N 2-792 - 26/12/2025 - „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 26.12.2025
№ დოკუმენტი 2-792
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-792

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2021; სარეგისტრაციო კოდი: 340030000.22.023.016664) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ93“ ქვეპუნქტი:

 

„ჰ93) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე სანაშენე, სამომხმარებლო და სპორტული ცხენ(ებ)ის, გარდა შეჯიბრებაში მონაწილე სპორტული ცხენებისა, ექსპორტისათვის (დანართი №126);

 

2. ბრძანებას დაემატოს თანდართული შინაარსის №126 დანართი.

 

მუხლი 2

 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

დავით სონღულაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე