დივიდენდის დაბეგვრა (ორგანიზაციის მიღებული დივიდენდი იბეგრება გადახდის წყაროსთან) N 0103

0103 დივიდენდის დაბეგვრა (ორგანიზაციის მიღებული დივიდენდი იბეგრება გადახდის წყაროსთან) - (ძალადაკარგული) 04.06.2012
№ დოკუმენტი 0103
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დივიდენდის დაბეგვრა N 0103

ფაქტობრივი გარემოებები

· ორგანიზაციის მიერ მიღებული დივიდენდი არ დაიბეგრა გადახდის წყაროსთან

· ორგანიზაციამ დივიდენდი არ ჩართო ერთობლივ შემოსავალში

შეფასება

· ორგანიზაციის მიერ მიღებული დივიდენდი არ იბეგრება გადახდის წყაროსთან (სსკ. მუხლი 130) და შესაბამისად ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში შეტანას

· ორგანიზაციის მიერ მიღებული დივიდენდით შემცირებულია ერთობლივი შემოსავალი

ღონისძიებები

· უნდა გაიზარდოს ორგანიზაციის ერთობლივი შემოსავალი და დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება (ზარალი)

· ორგანზიაცია დაჯარიმდება დეკლარაციაში მოგების გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლით

აღნიშნული სახელმძღვანელო არ გამოიყენება საწარმოს შემთხვევაში.

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება ამავე წლის 23 ნოემბრამდე პერიოდზე