წილის შეძენის მიზნით გადახდილი თანხების გამოქვითვა N 0268
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
წილის შეძენის მიზნით გადახდილი თანხების გამოქვითვა N 0268
ფაქტობრივი გარემოებები
· კომპანიას 2011 წელს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სახელმწიფოსთან, სახელმწიფო შპს-ის 100% წილის შეძენასთან დაკავშირებით. წილის ღირებულება განისაზღვრა 1 ლარით და 5-წლიანი საინვესტიციო ვალდებულებით (ყოველწლიური ფულადი შენატანის სახით). ფულადი შენატანების დროს შედგენილია კომპანიის საოქმო გადაწყვეტილება კაპიტალის გაზრდის შესახებ.
· კომპანიამ 2013 წელს მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოშლის შესახებ, რისთვისაც გადაიხადა პირგასამტეხლო 100 000 ლარი. ამასთან, ხელშეკრულების მოშლამდე საგადასახადო პერიოდებში ინვესტირებულმა თანხამ შეადგინა 1 500 000 ლარი, რომელიც ხელშეკრულების პირობების შესაბამისად უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
· კომპანიამ ინვესტირებული თანხა 1 500 000 ლარი და პირგასამტეხლო 100 000 ლარი მიიჩნია წილის შეძენისთვის გაწეულ ხარჯად და ასახა ხელშეკრულების მოშლის საანგარიშო პერიოდის (2013 წლის) ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში.
შეფასება
· სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
· ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინვესტირებული (1 500 000 ლარი) და პირგასამტეხლო (1 000 000 ლარი) განხილულ უნდა იქნეს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ გამოსაქვით ხარჯად.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით