N 502 - 22/11/2017 - „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 22.11.2017
№ დოკუმენტი 502
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №502

2017 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2016, 240110000.10.003.019634) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის“ (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. იმ შემთხვევაში, თუ სურსათი/ცხოველის საკვები დაექვემდებარა ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღებას, მაგრამ საქართველოში არ არსებობს ამ დადგენილების დანართ №2-ით განსაზღვრულ სურსათში/ცხოველის საკვებში „არსებული საფრთხის“ გამოკვლევის განხორციელებაზე აკრედიტებული ლაბორატორია, სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუში ამ საფრთხის გამოკვლევისთვის ლაბორატორიაში არ გაიგზავნება.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე