გადამხდელის ვალდებულებების შეუსრულებლობა (სპეცების დანართის წარუდგენლობაზე ჯარიმდება 144-ე მუხლით) N 1136
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
გადამხდელის ვალდებულების შეუსრულებლობა N 1136
ფაქტობრივი გარემოებები
•პირის, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, 2009 წლის აგვისტოდან უფიქსირდება ნავთობპროდუქტების შეძენა, ამასთან, საგადასახადო ორგანოში არ აქვს წარდგენილი (გარდა იმ პირებისა, რომლებიც ახდენენ ელექტრონულ დეკლარირებას) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის N87 ბრძანებით დამტკიცებილი ანგარიშგების ფორმა, კერძოდ ,,სსაფ-ების მოძრაობის აღრიცხვის ყოველთვიური დეკლარაცია“ და სსაფ-ის პირველი ეგზემპლარი
შეფასება
•პირის მიერ დარღვეულია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება
ღონისძიებები
•პირს ყოველ წარუდგენელ ანგარიშგების ფორმაზე დაერიცხება ჯარიმა (სსკ-ის 144-ე მუხლის საფუძველზე)
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით