N 32 - 05/08/2026 - ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2026 წლის 5 აგვისტო
ქ. ახმეტა
„ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №55 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/08/2022, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.162.016591) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესის მიზნებისთვის დაჩქარებული მომსახურება გულისხმობს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ ამ წესით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შინაარსისა.“
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 13 აგვისტოდან.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე,იოსები ქარუმაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე