ბრძანება N 8765

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.04.2026
№ დოკუმენტი 8765
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8765

21 აპრილი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ ----- ) (მის.:-----)

2026 წლის 23 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 აპრილის სხდომაზე ოქმი N 31) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N 101426/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 2 მარტის N EL309593 და N EL309597 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შპს „-----“ წარმომადგენლის აქტის საფუძველზე გაატანეს 2 ბოთლი ღვინო ლაბორატორიული ანალიზების აღების მიზნით., რაზეც არსებობს ღვინის ლაბორატორიის მიერ გამოწერილი ინვოისი, სადაც მითითებულია 2 ბოთლი ღვინის ანალიზის ხარჯი. ასევე 2025 წლის 14 მარტს განცხადების საფუძველზე, შპს ,,-----“ წარმომადგენელმა გაიტანა ლაბორატორიული ანალიზების აღების მიზნით 4 ბოთლი ღვინო, რაზეც შედგენილ იქნა აქტი, სადაც ხელს აწერს საბაჟო საწყობის დირექტორი.

აღნიშნულზე და პირველ შემთხვევაზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმებით დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 10 ოქტომბერს შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ წარდგენილი დროებით შენახვის დეკლარაციებით N 11111/C150626 და N 11111/C150628 შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საბაჟო საწყობის ----- ტერიტორიაზე დროებით შენახულ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ----- რესპუბლიკიდან შემოტანილი საქონელი, კერძოდ, N ----- დროებით შენახვის დეკლარაციით შენახულ იქნა 300 ბოთლი წითელი მშრალი ღვინო „-----“ (თითოეული ბოთლის მოცულობა 1 ლიტრი), ხოლო N ----- დროებით შენახვის დეკლარაციით – 60 ბოთლი თეთრი მშრალი ღვინო „----- “ (თითოეული ბოთლის მოცულობა 1 ლიტრი).

შპს „-----“ მიერ 2023 წლის 7 ივნისს წარდგენილი საქონლის საბაჟო დეკლარაციებით დასახელებული საქონელი სრულად მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში 730 კალენდარული დღით (2025 წლის 6 ივნისის ჩათვლით პერიოდით), კერძოდ, N ----- დროებით შენახვის დეკლარაციით დროებით შენახული საქონელი (300 ბოთლი წითელი მშრალი ღვინო „-----“) დეკლარირებულ იქნა N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით, ხოლო N ----- დროებით შენახვის დეკლარაციით დროებით შენახული საქონელი (60 ბოთლი თეთრი მშრალი ღვინო „-----“) დეკლარირებულ იქნა N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით.

ვინაიდან ამოიწურა საბაჟო საწყობის პროცედურაში შენახვის ვადა (არა უგვიანეს 2025 წლის 6 ივნისი) და დეკლარანტის მიერ არ განხორციელებულა შენახვის ვადის გაგრძელება ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა ან საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისთვის საჭირო სხვა ფორმალობა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, დეკლარანტს – შპს „-----“ გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის N ----- წერილობითი შეტყობინება და ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 30 კალენდარული დღე.

2025 წლის 22 ოქტომბერს, საქონლის განკარგვის ღონისძიების ფარგლებში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა შპს „-----“ საბაჟო საწყობის (-----) ტერიტორიაზე განთავსებული და სახელმწიფო საკუთრებაში გადასაცემი საქონლის დათვალიერება, რა დროსაც დადგინდა, რომ საქონლის ფაქტობრივი რაოდენობა არ შეესაბამებოდა N ----- და N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაციებით დეკლარირებულ რაოდენობას, კერძოდ, წითელი მშრალი ღვინო ------ ნაცვლად 300 ცალისა, აღმოჩნდა 298 ცალი (2 ბოთლით ნაკლები), ხოლო თეთრი მშრალი ღვინო ----- ნაცვლად 60 ცალისა, აღმოჩნდა 56 ცალი (4 ბოთლით ნაკლები). აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილ იქნა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტები.

რადგან მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილ იქნა, რომ დარღვეული იყო დასახელებული მოთხოვნები, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 2 მარტს შედგენილ იქნა N EL309592 და N EL309596 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც შპს „-----“ შპს „-----“ ერთად სოლიდარულად დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 8.91 და 17.81 ლარის ოდენობებით.

ვინაიდან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ ასევე დარღვეულ იქნა საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელისათვის დადგენილი ვალდებულება/სანებართვო პირობა, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 2 მარტს შედგენილი N EL309593 და N EL309597 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შპს „-----“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და თითოეული ოქმით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე და 64-ე მუხლების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლებისა და „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შპს „-----“ მიმართ გამოცემულ იქნა N EL11111/16 და N EL11111/17 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც კომპანიას დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი და საურავი (N EL11111/16 მოთხოვნით 25.58 ლარი, ხოლო N EL11111/17 მოთხოვნით – 12.88 ლარი).

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

მომჩივანთან ვერ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვის პროცესში მისი მონაწილეობისთვის მოსაწვევად.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

“საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილის მიხედვით კი, რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება.

ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ დარღვეულია საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობა. შესაბამისად ადგილი აქვს მის მიერ საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტებით მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება დანაკლისად მიჩნეული საქონლის ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშად აღებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 2) 22-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღება, საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, შეუძლია ასევე დეკლარანტს, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ სხვა უფლებამოსილ პირს, მათ წარმომადგენლებს და სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების თანამშრომლებს, თუ მათი აღება:

ა) არ ეწინააღმდეგება და არ ართულებს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;

ბ) არ ცვლის საქონლის მახასიათებელ ნიშნებს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი და ზემოდასახელებული დეკლარაციებით დეკლარირებული საქონლის ნიმუშის/სინჯების აღებაზე საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობა არ არსეობს.

საგულისხმოა ასევე, რომ შპს „-----“ განცხადებებით (N ----- 30.03.2023 და N ----- 14.03.2025), რომლებითაც მოთხოვნილი იყო N ----- დროებით შენახვის დეკლარაციით შენახული საქონლის ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშის სახით საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა, და N ----- (14.03.2025) განცხადებაზე თანდართული დოკუმენტებიდან არ იდენტიფიცირდება (სასაქონლო პარტიების - დეკლარაციების მიხედვით) ლაბორატორიული გამოკვლევისთვის საჭირო საქონლის სახეობები და რაოდენობები.

ამასთან საჩივარზე არ არის თანდართული მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის დანაკლისი განპირობებულია ლაბოლატორიული გამოკვლევებით. ასევე არ არის წარმოდგენილი ლაბორატორიული კვლევისათვის საქონლის გახარჯვის დამადასტურებელი, შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გაცემული და სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი (აქტი). ამდენად, საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „ ----- “ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმებით დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოტანილი საქონელი განთავსდა საბაჟო საწყობში, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ არ მოხდა მისი შესაბამის პროცედურაში გადაყვანა ან ფორმალობების შესრულება. შემდგომ დათვალიერებისას აღმოჩნდა საქონლის ნაკლებობა. შედეგად, კომპანიებს დაეკისრათ პასუხისმგებლობა, დაჯარიმდნენ და დაერიცხათ შესაბამისი გადასახდელები.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176;. 127(3);.