ი/მ – ის მიერ წარსადგენი წლიური დეკლარაციის ჩაუბარებლობა N 2302

2302 ი/მ – ის მიერ წარსადგენი წლიური დეკლარაციის ჩაუბარებლობა - (ძალადაკარგული) 13.08.2010
№ დოკუმენტი 2302
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ი/მ – ის მიერ წარსადგენი წლიური დეკლარაციის ჩაუბარებლობა N 2302

ფაქტობრივი გარემოებები

•პირს უფიქსირდება პირველადი საგადასახადო დოკუმენტით საქონლის მიწოდება , რომლის შესაბამისი საგადასახადო პერიოდის მიხედვით მას დეკლარირება განხორცილეებული არა აქვს და შესაბამისად, გადასახადი გადახდილი არა აქვს

•პირველადი საგადასახადო დოკუმენტი თავისი შინაარსით (მაგალითად: ერთი ზედნადებით ა და ერთი სატრანსპორტო საშუალებით 270 ტონა ფოლადის მილების გადაზიდვა) იწვევს ეჭვს ოპერაციის ფიქტიურობაზე

•პირი ახსნა-განმარტებით ადასტურებს ზემოაღნიშნულ ოპერაციას და აღნიშნულის საფუძველზე შემოსავლის მიღებას

•პირი დღგ–ის გადამხელად არ ითვლება განსახილველი ოპერაციის ჩათვლით

შეფასება

•საგადასახადო კანონმდებლობით, შემოსავალი იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი მიღების კანონიერება სადავოა; შესაბამისად, შემოსავლები ექვემდებარებოდა დეკლარირებას

•სსკ-ის 217-ე მუხლის შესაბამისად პირი ვალდებული იყო წარედგინა წლიური დეკლარაცია შესაბამისი წლის მომდევნო წლის წლის 1 აპრილამდე

ღონისძიებები

•პირს ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხება კუთვნილი გადასახადი საგადასახადო პერიოდის მიხედვით

•პირი დაჯარიმდება სსკ–ის 131–ე მუხლით საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევაზე

•საკითხი საჭიროებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ გადაგზავნას