N 1814-Vმს-XIმპ - 25/06/2026 - საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 1145-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სააგენტოს, გარდა ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე ისე დაქორწინდა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა ოჯახის შექმნა, ასეთი სარჩელის აღძვრა მეორე მეუღლესაც შეუძლია.“;
ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3443 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ითვლება შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,25 ივნისი 2026 წ.
N1814-Vმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე