N 356 - 29/10/2024 - „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 29.10.2024
№ დოკუმენტი 356
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №356

2024 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ:

1. დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბიუჯეტის განმკარგველის – 5379 – ა(ა)იპ „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველო“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველები:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1730361160195 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„1520220

5380

ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი“;

 

1520221

5381

ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანება“;

 

1520222

5382

ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება“;

 

2. დანართ №3-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდის – 3558 – „შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1730361172048 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო მეზღვაურთა შრომის, განათლებისა და სერტიფიცირების სფეროებში

 

3559“.“

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე