ბრძანება N 2646

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.02.2024
№ დოკუმენტი 2646
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2646

12 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 16 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 16 იანვრის №86809/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 დეკემბრის №064-24 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიებზე ავანსის სახით გადახდილი თანხების სესხად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ ეს თანხები არარეზიდენტებისათვის გადახდილია საქონლის შესაძენად. აცხადებს, რომ არარეზიდენტ კომპანიებთან საწარმოს გააჩნია როგორც მოთხოვნები 9 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე, ვალდებულებები 11 მილიონი ლარის ოდენობით. ამასთან, კომპანიას აქვს აღებული სესხი 1.2 მილიონი ლარის ოდენობით. მომჩივანი აცხადებს, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია, რაზე დაყრდნობით ჩაითვალა არარეზიდენტებზე გადარიცხული თანხები, 11 მილიონი ლარი, მასზე გაცემულ სესხად, იმ პირობებში, როცა საწარმოს აღნიშნული არარეზიდენტების მიმართ გააჩნია მოთხოვნა 9 მილიონი ლარის ოდენობით. გადამხდელისთვის გაუგებარია, რატომ არ მოხდა მოთხოვნა-ვალდებულებების ურთიერთგაქვითვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №18996 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 15 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 20 დეკემბრის №32171 ბრძანება და ამავე თარიღის №064-24 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 292 501 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 086 979 ლარი, ჯარიმა 1 043 490 ლარი, საურავი 162 032 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ქალის საცვლების წარმოება. საწარმო ახორციელებს ---------- ნედლეულის იმპორტს, შემდეგ საქონლის წარმოებას და ექსპორტს ნედლეულის მომწოდებელ ---------- კომპანიებზე. საანალიზო პერიოდის ბოლოსთვის, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ამ კომპანიებზე როგორც მოთხოვნა (9 მლნ.) ასევე გადახდილი ავანსები (11 მლნ.). პირის განცხადებით იგეგმება ფაბრიკის მშენებლობა, რისთვისაც მასალის შემოტანას ---------- აპირებენ, თუმცა აღნიშნული კომპანიები საქმიანობენ ქსოვილის რეალიზაციით. ამასთან, გადამხდელს აღებული აქვს სესხი დამფუძნებლისგან (1,2 მლნ. ლარის ოდენობით). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ---------- კომპანიებზე გადახდილი ავანსები ჩაითვალა გაცემულ სესხად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 მუხლების მიხედვით, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2024 წლის 25 იანვარს 15:00 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საანალიზო პერიოდის ბოლოსთვის, გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტ კომპანიებზე უფიქსირდება, დებიტორული დავალიანება (9 მილიონი ლარი), ასევე, ამავე კომპანიებზე საწარმოს გადახდილი აქვს ავანსები (11 მილიონი ლარი). აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, მსჯელობა, რომ კომპანიას უფიქსირდება დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, არ არის სწორი, ვინაიდან ---------- არარეზიდენტ კომპანიებს აქვთ 9 მილიონი ლარის დავალიანება შპს „----------“ მიმართ. აღნიშნულის მიუხედავად, შპს „----------“ ამავე არარეზიდენტ კომპანიებზე ავანსის სახით გადახდილი აქვს 11 მილიონი ლარი. შესაბამისად, ორივე ოპერაცია წარმოადგენს მოთხოვნას და ვერ იქნება ერთმანეთში გაქვითული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ ---------- კომპანიებზე გადახდილი ავანსები ჩაითვალა გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიებზე ავანსის სახით გადახდილი თანხების სესხად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საანალიზო პერიოდის ბოლოსთვის, გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტ კომპანიებზე უფიქსირდება, დებიტორული დავალიანება (9 მილიონი ლარი), ასევე, ამავე კომპანიებზე საწარმოს გადახდილი აქვს ავანსები (11 მილიონი ლარი). აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, მსჯელობა, რომ კომპანიას უფიქსირდება დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, არ არის სწორი, ვინაიდან არარეზიდენტ კომპანიებს აქვთ 9 მილიონი ლარის დავალიანება მომჩივანის მიმართ. აღნიშნულის მიუხედავად, მომჩივანს ამავე არარეზიდენტ კომპანიებზე ავანსის სახით გადახდილი აქვს 11 მილიონი ლარი. შესაბამისად, ორივე ოპერაცია წარმოადგენს მოთხოვნას და ვერ იქნება ერთმანეთში გაქვითული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ თურქულ კომპანიებზე გადახდილი ავანსები ჩაითვალა გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“); 275,