შეღავათები სოფლის მეურნეობის სფეროში, შუალედური მოგების განაწილება N 2614

2614 შეღავათები სოფლის მეურნეობის სფეროში, შუალედური მოგების განაწილება - (ძალადაკარგული) 23.02.2017
№ დოკუმენტი 2614
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

შეღავათები სოფლის მეურნეობის სფეროში, შუალედური მოგების განაწილება N 2614

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმოს მიერ 2017 წლის მაისამდე საქართველოში წარმოებული 90 000 ლარის თვითღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 190 000 ლარი. შუალედური მოგება 100 000 ლარის ოდენობით საწარმომ ივნისის თვეში დივიდენდის სახით გაანაწილა პარტნიორ ფიზიკურ პირებზე. საწარმომ ივნისის საანგარიშო პერიოდზე წარადგინა დეკლარაცია, რომლის შესაბამისადაც გადასახდელი თანხა იყო ნულის ტოლი. ამასთან, 2017 წლის დეკემბრის თვეში საწარმომ ამავე საქმიანობის ფარგლებში დამატებით მიიღო შემოსავალი 50 000 ლარის ოდენობით.

· გადასახადის გადამხდელმა, დეკემბრის თვეში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ შემოსავალი აჭარბებდა 200 000 ლარს, წარმოადგინა ივნისის საანგარიშო პერიოდის მიხედვით დაზუსტებული დეკლარაცია და გადაიხადა კუთვნილი მოგების გადასახადი.

შეფასება

· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადისგან თავისუფლდება 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე8 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.

· იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელისთვის დეკემბრის თვეში ცნობილი გახდა, რომ შემოსავალი აჭარბებდა 200 000 ლარს და შესაბამისად, ვერ ისარგებლებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით, საწარმოს ქმედება მართლზომიერია.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახად ო სამართალდა რღვევა არ იკვეთება.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც საწარმო მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული ღონისძიებები არ ეხება გადასახადის გადამხდელისათვის საურავის დაკისრების საკითხს