N 448 - 04/09/2019 - „ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ივლისის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №448
2019 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ივლისის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ივლისის №376 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/07/2015, 300160070.10.003.018763) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) იმპორტისათვის განკუთვნილი ტომრებით დაფასოებული ფქვილის გადაადგილებისას უზრუნველყოს მათი განთავსება პალეტებზე. ხის პალეტების გამოყენების შემთხვევაში პალეტები დამუშავებული უნდა იქნეს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტის – ISPM 15-ის შესაბამისად;“.
2. მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ხორბლის ფქვილზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურის განსაზღვრისას;“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
პირველი ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე