მივლინება (ტრანსპორტირებისა და ღამისთევის დოკუმენტურად დაუდასტურებლობის შემთხვევაში შედეგები) N 2106
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მივლინება N 2106
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს გამოქვითული აქვს სამივლინებო ხარჯები
· ვარიანტი I: თანამშრომელთა მივლინების ფაქტი (ტრანსპორტირება, ღამისთევა) დასტურდება დოკუმენტურად
· ვარიანტი II: თანამშრომელთა მივლინების ფაქტი (ტრანსპორტირება, ღამისთევა) დოკუმენტურად არ დასტურდება
შეფასება
· I ვარიანტში, სხვა გარემოების (ოპერაციის შინაარსის) გათვალისწინებით, საწარმოს ქმედება მართლზომიერია და უნდა მოხდეს ხარჯის აღიარება
· II ვარიანტში, დაქირავებულებისათვის გადახდილი მივლინების თანხები უნდა ჩაითვალოს ხელფასად
ღონისძიებები
· II ვარიანტში, საწარმოს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი
· II ვარიანტში, საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლით
· II ვარიანტში, საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 134-ე მუხლით
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით