მოგების რეინვესტირება N 0501
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მოგების რეინვესტირება N 0501
ფაქტობრივი გარემოებები
•ვარიანტი 1:სამედიცინო დაწესებულების მიერ შეძენილია მიწა, რომელიც დაკავშირებული არ არის მის ძირითად საქმიანობასთან (ტექნიკური ბაზის განვითარებასთან).
•ვარიანტი 2:სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს მიერ შეძენილია მიწა ამავე საქმიანობის გაფართოვების მიზნით
•ორივე ვარიანტში რეინვესტირების მოტივით დასაბეგრი მოგება შემცირებულია მიწის შეძენის ღირებულებით.
შეფასება
•1 ვარიანტში აღნიშნული ხარჯი არ წარმოადგენს რეინვესტირებას (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) სსკ-ის 99-ე (ძვ. 172-ე) მუხლით და შემცირებულია დასაბეგრი მოგება.
•2 ვარიანტში ხარჯი წარმოადგენს რეინვესტირებას სსკ-ის 99-ე (ძვ.172-ე) მუხლით
ღონისძიებები
•1 •უნდა დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება და შესაბამის შემთხვევაში დაერიცხოს კუთვნილი გადასახადი.
ამასთან, დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად.
•2 ვარიანტში საგადასახადო სამართლადარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება