საქონლის მიწოდება განვადებით (მთლიანად უნდა დაბეგროს თავიდანვე) N 1116
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საქონლის მიწოდება განვადებით N 1116
ფაქტობრივი გარემოებები
•დღგ-ის გადამხდელმა საწარმომ განახორციელა საქონლის მიწოდება განვადებით. საწარმომ ოპერაცია გაყო საქონლის ღირებულების ძირითად ნაწილად და განვადებისათვის საპროცენტო დანამატად
•საწარმომ დღგ-ით დასაბეგრ თანხად მიიჩნია და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერა მხოლოდ კომპენსაციის ძირითად ნაწილზე, ხოლო განვადებისათვის კუთვნილი დანამატი მიიჩნია ფინანსური მომსახურებისათვის გადასახდელ კომპენსაციის თანხად და არ დაბეგრა დღგ-ით
შეფასება
•განვადების საპროცენტო დანამატს საქონლის მიწოდების ოპერაციისადმი დამხმარე ხასიათი აქვს და მის ნაწილად (ცალკე დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას არ წარმოადგენს) განიხილება, სსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად
•მიუხედავად ანგარიშსწორების ფორმისა, საქონლის მიწოდება მიწოდების საანგარიშო პერიოდის (თვის) მიხედვით განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და ოპერაციის თანხა უნდა განისაზღვროს მიღებული ან მისაღები კომპენსაციის სრული თანხით (ყველა გადასახდელის ჩათვლით), სსკ-ის 227-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად
•საწარმომ არასწორად განსაზღვრა და შეამცირა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციის თანხა
ღონისძიებები
•უნდა დაზუსტდეს (გაიზარდოს) დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა და დაერიცხოს კუთვნილი გადასახადი
•დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე
•პირი დაჯარიმდება სსკ-ის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დღგ-ის დასარიცხი თანხის შემცირებისათვის
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით