდარულად.

 

დავების განხილვის საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სასაქონლო ოპერაციების პირობების დარღვევას, რაც შესაძლებელს ხდიდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია იძლევა ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიას საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე მუხლით სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. კონსტიტუციის 31-ე მუხლით ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი ეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხს, მაგრამ იგივე პრინციპია ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობის დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 8-ე, 10-ე, 230-237-ე, 264-ე და სხვა ნორმებიც ერთობლიობაში უპირატესობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხს. დასახელებული ნორმებით განმტკიცებულია სახდელის დადების კანონიერების პრინციპი. არავის არ შეიძლება დაედოს სახდელი შესაბამისი საფუძველის გარეშე. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი არაა ვალდებული ამტკიცოს, რომ მას არ აქვს ადმინისტრაციული გადაცდომა ჩადენილი, სამართალდარღვევის არსებობა უნდა დაამტკიცოს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა, ანუ იმ პირმა ვინც შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი.

 

მოხმობილი ნორმის დანაწესი, მართალია ეხება სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას პირის უფლებებს, თუმცა პრინციპი, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს პასუხისგებაში მიცემული პირის სასარგებლოდ, გამოიყენება ასევე ადმინისტრაციული წარმოებისას, რადგან სამართალდარღვევის ჩადენის მტკიცების ტვირთი ყოველთვის ადმინისტრაციული ოქმის შემდგენ ორგანოზეა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ეჭვის საფუძველზე პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა ეწინააღმდეგება სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების პრინციპებს, რადგან პირის მიერ ქმედების (უმოქმედობის) განხორციელება საკუთარ პასუხისმგებლობას გულისხმობს, რაც გამოიხატება იმაში, რომ პირი საკუთარი ნებით და გაცნობიერებულად ბატონობს ქმედებაზე (უმოქმედობაზე). შესაბამისად, პიროვნება არ შეიძლება მოქმედებდეს საკუთარი პასუხისმგებლობით, როცა არა მას, არამედ სხვა პირს აქვს ქმედებაზე რეალური ბატონობა. განზრახვა არის - პირის მიერ იმის ცოდნა, რასაც იგი აკეთებს, ნებელობა იმისა, რომ განახორციელოს ქმედება (საკუთარი პასუხისმგებლობა ქმედებაზე) და მართლწინააღმდეგობის შეგნება. ანუ, ქმედების ჩამდენმა პირმა უნდა იცოდეს (წინდახედულობის პრინციპით გაითვალისწინოს) ყველა ის გარემოება, რომელიც ქმედების ობიექტურ შემადგენლობას ეკუთვნის. მითითებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იქნეს დადგენილი გია ხუხუნაიშვილის მიმართ შერაცხული სამართალდარღვევა ჩადენილი იყო თუ არა განზრახვით ან გაუფრთხილებლობით, ვინაიდან ამ პირობების არსებობის ფარგლებში გახდება შესაძლებელი სუბიექტს შეეფარდოს პასუხისმგებლობა.

როგორც აღინიშნა, მოცემული საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43.4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოთ დასახელებული მუხლებით ცალსახად არის დადგენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაწესების საფუძვლები, რომლის მიხედვითაც, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებისათვის. ამდენად, დაუშვებელია პასუხისმგებლობის დაკისრება მაშინ, როდესაც პირს არ ჩაუდენია ან/და საეჭვოა პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, არ დაურღვევია კანონმდებლობით განმტკიცებული მართლწესრიგი, მასზე დაკისრებული მოვალეობები, არ შეულახავს სხვისი უფლებები და განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით არ გამოუწვევია მართლსაწინააღმდეგო შედეგი.

 

სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შემდეგ, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს, რატომ არ გაითვალისწინა კონკრეტული მტკიცებულებები ან პირიქით რის საფუძველზე მიანიჭა კონკრეტულ მტკიცებულებას უპირატესობა, რატომ არ ეთანხმება გადამხდელის მითითებას და რა მტკიცებულებები უნდა წარედგინა და არ წარადგინა მხარემ, რათა დაინტერესებული პირისათვის გასაგები იყოს, რატომ იქნა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიღებული, რაც უზრუნველყოფს მხარის მაქსიმალურ ინფორმირებას, გაიაზროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება და გაიზიაროს იგი ან წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისად იქნება მიჩნეული მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

ადმინისტრაციულმა ორგანომ პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხით უნდა მოახდინოს მის დისკრეციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტა, რაც სამოქალაქო წესრიგის დაცვის აუცილებელი პირობა და გარანტია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34- ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სადავო ნაწილში არ შეესაბამება კანონს, იგი მიღებულია საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, დავის განხილვისას შეფასება არ მიეცა მითითებას, რომ შპს „----------“-ი (ს/ნ ----------) ახორცილებს მხოლოდ ტვირთის ლოჯისტიკას (მომსახურება), მათ მოვალეობაში შედის საქართველოში იმპორტირებული კონტეინერის გახსნა, მასში არსებული ტვირთის, მათ შორის ავტომობილების გადმოცლა რომელიც რჩება საბაჟო ტერმინალზე, სადაც მთავრდება მათი შემხებლობა გამოგზავნილ ტვირთთან. გამომგზავნის მოთხოვნის მიხედვით ხდება მიმღების შეცვლა და დოკუმენტების გადაცემა. ამის შემდეგ ტვირთი გადის საბაჟო კონტროლს და იბარებს მესაკუთრე.

 

გარდა ამისა, საქმეს თან ერთვის და დავის განხილვისას ცნობილი იყო ---------- ფილიალის მენეჯერის ---------- წერილი სადაც აღნიშნულია, რომ მათი განცხადების საფუძველზე მოხდა „----------“-ის მარკის ავტომობილის VIN:---------- მესაკუთრედ ---------- (პ/ნ ----------) შეცვლა. აღნიშნული მტკიცებულება სათანადოდ არ არის შეფასებული დავის განმხილველი ორგანოს მიერ (ტ.1.ს/ფ.101).

 

ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება უნდა მისცეს და სათანადოდ ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების საფუძველზე დაასაბუთოს, თუ რატომ არის შპს „----------“-ი (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სუბიექტი და საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივართან დაკავშირებით.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზე მას უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100.00 (ტ.1.ს/ფ.24) ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან ნახევარი-50 ლარი მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხოლო მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 22-ე; 24-ე; 32-ე; 331-ე; 26.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ს; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტად, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი NEL 060528;

1.2. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი – სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს N 21117 ბრძანება;

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართ30 1ოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება (საჩივარი N4586/2/2017).

1.4. დაევალოს შემოსავლების სამსახურს, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივართან დაკავშირებით.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი მოპასუხეებს დაეკისროთ სოლიდარულად გადასახდელად მოსარჩელის სასარგებლოდ.

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს _ სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა No32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა No11).

5. გადაწყვეტილების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე

მალხაზ ჩუბინიძე

 

სადავო საკითხი

1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი NEL 060528;

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს N 21117 ბრძანება;

3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება (საჩივარი N4586/2/2017).

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სადავო ნაწილში არ შეესაბამება კანონს, იგი მიღებულია საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, დავის განხილვისას შეფასება არ მიეცა მითითებას, რომ მომჩივანი ახორცილებს მხოლოდ ტვირთის ლოჯისტიკას (მომსახურება), მათ მოვალეობაში შედის საქართველოში იმპორტირებული კონტეინერის გახსნა, მასში არსებული ტვირთის, მათ შორის ავტომობილების გადმოცლა რომელიც რჩება საბაჟო ტერმინალზე, სადაც მთავრდება მათი შემხებლობა გამოგზავნილ ტვირთთან. გამომგზავნის მოთხოვნის მიხედვით ხდება მიმღების შეცვლა და დოკუმენტების გადაცემა. ამის შემდეგ ტვირთი გადის საბაჟო კონტროლს და იბარებს მესაკუთრე.

გარდა ამისა, საქმეს თან ერთვის და დავის განხილვისას ცნობილი იყო ფილიალის მენეჯერის წერილი სადაც აღნიშნულია, რომ მათი განცხადების საფუძველზე მოხდა ავტომობილის მესაკუთრის შეცვლა. აღნიშნული მტკიცებულება სათანადოდ არ არის შეფასებული დავის განმხილველი ორგანოს მიერ (ტ.1.ს/ფ.101).

ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება უნდა მისცეს და სათანადოდ ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების საფუძველზე დაასაბუთოს, თუ რატომ არის მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სუბიექტი და საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი მომჩივანის საჩივართან დაკავშირებით.

 

გადაწყვეტილება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზე მას უარი ეთქვა.

 

დასაბუთება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 22-ე; 24-ე; 32-ე; 331-ე; 26.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ს; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით.