N 460 - 16/09/2022 - „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 16.09.2022
№ დოკუმენტი 460
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №460

2022 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022039) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ – „ო“ ქვეპუნქტები:

„მ) უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იმპორტში დეკლარირებულ ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებზე;

ნ) ჰუმანიტარული მიზნით ან გრანტის სახით იმპორტში დეკლარირებულ ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებზე;

ო) სახელმწიფო უწყების (საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მიერ იმპორტში დეკლარირებულ ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებზე.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე