N 148 - 19/10/2020 - „საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს №481 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 19.10.2020
№ დოკუმენტი 148
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №148

2020 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს №481 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს №481 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 26/08/2016, 480180000.22.034.016561) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მიზნით „სარფის“, „ყაზბეგის“, „წითელი ხიდის“, „ლაგოდეხის“, „სადახლო – საავტომობილოს“ და „გუგუთის“ სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით გადაადგილებული სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია, საგზაო მოძრაობა გააგრძელოს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებულ სპეციალურ ავტოსადგომზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღებული ქვითრის შესაბამისად განსაზღვრული რიგითობის დაცვით (გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ვახტანგ გომელაური

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე