გადაწყვეტილება №22569/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.05.2024
№ დოკუმენტი 22569/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22569/2/2024

14 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს “-----------”-ი (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს “-------”-ის 15.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22569/2/2024).

 

დავის საგანი:

დღგ-ის ნაწილში დაკისრებული ჯარიმის და საურავის გაუქმება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №083-49 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.02.2024 წლის №3677 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 105 070 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 65 407

დღგ - 35 135

ქონების გადასახადი - 30 272

ჯარიმა - 31 182

საურავი - 8 481

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები, რესტორნებით მომსახურება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 სექტემბრის №22782 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი.

შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად, გამოვლინდა, რომ არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. არსებობს სხვაობა დღგ-ის ბრუნვებში, კერძოდ, დეკლარირებულ მონაცემებსა და საბანკო ამონაწერებს შორის. შესაბამისად, კომპანიას გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

ამასთან, კომპანიას უფიქსირდება სხვადასხვა შეძენილ საქონელსა თუ მომსახურებაზე მიღებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა მომჩივანს ჩათვლილი აქვს ავანსის ანგარიშ-ფაქტურები და მის განაშთვაზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურები. რის საფუძველზე, გაუქმდა დღგ-ის ჩათვლა ჯამში 9 472 ლარის ოდენობით.

საწარმოს არ აქვს წარდგენილი 2022 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების დეკლარაცია. ასევე, არასწორად აქვს შევსებული 2021 წლის საწარმოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, რის საფუძველზეც, 2022 წელს არ ერიცხებოდა მიმდინარე გადასახადი. შესაბამისად, განესაზღვრა 2022 წლის საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიერ წარსადგენი ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რაზეც დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33222 ბრძანება და №083-49 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.02.2024 წლის №3677 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საწარმოს ქონების დეკლარაციის ნაწილში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით შეესწავლა ქონების გადასახადის განაკვეთის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულების შესაბამისი კორექტირება (შემცირება), ხოლო დღგ-ის ნაწილში დაკისრებული ჯარიმასთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 21.02.2024 წლის №3677 ბრძანება, საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილი, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური სასტუმროზე ქონების გადასახადის 1%-იანი განაკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე, 205-ე, 309-ე, 43-ე მუხლებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ამასთან, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის N05 დადგენილებით, სასტუმროებზე ქონების გადასახადი შეადგენს 0,25%-ს, ნაცვლად შემოწმებით განსაზღვრული 1%-ისა.

შესაბამისად, მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს ქონების გადასახადის განაკვეთის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

რაც შეეხება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, დღგ-ში დარიცხული სანქციასთან დაკავშირებით მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 270-ე, 275-ე, 272-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ბუღალტრის შეცდომამ გამოიწვია დღგ-ის სხვაობა მთლიან პერიოდზე, რადგან ქონდა კორონა ვირუსი და არ იქნა დეკლარაცია სრულყოფილად წარდგენილი. ამასთან, ერთი და იგივე პერიოდზე, ორი მსგავსი კომპანიის ჩარიცხვები (ურთავს ჩარიცხვის ქვითრებს) ბუღალტერმა აღიქვა ერთ კომპანიად და მოხდა, როგორც ავანსის ასევე შესრულების ფაქტურის ჩათვლა. ხოლო, დანარჩენი დღგ-ის თანხის დარიცხვა გამოიწვია, 2023 წლის ივნისის დეკლარაციის დროულად არ წარდგენამ.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის მხრიდან არასწორად იყო დარიცხული საწარმოს ქონების გადასახადი და ვერ მოხდა ვალის აღიარება სსკ-ის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე. კომპანია 5 წელია მუშაობს ზარალზე, გაჩნია საბანკო დაწესებულების ვალი, 1 800 000 ლარი და დამფუძნებელი ონკოლოგიური პაციენტია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივნი განმარტავს, რომ ბუღალტრის შეცდომამ გამოიწვია დღგ-ის სხვაობა მთლიან პერიოდზე, რადგან ქონდა კორონა ვირუსი და არ იქნა დეკლარაცია სრულყოფილად წარდგენილი. ამასთან, ერთი და იგივე პერიოდზე, ორი მსგავსი კომპანიის ჩარიცხვები ბუღალტერმა აღიქვა ერთ კომპანიად და მოხდა, როგორც ავანსის ასევე შესრულების ფაქტურის ჩათვლა.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად, შესაბამისად არ არსებობს დღგ-ის ნაწილში დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათვისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის ნაწილში დაკისრებული ჯარიმის და საურავის გაუქმება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №22782 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი.

შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად, გამოვლინდა, რომ არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. არსებობს სხვაობა დღგ-ის ბრუნვებში, კერძოდ, დეკლარირებულ მონაცემებსა და საბანკო ამონაწერებს შორის. შესაბამისად, კომპანიას გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

ამასთან, კომპანიას უფიქსირდება სხვადასხვა შეძენილ საქონელსა თუ მომსახურებაზე მიღებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა მომჩივანს ჩათვლილი აქვს ავანსის ანგარიშ-ფაქტურები და მის განაშთვაზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურები. რის საფუძველზე,გაუქმდა დღგ-ის ჩათვლა .

საწარმოს არ აქვს წარდგენილი 2022 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების დეკლარაცია. ასევე, არასწორად აქვს შევსებული 2021 წლის საწარმოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, რის საფუძველზეც, 2022 წელს არ ერიცხებოდა მიმდინარე გადასახადი. შესაბამისად, განესაზღვრა 2022 წლის საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიერ წარსადგენი ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რაზეც დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33222 ბრძანება და №083-49 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №3677 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საწარმოს ქონების დეკლარაციის ნაწილში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით შეესწავლა ქონების გადასახადის განაკვეთის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულების შესაბამისი კორექტირება (შემცირება), ხოლო დღგ-ის ნაწილში დაკისრებული ჯარიმასთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილა. შემოსავლების სამსახურის №3677 ბრძანება, საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილი, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად, შესაბამისად არ არსებობს დღგ-ის ნაწილში დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათვისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272(1); 275(2); 269(7);