უცხოეთის დიპლომატიურ პირებზე მიყიდული საქონლის/მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა N 1182

1182 უცხოეთის დიპლომატიურ პირებზე მიყიდული საქონლის/მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა - (ძალადაკარგული) 22.04.2015
№ დოკუმენტი 1182
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

უცხოეთის დიპლომატიურ პირებზე მიყიდული საქონლის/მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა N 1182

ფაქტობრივი გარემოებები

· გადასახადის გადამხდელმა 100 ლარზე მეტი ღირებულების საქონელი/მომსახურება მიაწოდა უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრს (შემდგომში-დიპლომატს). გადასახადის გადამხდელს გააჩნია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ დიპლომატის სახელზე გაცემული პირადობის ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათის ასლი , ასევე საქონლის/მომსახურების მიწოდების დიპლომატის მიერ ხელმოწერილი ჩეკი სააკრედიტაციო ბარათის ნომრის მითითებით.

· ვარიანტი I: გადასახადის გადამხდელმა საქონლის/მომსახურების მიწოდება არ დაბეგრა დღგ-ით , ამასთან გამოიყენა დღგ-ის ჩათვლის უფლება სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტიდან გამომდინარე. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწერა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების შემდეგ საანგარიშო პერიოდში.

· ვარიანტი II: გადასახადის გადამხდელმა არ გამოწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, მიწოდება არ დაბეგრა დღგ-ით, ამასთან გამოიყენა დღგ-ის ჩათვლის უფლება.

შეფასება

· სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტის თანახმად: ჩათვლის უფლებით დღგ-საგან გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიების წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის და რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

· საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წ. N996 ბრძანების 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით : თუ საქონლის/მომსახურების დასაბეგრი ოპერაციის ჯამური თანხა ერთი მიწოდების ფარგლებში აღემატება 100 ლარს , ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებისათვის სავალდებულოა ასეთი მიწოდება განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის საფუძველზე.

· ვარიანტი I: გადასახადის გადამხდელის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება.

· ვარიანტი II: გადასახადის გადამხდელზე არ გავრცელდება სსკ-ს 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი, ვინაიდან, დარღვეულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წ. N996 ბრძანების 68-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესი და შესაბამისად არ არის დაკმაყოფილებული სსკ-ს 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.

ღონისძიებები

· ვარიანტი I: გადასახადის გადამხდელს არ დაეკისრება სსკ-ით დადგენილი პასუხისმგებლობა.

· ვარიანტი II: გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდება სსკ-ს 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

უცხოეთის დიპლომატიური პირი* - უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობა, დიპლომატიური მისიის წევრები(მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით).

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით