N 16 - 05/08/2024 - „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2024 წლის 5 აგვისტო
ქ. ჩხოროწყუ
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.107.016203) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%;“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
შოთა წურწუმია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე